Tuesday, April 16, 2019

Yves Rocher - ნატურალური კოსმეტიკა


რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაფასებ და ვხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, განსაკუთრებით კი კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ჩვენს გარეგნობაში, ისე სამომავლოდ მნიშვნელოვნად ასახავს მის კვალს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ყოველთვის ძალიან მომოწნდა ივ როშეს პროდუქცია, მაგრამ ახლა, როდესაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ, როდესაც ამდენი გამონაბოლქვისგან, მავნე საკვებისგან და დაბინძურებული ჰაერისგან ჩვენი კანი ვეღარ სუნთქავს, ვფიქრობ, ივ როშე სწორედ ის არის, რაც ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებს მდგომარეობას.

Friday, April 12, 2019

When Sunglasses Meet Spring


გაზაფხულის მოსვლა, მზიანი ამინდები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სასწრაფოდ უნდა განვაახლოთ ჩვენი გარდერობი და ახალი საინტერესო აქსესაურები შევმატოთ მას. ყველაზე მეტად გაზაფხული და მზე მიყვარს იმიტომ, რომ შემიძლია ბევრი სხვადასხვანაირი აქსესუარი შევუხამო ერთმანეთს, განსაკუთრებით კი ფერადი ლამაზი შარფები და სათვალეები. ვფიქრობ, ფერადი პრინტიანი შარფი ყოველთვის განსაკუთრებულს ხდის ნებისმიერ ლუქს, სათვალე კი სწორედ ის დეტალია, რომელიც უფრო მეტ დამაჯერებლობას შემატებს თქვენს გარეგნობას. ვეცადე საინტერესოდ ამეწყო ლუქები და შემომეთავაზებინა თქვენთვის სხვადასხვა სტილსა და ფერებში, 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტენდენციების გათვალისწინებით, არამხოლოდ შარფებსა და სათვალეებზე, არამედ ფეხსაცმელსა და ჩანთებზეც.

Saturday, April 6, 2019

Where to get super trendy hair pins


ფასი 29 ლარი

თმის სამაგრები, ე.წ. Hair Pins ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა. განსაკუთრებით მომწონს მოკლე თმაზე, ხოდა მეც თმა მოკლედ შევიჭერი. სად არ ვეძებე თბილისში და ყველაზე დიდი არჩევანი პარფოისში აღმოვაჩინე დამინდა თქვენც გაგიზიაროთ.

Wednesday, April 3, 2019

Phubber - Digital marketplace


ფაბერი, ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვისთვის გამოუყენებელი ნივთი, ჩვენთვის გამოსაყენებელი გავხადოთ. ეს არის მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი ნივთი. Phubber-ის აპლიკაციის მიზანია, მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსში და ის იძლევა საშუალებას გაყიდოთ არასასურველი ან გამოუყენებლი ნივთები და იყიდოთ, აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი.

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...