Wednesday, October 22, 2014

Tbilisi Fashion Week SS 2015




თბილისის მოდის კვირეული იწყება

27 ოქტომბერს, თბილისის მე-10  მოდის კვირეული გაიხსნება და 5 დღე გაგრძელდება.
საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად მეიდან ჯგუფის ახალი პროექტი - „დიზაინ ცენტრი“ უმასპინძლებს, რომლის ვიზუალური მხარე, მასშტაბები და მრავალპროფილური შესაძლებლობები იდეალურად შეითავსებს  ერთ დიდ სივრცეში მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ჩვენებებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, შოუ-რუმებსა და წვეულებებს. კვირეულის სამ ჩვენებას უმასპინძლებს პარლამენტის ეროვნული გალერეა, სასტუმრო Rooms Tbilisi და შატო მუხრანი.
რიგით მე-10 თბილისის მოდის კვირეულის მხარდამჭერაში აქტიურად ჩაერთო კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი.
სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, კვირეულს მხარს უჭერს ბიზნეს სექტორიც. ამ სეზონის სპონსორები არიან “სამრაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“, სავაჭრო სახლი გოლეთიანი - ნოკია 730, “Outdoor.ge“, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, „ფრამეზი“, შატო მუხრანი, Rooms Hotel Tbilisi, Art Palace და AP studio.
თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, გოლა დამიანი (დალოოდ ჯგუფი), ატელიე „კიკალა“, მოდის სახლი „მატერია“, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, Mach & Mach, ლაკო ბუკია, ნინო ბაბუხადია, გვანცა ჯანაშია და სარა ალიევა (ბაქო, აზერბაიჯანი). ასევე, მოდის კვირეულზე კოლექციებს წარმოადგენენ ახალბედა დიზაინერები ტატიანა მეფარიძე და წინა სეზონის დამწყებ დიზაინერთა კონკურსის გამარჯვებული თამთა შინდელიშვილი. „დიზაინ ცენტრში“ პირველი ჩვენებას ბრენდი „დალოოდი“ გამართავს, რომელიც კაფსულა კოლექციებით აერთიანებს იკა ბობოხიძეს, სიმონ მაჩაბელს და გრეგორი რეჯინის, რომელიც პირველად წარსდგება მაყურებლის წინაშე დიზაინერის სახით.

თბილისის მოდის კვირეულზე პირველად მოეწყობა გრანდიოზული შოუ-რუმი, რომელიც მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე სეზონურ კოლექციებს. აქვე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების აქსესუარების ახალი კოლექციები. ნებისმიერ მსურველს ექნება შოუ-რუმის დათვალიერების და სასურველი ნივთის შეძენის შესაძლებლობა.
კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.
კვირეულის ბოლო დღეს დამწყებ დიზაინერთა კონკურსიც გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. ამასთანავე, მას შესაძლებლობა მიეცემა მომდევნო კვირეულზე სრული კოლექცია გამოიტანოს, მთავარ პროგრამაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მოდის კვირეულს შორის მოლაპარაკებების თანახმად, მოეწყო პრეს ტური, რომლის სტუმრები გაეცნობიან ჩვენ ქვეყანას და მოდის კვირეულსაც გააშუქებენ Grazia Italy, Harper’s Bazaar (Russia & Kazakhstan), Buro 24/7, SNC Magazine, Wanderlust City guide, Interview Russia, NARGIS Magazine.
თბილისის მოდის კვირეულის სპონსორი სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ წარმოადგენს NOKIA 730-ს. მისი ფრომოუშენი მოხდება კვირეულის ლოკაციაზე, ასევე ონლაინ რეჟიმში განთავსდება NOKIA-თი გადაღებული ფოტოები კვირეულის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში. სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ რამდენიმე სტუმარს და აქტიურ ჟურნალისტს დაასაჩუქრებს Nokia-ს ტელეფონით.
ტრადიციულად, გრძელდება სილამაზის სალონების ქსელისა და იმიჯაკადემია „ნატალის“ და თბილისის მოდის კვირეულის თანამშრომლობა, რომლის ბექსთეიჯში მოდელების მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზე სწორად „ნატალი“-ს პროფესიონალები იზრუნებენ იმიჯმეიკერი რიჩარდ ვალოიანის ხელმძღვანელობით.
განახლდება თბილისის მოდის კვირეულის დღიურები ბლოგის სახით, რომლის ავტორებიც არიან Kate’s Cool Attitude. დღიურებში განთავსდება ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა, ბლიც ინტერვიუები და ჩვენებების შეფასებები, სტუმრების კომენტარები და სხვადასხვა საინტერესო და რაც მთავარია ექსკლუზიური მასალა.
ღონისძიების პარტნიორები: ჯორჯიან ივენთსი, დეკერტ ჯორჯია, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი.
სპონსორები: “სამრაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“, სავაჭრო სახლი გოლეთიანი, ნოკია 730, „აუთდორ ჯი“, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, „ფრამეზი“, დაცვის სამსახური „ალგანი“, შატო მუხრანი, Rooms Hotel Tbilisi, Art Palace და AP studio.
მხარდამჭერები:  საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი და თბილისის საკრებულო.
ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფის ახალი პროექტი „დიზაინ ცენტრი“.
საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ნარგისი“.
გენერალური მედია პარტნიორი “რუსთავი 2”.

TBILISI FASHION WEEK SS 2015 განრიგი / Agenda 27-31 October

October 27 / Monday
18:00 – Anouki - at National Library
20:30 – Dalood - at Design Center
21:30 – Gola Damian (Dalood group) - at Design Center
22:30 – After party at Design Center

October 28 / Tuesday
11:30 - 12:30 - Meeting with Governmental representatives supporting TFW Ministry of Economy, Ministry of Culture, GNTA - Design Center
19:00 – MACH & MACH - at Design Center
20:00 – Aka Nanitashvili - at Design Center
21:00 – Materiel by George Keburia - at Design Center
22:00 - Atelier Kikala - at Design Center

October 29 / Wednesday
11:00 – master class - Design Center
12:00 – master class - Design Center
19:00 – Tatiana Meparidze - Design Center
20:00 – lolo by lako - Design Center
21:00 – Nino Babukhadia - Design Center
22:30 - Tamuna Ingorokva - Rooms Hotel

October 30 / Thursday
11:00 – master class - Design Center
12:00 – master class - Design Center
19:00 – Tamta Shindelishvili - Design Center
20:00 – ELOSHI - Design Center
21:00 – Gvanca Janashia - Design Center
22:30 – George Shagashvili - Design Center

October 31 / Friday
12:00-14:00 - Newcomers Competition - Design Center
19:00 – Sara Aliyeva - Design Center
20:00 – Keti Chkhikvadze - Design Center
21:30 - Avtandili – Chateau Mukhrani
22:00 – After party

Design Center - Agmashebeli ave. 61
National Library - Lado gudiashvili str. 12/7
Rooms Hotel Tbilisi - 14, M. Kostava str.
Chateau Mukhrani - Mukhrani, Mtskheta, 3309, Georgia


2 comments:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget