Thursday, February 11, 2016

SNAPCHAT - Welcome to the new world


Snapchat - ახალი სივრცე სოციალურ სამყაროში!


ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება თუ რა არის SNAPCHAT, რომ გადმოიწერეს მაგრამ ვერაფერი ვერ გაუგეს და წაშალეს, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა პოსტი თუ რას ნიშნავს ეს აპლიკაცია. 

Digital World, Social Media - ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშნველოვანია დღეს ნებისმიერ სფეროში.
Facebook, Twitter, Instagram, Pinterest და ახლა უკვე SNAPCHAT.
თუ რამდენიმე ხნის წინ ადამიანის CV და პორტფოლიო იყო საინტერსო, ახლა უბრალოდ ინსტაგრამის გვერდით შეიძლება კონკრეტული პიროვნების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება ე.წ. Follower-ებისა და Like-ების მეშვეობით, ამ ყველაფრის გამო კი ინსტაგრამი აღარ არის ისეთი ბუნებრივი როგორიც იყო.
ჩვენ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ სტატიასა თუ პოსტს ვაწყდებით იმის შესახებ, რომ ადამიანები სპეციალურად ინსტაგრამისთვის ქმნიან სხვადასხვა ვიზუალებს, რაც რეალობისგან საკმაოდ შორს არის.


შესაბამისად თუ აქამდე ინსტაგრამს ენდობოდა ხალხი და თავიანთ რეალურ ცხოვრებას აღბეჭდავდნენ, დღეს ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი "ბლეფია".


SNAPCHAT დღესდღეობით უკვე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა მსოფლიო მასშტაბით. მისი არსი რეალური ცხოვრების აღბეჭდვაა ზედმეტი "ფილტრების" გარეშე. ეს არის აპლიკაცია, სადაც შენს LIFESTYLE-s უზიარებ  მეგობრებს როგორც ფოტოს, ისე ვიდეოს სახით. 



ამასთანავე, SNAPCHAT-ის უპირატესობა არის ის, რომ ყოველდღე ახალ-ახალი თემებია, რომლის გამოყენებითაც სახალისო და საინტერსო ვიდეოების გადაღება შეიძლება.


ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თუ ხშირად ადევნებთ თვალს ცნობილი ადამიანების ცხოვრებას და ეს თქვენთვის საინტერსოა, ინსტაგრამზე თითო-თითო ფოტოს დადების მოლოდინის რეჯიმში ყოფნას, სჯობს SNAPCHAT-ში დაიმატოთ ისინი და მათი ცხოვერება ბევრად უფრო რეალური და საინტერესო სახით დაინახოთ SNAPCHAT-ის მეშვეობით, ახლა ყველა ცნობილ სახეს ხომ BIO-ში სწორედ SNAPCHAT-ის სახელი უწერია, თუ როგორ უნდა დაუმეგობრდეთ. 

და ბოლოს, თუ გადაწყვეტთ რომ SNAPCHAT-ის მომხმარებელი გახდეთ, არ დაგავიწყდეთ ჩემთან დამეგობრება!

Add me as Anobano 

2 comments:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...