Wednesday, October 31, 2018

Mixed & Matched Accessories for Fall 2018


აქსესუარის გარეშე რომ სამოსი დაუსრულებელია, ალბათ, უდავოა, მაგრამ ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, თუ რამდენი სტილის ჩანთა ან სხვა აქსესუარი უნდა გვქონდეს, რომ გამოვიყურებოდეთ მოდურად? ასეთ დროს, ალბათ, დიდი მნიშვნელობა, ტენდენციურობასთან ერთად, ხარისხს და ფასს ენიჭება. სწორედ ამიტომ მიყვარს PARFOIS-ის მაღაზიათა ქსელი. აქ შეძლებთ ერთდროულად ტენდენციური, ხარისხიანი აქსესუარები აარჩიოთ მისაღებ ფასად. იმისთვის, რომ თქვენ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ არჩევანის გაკეთება, 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ტრენდების გათვალისწინებით სხვადასხვა აქსესუარების Mix & Match გავაკეთე და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.

პირველივე ფოტოზე აქენტი ე.წ. გველის ტყავის პრინტის მქონე ფეხსაცმელზე გავაკეთე, რომელსაც Camel ფერის ჩანთა შევუხამე და ტონები ღია პასტელური ცისფერით გავამრავალფეროვნე. ვფიქრობ, ეს აქსესუარები საკმაოდ დახვეწილ და საინტერესო ვიზუალს შეგიქმნით, როგორც ყოველდღიურ, ისე საღამოს ლუქის არჩევის შემთხვევაში.

Wednesday, October 24, 2018

Cowboy Boots - Season's MUST-HAVE


ფეხსაცმელი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ ამ სეზონზე Cowboy Boots გახლავთ. 2018 წლის შემოდგომის ტენდენციებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სწორედ ასეთ სტილის ფეხსაცმელია, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლამაზი სხეულის ფორმა აუცილებელია, რომ Cowboy Boots მოირგოთ. საკმაოდ პრეტენზიული ფორმა და დიზაინი აქვს, რაც ყველა სტილს არ უხდება, ამიტომ თუ დარწმუნებულები არხართ, ბრმად ნუ მიენდობით ტენდენციებს. მე კი გთავაზობთ, როგორც სხვადასხვა ვარიაცებს, ისე კონკრეტულ მაღაზიებს სად შეძლებთ ასეთი სტილის ფეხსაცმლის შეძენას.

Monday, October 22, 2018

Bags To Buy For Now


ჩანთა, რომელსაც ყველაზე კომფორტულად ვიყენებ ნებისმიერი სტილის სამოსზე. უხდება როგორც ყოველდღიურ, ისე სპორტულ სტილს. არის საკმაოდ კარგი ზომის და დიდი მოცულობის. აუცილებლად გირჩევთ ამ მოდელის შეძენას პარფოისში. ფასი 89 ლარია.

Wednesday, October 10, 2018

საუკეთესო ანტი-სტრესული საშუალება აიზენბერგისგან


ბრენდ "აიზენბერგ"-ის შესახებ ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ ჩემს ბლოგზე პოსტი.  მიხარია, რომ 4 წლის წინ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციას" დახმარებით "აიზენბერგი" აღმოვაჩინე და დღემდე მისი ერთგული მომხმარებელი ვარ. ძალიან მიყვარს ეს ბრენდი და მისი პროდუქცია, რადგან საკმაოდ მგრძნობიარე კანი მაქვს და ყველა ბრენდს ვერ ვანდობ ჩემს სახის კანს. 

Tuesday, October 2, 2018

Jacadi - საუკეთსო ტანსაცმელი ბავშვებისთვის


სულ რაღაც 2 თვეში დედა გავხდები. როდესაც გავიგე,რომ გოგოს ველოდებოდით, რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა, ყველა გოგოს მაინც გოგო უნდა თითქოს პირველი შვილი. არვიცი ეს მთია თუ რეალობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე იყო. გოგო მინდოდა და მინდოდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ ლამაზი ტანსაცმელები შემეძინა მისთვის.
იმ მომენტიდანვე, როდესაც გავიგე რომ შვილი მეყოლებოდა, ჩემთვის ფიქრებში სულ წარმოვიდგენდი რას და როგორც ჩავაცვამდი. ლამაზად ჩაცმულ ბავშვზე მეტად არაფერი არ მომწონს და ალბათ, ამის შემდეგ ჩემს ჩაცმულობაზე მეტად ბავშვის სამოსზე დავხარჯავ დროს.

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...