Thursday, February 4, 2016

Interview with George Keburia and his Spring/Summer 2016 lookbook


გიორგი ქებურია ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერია. მისი სახელი არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც ასოცირდება კრეატიულ, საინტერესო და ტენდენციურ ქართულ ბრენდთან. უყვარს ექსპერიმენტები და არასოდეს უშინდება რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მუდმივად ძიების პოცესშია და ცდილობს საკუთარი თავი არამხოლოდ საინტერსო კოლექციით, არამედ საინტერესო კონცეფციითაც წარმოადგინოს. ამჯერადაც ასე მოხდა. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, გაზაფხული/ზაფხული 2016 წლის კოლექცია წარადგინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. მისთვის “venue”-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ, კოლექციის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის, სწორედ თბილისის მოლის პარკინგის ტერიტორია აარჩია.



როდის დაიწყო თქვენი დაინტერესება მოდის სფეროთი? 

ბავშობიდან ვოცნებობდი დიზაინერობაზე, მუდამ ვხატავდი ესკიზებს და ვიცოდი, რომ საბოლოო ჯამში ამ სფეროში ვიქნებოდი. ჩავაბარე ბიზნესის ფაკულტეტზე, მაგრამ მალევე დავანებე სწავლას თავი და დავიწყე საკუთარი კოლექციის კეთება. არანაირი განათლება დიზაინის განხრით არ მიმიღია. პირველად, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მივიღე მონაწილეობა კონკურსში, სადაც გავიმარჯვე და აქედან დაიწყო ჩემი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ამ სფეროში.


რა იყო თქვენი კოლექციის შთაგონების წყარო? 

ინსპირაციას ბევრი რაღაცისგან ვიღებ. იაპონია ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე ყოველთვის. ამ კონკრეტულ კოლექციაშიც, შთაგონების წყარო იაპონური მულტფილმი “Sailor Moon” გალხდათ. ფერებმა იქონია გავლენა, იყო ღამის თემატიკა. დასტაილინგებული იყო დიდი საყურეებით, რომლებსაც მთვარისა და ვარსკვლავების ფორმები ქონდა.


როგორ ახერხებთ, თქვენი კოლექცია ერთდრულად იყოს კრეატიული და ტენდენციური? 

ტენდენციებს ყოველთვის ვადევნებ თვალს და ვფიქრობ, საინტერესო ამოცანაა, შექმნა ტენდენციური სამოსი. დიზაინერობის საწყის ეტაპზე, მეგონა ძალიან მარტივი იქნებოდა ტენდენციებზე მუშაობა. ამ დროს პირიქით, ძალიან რთულია. ამხელა კონკურენციის ფონზე შექმნა თან ტენდენციური, თან განსხვავებული კონკრეტული დეტალების და იდეების ხარჯზე.


საქართველოში და არამხოლოდ, შენი საყურეები ყველა სეზონის must-have ია. როგორ ახერხებ ამას?

 ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა აქსესუარებზე მუშაობა, მაგრამ ტექნიკურად ძალიან რთულია. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც არ არის საჭირო ქარხნები, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს გაგიკეთებს მოკლე დროში. ძალიან დიდი შრომის და ექსპერიმენტების შედეგად მივიღე საკმაოდ კარგი ხარისხი და ჩემი საყურეების თითქმის ყველა მოდელი უკვე რეალიზაციაშია. თუმდა, მე ყოველთვის ვცდილობ უფრო და უფრო დავხვეწო როგორც დიზაინი, ისე ხარისხი და ამისთვის ყველანაირ რესურსს მაქსიმალურად ვიყენებ. 


რას ფიქრობ, როგორია დღეს მოდის ინდუსტრია? 

მოდის სფერო დღეს ბიზნესია. ჩემთვის ყველაზე დიდი ამოცანა, ყველა კოლექციის დაწყების წინ არის ის, რომ კრეატიულთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს კომერციული. მოდის სფერო დღეს ბიზნესია. მომხმარებლის feedback-იდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მე ეს რაღაც დონეზე ალბათ კარგად გამომდის. ჩემი აზრით, მოდის ინდუსტრია ყველაზე დემოკრატიული არის დღეს.


შენზე რომ იყოს დამოკიდებული, რომელ პერიოდს და ეპოქას აირჩევდი მოდის სფეროში მოღვაწეობისთვის?

 აუცილებლად ამ პერიოდს. თითქოს ნაკლებად კრეატიულია ეს პერიოდი, მაგრმ ეს ასე არ არის. უბრალოდ ყველაფერი ჩაცმადია, და ეს ხდის ბაზარს კომერციულს.


სად ხედავ ბრენდს George Keburia-ს 10 წლის შემდეგ? 

ალბათ უფრო ნიუ-იორკში, რადგან ეს ქალაქი თავისი ტემპით, სტილით ძალიან ახლოს არის ისეთ ქალთან, როგორისთვისაც სწორედ მე ვქმნი სამოსს. ახალგაზრდა, ექსპერიმენტების მოყვარული, ტენდენციური და აქტიური ქალი.













Photo by David Eristavi
Model Mariam Budaghashvili ( Geomodels Agency)

1 comment:

  1. Terima kasih yang amat dalam kami ucapkan kepada MBAH SELONG yang
    telah memberikan kebahagian bagi keluarga kami…berkat Beliau saya
    sekarang udah hidup tenang karena orang tuaku udah buka usaha dan
    punya modal untuk buka bengkel skrang pun orang tuaku tidak di
    kejar-kejar hutang lagi…dan keluarga Kami di berikan Angka
    Ritual/Goib Dari mbah yg sangat Jitu 100%dijamin
    tembus…hingga keluarga kami sekarang merasa tenang
    lagi…terima kasih mbah…Jika Anda ada yg merasa kesulitan
    masalah Nomer ToGEL silahkan hbg Aja MBAH SELONG
    dinmr hp beliau (081-322-565-355)ATAU KLIK DISINI
    dan saya sudah membuktikan 3kali berturut2 tembus terimah kasih

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget