Wednesday, January 31, 2018
BALMAIN Hair Couture უკვე საქართველოშია
ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, განსაკუთრებით თუ საქმე თმას ეხება. არასდროს მენანება მისი შეჭრა, შეღებვა, თუმცა რათქმაუნდა ამდენი ექსპერიმენტი აზიანებს და აუხეშებს თმას.
პირდაპირ გეტყვით ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიღებე, გავიღიავე თმა, ნამდვილად არ მეგონა ოდესმე მის ხარისხს თუ რამე ეშველებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
Monday, January 29, 2018
Thursday, January 25, 2018
Valentino Spring 2018 Couture - The Best of Best!
არასდროს ვალენტინოს მაღალი მოდის კოლექცია ისე არ მომწონებია, როგორც ეს. ვალენტინოს ჩვენებები ყოველთვის სტანდარტულად ლამაზი, ნაზი, ჰაეროვანი კაბებით გამოირჩეოდა ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე, მაგრამ 2018 წლის გაზაფხულის "Haute Couture" კოლექციაში პიერპაოლო პიჩიოლიმ ნამდვილი საოცრება მოახდინა . დაწყებული საინტერესო სამოსით, ულამაზესი ფერთა გამით, პრინტებით, ფაქტურებითა და ფორმებით, დამთავრებული ფილიპ ტრისის ქუდებით, რომელმაც მართლაც საოცარი ეფექტი მოახდინა
Tuesday, January 23, 2018
Monday, January 15, 2018
From High Fashion to High Street
ძვირადღირებული ტანსაცმელი თუ მასმარკეტზე წარმოდგენილი ბრენდები?
დღესდღეობით ტენდენციები მუდმივად იცვლება, ის რაც დღეს აქტუალურია, შესაძლოა ხვალ უკვე მოგვბეზრდეს. რა არის ამის მიზეზი?
ვფიქრობ, ინტერენტი, სოციალური მედია, ინფორმაციის წამებში გავრცელება და მიწოდება ხდება ამ ყველაფრის მიზეზი. თუ ტენდენციები მუდამ იცვლება, მაშინ რა საჭიროა სამოსში გადავიხადოთ თანხა, რომელსაც სამი ან მეტი ნული აქვს?!
ის ტენდენციები, რასაც მოდის სახლები ჩვენებებში წარმოადგენ, მათ რეალიზაციამდე უკვე ისეთ მაღაზიებშია წარმოდგენილი, როგორებიც გახლავთ H&M, ZARA, TOPSHOP, MANGO, MISS SELFRIDGE და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ მოდის ტენდენციებს თვალს ადევნებთ, მაშინ ადვილი შესამჩნევი იქნება თქვენთვის ამ მაღაზიებში წარმოდგენილი სამოსიდან, რომელზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, თანაც ისე, რომ მისი 6 თვის გამოყენების შემდეგ, არ დაგენანოთ ამ ნივთის გადაგდება, რადგან უკვე ახალი ტენდენცია ხდება აქტუალური.
Wednesday, January 10, 2018
Monday, January 8, 2018
Thursday, January 4, 2018
RED is the new Black
Max Mara
თუ ვინმე მკითხავს ამ სეზონზე, რომელია ჩემი საყვარელი ფერი, დაუფიქრებლად ვუპასუხებ - წითელი. 2018 წლის ზამთრის კოლექციებს თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ რომ ეს ფერი თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა, როგორც მოდის წამყვან ქალაქებში, ასევე ქართველმა დიზაინერებმა. ტენდენციურია, არამხოლოდ წითელი სამოსი, არამედ წითელი ფეხსაცმელი, ჩანთა და რათქმაუნდა ტუჩსაცხი.
Subscribe to:
Posts (Atom)