Wednesday, February 17, 2016

ORLY-ს გასაოცარი ფერის შემცვლელი გელ-ლაქი


ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც საქმე ფრჩხილის მოვლას ეხება, სჯობს არჩევანი ყოველთვის  ხარისხიან პროუქციაზე შევაჩეროთ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ORLY-ს პროფესიონალურ ლაქს გირჩევთ. სასიხარულოა, რომ საქართველოში  მისი ოფიციალური წარმომდგენელი კომპანია PROFBEAUTY არსებობს და ვიცით, რომ ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა საქართველოშიც არის შესაძლებელი. 

ამჯერად მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება მისი ერთი-ერთი განსაკუთრებული პროდუქტის შესახებ, რომელზეც აქამდე არაფერი ვიცოდი. SHADE SHIFTER COLOR CHANGING GEL FX - ასე ჰქვია იმ გელ-ლაქს, რომლის შესაძლებლობა ნამდვილად გაგაოცებთ. ეს არის შავი ლაქი, რომელიც ფერს იცვლის ტემპერატურის შესაბამისად. 
იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე მსგავსი პროდუქციის შესახებ არაფერი ვიცოდი, გადავწყვიტე საკუთარ თავზე გამომეცადა  ეს ყველაფერი და შედეგი თქვენთვის გამეზიარებინა.


ფოტოების ავტორი: ILIA TOIDZE
მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სალონს "4U" და  ფრჩხილების სპეციალისტს ანი მანუკიანს, რომელმაც არაჩვეულებრივად გამიკეთა ფოტოებზე წარმოდგენილი შილაქი. 



SHADE SHIFTER COLOR CHANGING GEL FX - ეს არის შავი ლაქი, რომელიც ფერს იცვლის ტემპერატურის შესაბამისად.  სიცივეში შავია და სითბოში უფერულდება და მოჩანს ის ფერი რაც შიგნით გისვიათ. მუშაობს მხოლოდ ORLY GELFX ლაქებზე (სხვა ბრენდის შილაქზე შეიძლება ვერ იმუშაოს)




გელ-ლაქი საკმაოდ მდგრადია, მაგრამ დროთა განმვლობაში სრულიად შესაძლებელია ერთი და იგივე ფერი მოგბეზრდეთ, შესაბამისად საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან SHADE SHIFTER COLOR CHANGING GEL FX - ის გამოყენებაა, რომელიც ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლის ფერებს და რაც მთავარია, გრადაციის პროცესიც ულამაზესია.


LED 800 FX LAMP - რომელიც გელ-ლაქის ხარისხიანად გაკეთების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. აქვს ტაიმერი (10, 20, 30 წამიანი) ასევე ტემპერატურის რეგულირებაა შესაძლებელი (დაბალი, საშუალო და მაღალი). აქვს სენსორული ფუნქციაც, არის ენერგოეფექტური და გამოსაყენებლად მარტივი და უსაფრთხო. 


ეს არის იასამნისფერი გელ-ლაქი, რომელიც შეიცავს A და B ვიტამინებს, რომლებიც აჯანსაღებენ ბუნებრივ ფრჩხილს და ასევე ვიტამინს B5, რომელიც იცავს ფრჩხილის ბუნებრივ სტრუქტურას.


ეს გელ-ლაქი ოთახის ტემპერატურაზე სწორედ ასეთ ფერად გამოიყურება. 

     
გრადაციის პროცესი.  როგორც უკვე აღვნიშნე , შავი ფერის გელი-ლაქი სიცივესა და სითბოზე ახდენს რეაგირებას.


სიცივეში კი ჩემი გელ-ლაქი მუქი იასამნისფერი გახდა.


ORLY POLISHIELD - ( უფერო ) ეს არის ლაქის დამასრულებელი საშუალება. აქვს ძალიან თხელი და გამჭვირვალე სტრუქტურა, აფიქსირებს ლაქს და ხელს უშლის მის გაუფერულებას.

დამეთანხმებით, რომ ფრჩხილის მოვლაც ძალიან მნიშნველოვანი პროცესია, შესაბამისად, ORLY ამ კუთხითაც განსაკუთრებული ბრენდია, რომელიც ხარისხიან ფრჩხილის მოვლის საშუალებებსაც გვთავაზობს. 

CALCIUM SHIELD - ( ცისფერი ) კალციუმის კომპლექსი მტვრევადი და სუსტი ფრჩხილების სამკურნალოა.

ORLY NAILTRITION - (ვარდისფერი ) ეს არის ფრჩხილის სამკურნალო და აღმდგენი საშუალება. შეიცავს კერატინს, ბამბუკის ექსტრაქტს, კოლაგენს და ხორბლის ცილას. ეს აღადგენს და ამაგრებს ბუნებრივ ფრჩხილს (ისმევა ლაქის ქვემოდან, უკეთესი შედეგისთვის ჯობია ლაქის გარეშე წასმა პირდაპირ ფრჩხილზე) ხელს უწყობს ფრჩხილის ჯანსაღ და უფრო სწრაფ ზრდას.



ORLY RICH RENEWAL HYDRATING CREME - ფეიხოას და ნიმის ფესვის ექსტრაქტებზე დამზადებული ხელის კრემი. გარდა იმისა რომ აქვს ძალიან ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი, იცავს ხელის კანს გარეგანი დაზიანებებისგან. 

ვეცადე თქვენთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და მერჩია ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე  და შესაბამისად ეს ფოტო მასალაც სწორედ ჩემი ბლოგისთვის გადავიღე.




ფოტო: ILIA TOIDZE 



დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ PROFBEAUTY-ს FACEBOOK გვერდს : https://www.facebook.com/professionalbeauty.ge/?fref=ts



1 comment:

  1. Terima kasih yang amat dalam kami ucapkan kepada MBAH SELONG yang
    telah memberikan kebahagian bagi keluarga kami…berkat Beliau saya
    sekarang udah hidup tenang karena orang tuaku udah buka usaha dan
    punya modal untuk buka bengkel skrang pun orang tuaku tidak di
    kejar-kejar hutang lagi…dan keluarga Kami di berikan Angka
    Ritual/Goib Dari mbah yg sangat Jitu 100%dijamin
    tembus…hingga keluarga kami sekarang merasa tenang
    lagi…terima kasih mbah…Jika Anda ada yg merasa kesulitan
    masalah Nomer ToGEL silahkan hbg Aja MBAH SELONG
    dinmr hp beliau (081-322-565-355)ATAU KLIK DISINI
    dan saya sudah membuktikan 3kali berturut2 tembus terimah kasih

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget