დეკემბრის დადგომასთან ერთად ყველა ქალბატონის აზრები მხოლოდ ერთი იდეისკენ არის მიმართული - თუ რა ჩაიცვან ახალ წელს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღესასწაულია, რომ აუცილებლად უნდა ანათებდეთ, მითმუეტეს, რომ თუ ამ სეზონის ტენდენციებს გავითვალისწინებთ მბზინავი და მკვეთრი ფერები საკმაოდ აქტუალურია.
გადავწყვიტე სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით თბილისში არსებულ მაღაზიებში მსგავსი სტილის სამოსი და აქსესუარები აღმომეჩინა და თქვენთვის გამეზიარებინა, სად და რა ფასად შეძლებთ მათ შეძენას.