Sunday, December 6, 2015

Eisenberg Paris - First Time in Georgia Presented by Lutecia



4 დეკემბერს, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ ქართველ მომხმარებელს ფრანგული ბრენდი EISENBERG-ი წარუდგინა.


სპეციალურად ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია რესტორან „ფუნიკულიორში“ მოეწყო. სადაც, ისინი გაეცნენ ბრენდის განსაკუთრებულ კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი.







პრესკონფერენციის შემდეგ - დახურული საღამო LUTECIA PARTY 2015 მოეწყო, რომელიც ყოველწლიურად სპეციალურად ლუტეციას ერთგული მომხმარებლისთვის იმართება.


ღონისძიება რესტორან „ფუნიკულიორში“გაიმართა. სტუმრებს „ლუტეციას“ დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე მიესალმა, ისაუბრა EISENBERG-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ერთგულებისთვის და თანამშრომლობისთვის.


სპეციალურად მოწვეულმა EISENBERG-ის წარმომადგენელმა ჟან-ლუკ ტრონიონმა, მათ გააცნო ბრენდის ისტორია და მრავალწლიანი გამოცდილება. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა წამახალისებელი პრიზების გათამაშებაში, გადაეღოთ სახალისო ფოტოები და დაეფიქსირებინათ თავისი ხელმოწერა „ლუტეციას“ ისტორიაში.


„ლუტეციას“ წლის ყველაზე ლოიალური მომხმარებლები განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.


ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ ღონისძიებაზე დასწრება. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო "ლუტეციას" ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქციის შემოტანისთვის. ასევე არ დაგიმალავთ, და გეტყვით იმას, რომ აქამდე ამ ბრენდის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც დეტალურად გავიგე, თუ როგორ ხარისხიან პროდუქციასა და დახვეწილ დიზაინს გვთავაზობს Eiseinberg Paris.  მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი 2000 წელს დაარსდა José Eisenberg-ის მიერ, კომპანიამ მალევე მოიპოვა წარმატება და ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზეა Lux ბრენდებს შორის.


სასიამოვნო საღამოსთან ერთად, ლუტეციამ Eisenberg Paris-ის პროდუქცია გამოგვცა საჩუქრად, რადგან თავად დავრწმუნებულიყავით პროდუქციის ხარისხსა და ეფექტურობაში.  მინდა ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ, გადმოცემული პორუდქციის ხარისხიანობასა და შემადგენლობაზე. რამოდენიმე დღეა აიზენბერგის მომხმარებელი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ შედეგით.


თითოეული Eisenberg Paris-ის პროდუქტის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, უნიკალური რევოლუციური, TRIO-MOLECULAR FORMULA დაპატენტებულია მსოფლიოს მასშტაბით.


Eisenberg Paris-ის ერთ-ერთი ბესტსელერი პროდუქტი - სახის ნიღაბი. სახის კანის მოდელირების, გამამკვრივებელი ნიღაბი, რომელიც ინტენსიური ანტიასაკობრივი მოქმედებით უზრუნველყოფს ლიფტინგისა და კანის შევსების მისიერ ეფექტს, რომელიც გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. კაფსულირებული ვიტამინებით (A და E), ყურძნის წიპწის ზეთითა და მწვანე ჩაის ექსტრაქტით გაჯერებული მისი მსუბუქი ემულსია აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს და ამცირებს ნაოჭებს. სპეციალურად შექმნილია სახისა და თვალის კონტურისთვის - ბრწყინვალების სტიმულატორი.


ყოველდღიური გამოყენების სპეციალური თვალის კონტური ასტიმულირებს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზსა და კანის ელასტიურობას, ნაოჭსაწინააღმდეგო და კანის სტრუქტურის გაუმჯობესების შესამჩნევ ეფექტთან ერთად. 


აიზენბერგის უხილავი კორექტორის უპირატესობას წარმოადგენს დაპატენტებული ტექნოლოგია: პოლიმერისა და შაქრის მოლეკულების კომბინაცია. აღნიშნული შაქარი შესანიშნავად ესადაგება ლიპიდური უჯრედის მემბრანას და უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და ასევე მაკიაჟის ხანგრძლივობას.


მსუყე, მკვებავი და ინტენსიურად დამამშვიდებელი, ანტიასაკობრივი კრემი, რომელიც იდეალურად უზრუნლვეყოფს კანის რეგულარულ მოვლას, ასევე მოქმედებს, როგორც პიგმენტაციის კორექტოი და აღადგენს ყველაზე გადაღლილ კანს ძილის დროს. E ვიტამინი უზრუნველყოფს ეფექტურ დატენიანებას, ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხოლო ზიზილას მცენარეული ექსტრაქტი და C ვიტამინი ხელს უწყობს ერთგვაროვანი და მბზინავი კანის აღდგენას. 


 ხელოვნება და სუნამო გაერთიანებული ერთ გამომწვევ, რევოლუციურ კონცეფციაში, სიცოცხლის, ვნების, ფუფუნებისა და მშვენიერების არსის გამოსახატად... ჟოზე აიზენბერგმა, შთაგონებულმა შემოქმედმა და უნაკლო ესთეტმა სთხოვა ხუარეს მაჩადოს, თანამედროვე სამხატვრო ხელოვნების წამყვან ფიგურას, გადმოეცა ნახატებში ის ემოცია, რასაც იგი განიცდიდა თავისი სუნამოების შექმნისას. "აიზენბერგის" სამყაროს გრძნობადი გზა დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ კრისტალზე უფრო სუფთა ფლაკონებში დატყვევებული უნიკალური, დახვეწილი "კოლექცია", რომელიც ისეთივე ძვირფასია, როგორც მის მიერ აღძრული გრძნობები. 




დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლუტეციას ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/lutecia.official/?fref=ts


No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget