Thursday, May 30, 2019

ისეთივე ფერადი, როგორც ლადუღე


Ladurée ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელიც არაერთხელ შემხვედრია უცხოელი ბლოგერების პოსტებში. ფერადი მაკარონები, ყოველთვის განსაკუთრეუბლად წარმოაჩენს ნებისმიერ კომპოზიციას და კიდევ უფრო ლამაზს ხდის მას. როდესაც გავიგე, რომ ლადუღე საქართველოში შემოვიდა, ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ შევძელბდი ბლოგზე სხვადასხვა პროექტები გამეკეთებინა სწორედ ამ ბრენდის შესახებ.

Monday, May 27, 2019

Season's Biggest Trend - Raffia Shoes


დაწნილი ფეხსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა ამ სეზონზე. მოდურია, როგორც დახურული ფეხსამცელი, ისე ღია და Mules. სასურველია აქცენტი კრემისფერ, ბეჟ და პასტელურ ტონებზე გააკეთოთ. 

Saturday, May 25, 2019

Best Present for Her


არვიცი როგორ, მაგრამ ყველაფერი, რაც ლადუღეში ამ პროექტისთვის ავარჩიე ძალიან მოუხდა თბილისს.
ეს ადგილი ძველ თბილისში, აბანოთუბანშია. ისეთივე ფერადია, როგორც ლადუღეს აქსესუარი.  
Keyring Parisienne - ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ქალბატონისთვის. ეს საკიდი განსაკუთრებით სასურველი იქნება მათთვის, ვისაც საფრანგეთი, ეიფელის კოშკი და ლადუღეს მაკარონები უყვარს.

Tuesday, May 21, 2019

My Favorite Flavors From Ladurée


ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია სოლოლაკში, ასათიანის ქუჩაზე.  როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ლადუღეს ულამაზეს პროდუქციას გადავიღებდი, სწორედ ეს იქნებოდა.

Sunday, May 19, 2019

Colorize Your Summer With Ladurée


ზაფხულის სეზონი განსაკუთრებულად იმიტომ მიყვარს, რომ ვგიჟდები ნაყინზე. ყოველთვის ვცდილობ ყველანაირი ნაყინი დავაგემოვნო და მქონდეს შესაძებლობა არჩევანი ყოველთვის საუკეთესოზე შევაჩერო. მინდა გითხრათ, რომ ალბათ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყინი აქვს Ladurée-ს. მართლაც განსაკუთრებული გემო აქვს. ლადუღემ ცნობილი მაკარონები კიდევ უფრო გემრიელი და ტკბილი გახადა სწორედ იმით, რომ ნაყინის შუაგულში მოაქცია.  თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ:  ვანილის, ფისტაშკის, ყავის, კარამელის, შოკოლადის, წაბლის, მარწყვისა და ჟოლოს ნაყინები.   ლადუღეს ნაყინის განსაკუთრებულობის მიზეზი ორმაგი გემოა, როდესაც შეგიძლიათ ერთდროულად შეიგრძნოთ ერთი და იგივე გემო, მარაკონისა და ნაყინის სახით. გირჩევთ აუცილებლად დააგმოვნოთ და შეიგრძნოთ ნამდვილი ნაყინის გემო. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ნაყინის ვიზუალური მხარეც ისეთივე ლამაზი და განსაკუთრებულია, როგორც თითოეული პროდუქტი ლადუღეში.

Friday, May 17, 2019

Digital Marketing In Fashion Industry

დღესდღეობით ნებისმიერი ბრენდისა თუ კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ციფრული მარკეტინგი შეადგენს. როგორი საინტერსო პროდუქტიც არუნდა შესთავაზო მომხმარებელს, ძალიან დიდ როლს სწორედ შეთავაზების ფორმა, სტილი შეადგენს.
21-ე საუკუნეში ციფრული სამყარო ყველაზე დიდ როლს თამაშობს ნებისიერი სფეროს განვითარებაში. არც მოდის ინდუსტრიაა გამონაკლისი. 

Tuesday, May 14, 2019

Colorize Tbilisi With Ladurée Macarons


ამ ფოტოს დადებას განსაკუთრებით ველოდი. ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია თბილისში, რომელიც ლადუღეს ფერად პროექტზე ფიქრისას გამახსენდა. ულამაზესი ძველებური შენობა თბილისის ცენტრალურ უბანშია. რუსთაველის გამზირიდან ერთ პატარა ეზოში როგორც კი შეუხვევთ, სწორედ ამ ცისფერმაქმანებიან სახლს დაინახავთ, რომელიც ძველ-თბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

Monday, May 13, 2019

White Pants You Must Wear Right Now


თეთრი ფერის შარვალი ამ სეზონის MUST-HAVE ია. თუ გსურთ მოდურად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად გააკეთეთ აქენტი მაღალწელიან თავისუფალი სტილის სწორ შარვალზე. გაიკეთეთ ვინტაჟური ყავისფერი სქელი ქამარი, სადა, ნატურალური ფერების პერანგი ან მაისუერი. ეს სტილი ნამდვილად იდეალურია ამ სეზონისთვის.

Saturday, May 11, 2019

Explore Double Colors with Ladureé Gifts


Ladurée ცნობილ მაკარონებთან, ტკბილეულთან თუ ყავასთან ერთად, გამორჩეულია ძალიან ლამაზი აქსესუარებით. როდესაც პირველად ლადუღეს ფილიალს ვესტუმრე თბილისში, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო ძალიან ლამაზმა შოპინგ ჩანთებმა, შესაბამისად ჩემი პროქტითვის "აღმოაჩინე ლადუღეს ფერები თბილისში" ეს  ჩანთა ავარჩიე ალუბლების პრინტით, რომელიც იდეალურია ზაფხულის სეზონისთვის.

Thursday, May 9, 2019

Vintage Addicition


ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა ვინტაჟ ტანსაცმელი. თუ წლების წინ ვინტაჟ სამოსს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა ქართველი მომხმარებელი, ახლა პირიქით ძალიან დიდ ინტერესს იჩენს.
ვფიქრობ, ვინტაჟის მიმართ ამხელა ინტერესი მოდის კომერციულმა ნაწილმა და FAST FASHION-მა განაპირობა.

Tuesday, May 7, 2019

The Best and The Worst Dressed at Met Gala 2019

The Best Dressed

Kendal Jenner in Versace

Explore Pastel Colors With Ladurée


როგორც წინა პოსტში მოგიყევით, ჩემთვის ლადუღე მთელი თავისი კონცეფციით ძალიან საინტერესოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ფოტო-პროექტის გადაღება. ჩემი შემდეგი ფოტო თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, პლეხანოვზე გადავიღე. 
ყავა ჩემი ყოველდღიური რუტინის განყოფელი ნაწილია. ლადუღეში კი არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, ულამაზესი შეფუთვა აქვს ყავასაც კი. პასტელური მწვანე ფერის ჭიქა პლეხანოვზე არსებულ პასტელური ვარდისფერი ფასადის ფონზე გადავღე, თავად კი ამავე ტონლობის პერანგი მოვირგე. 
მომწონს ლადუღე და მიყვარს ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ეს ბრენდი გვთავაზობს. გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ ყავა, რომლის გემო მართლაც განსაკუთრებულია.
ყავის მარცვლები, მსფოლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუატემალას პლანტაციიდან  ექსკლუზიურად მხოლოდ ლადუღეს მიეწოდება. 
ვინ თუ არა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს პასტელური ტონების ფოტოზე აღბეჭდვის. სწორედ მას ვანდე ამ პროექტის გადაღება, რადგან სწორედ ლუიზა გახლავთ ის ფოტოგრაფი, რომელმაც შეძლო ზუსტად აესახა ლადუღეს ფერები ფოტოებზე. 


ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

Thursday, May 2, 2019

Explore Ladurée Colors In Tbilisi


ჩემი პირველი შეხვედრა ლადუღესთან 2012 წელს, პარიზში მოხდა. ფრანგულ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი, შესაბამისად ჩემთვის ეიფელის კოშკი, ფრანგული მუსიკა, წითელი ღვინო და ლადუღეს მაკარონები ბავშვობდანვე  ნაცნობი იყო. პარიზში ჩასვლისთანავე მქონდა გამზადებული MUST-VISIT ადგილების სია, რომელშიც ლუვრთან, ტრიუმფალურ თაღთან, მონმარტთან და ბევრ სხვა ღირსშესანიშნავ ადგილთან ერთად, შანზ-ელიზეზე არსებული ლადუღე შედიოდა. ლადუღემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მას შემდეგ, ლადუღე -ჩემთვის არამხოლოდ გემრიელ ფერად მაკარონთან, არამედ საფრანგეთის მნიშვნელოვან ნაწილთან ასოცირდება.

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...