ამ სეზონზე შარფმა ფუნქცია შეიცვალა და არამხოლოდ როგორც აქსესუარი, არამედ შეგიძლიათ როგორც ტოპი ისე გამოიყენოთ. ეს ტენდენცია საკმაოდ აქტუალურია და ძალიან მოდურ ლუქს ქმნის. სასურველია შარფი იყოს საინტერესო პრინტით. შეუხამეთ მაღალწელიანი შარვლები, ქვედაბოლოები და აქსესუარები.
Wednesday, June 26, 2019
Thursday, June 20, 2019
ECO პროდუქცია ივ როშესგან
მიუხედავად იმისა, რომ ივ როშეს ბრენდს წლებია ვიცნობ, ჩემთვის აღმოჩენა იყო,რომ კომპანიის მთავარი მოტივი ბუნებაზე ზრუნვაა და ამი იდეით იქმნება მცენარეული კოსმეტიკა, რომელიც არ ვნებს პლანეტას. ეს პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს და სხვა მავნე ნივთიერებებს. რაც მთავარია, არამხოლოდ პროდუქცია, არამედ შეფუთვაც ECO-FRIENDLY გახლავთ. კომპანიის ეს დამოკიდებულება გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ძალიან დასაფასებელია. ასმაგად შემიყვარდა ივ როშე, რადგან არ მჭირდება შემადგენლობის წაკითხვა ყოველი ყიდვსისას და შემიძლია თვალდახუჭული ვენდო ამ ბრენდს. შესაბამისად გავაკეთე პატარა ნაკრები, რომლის შესახებ მინდა დეტალური ინფორმაცია გაგაცნოთ, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ.
Tuesday, June 18, 2019
Summer Looks Styled by Me
გთავაზობთ საზაფხულო ლუქებს, სადაც აქცენტი აქსესუარებზე გავაკეთე. ძალიან მნიშნველოვანია მინიმალიზმი, სამოსის სწორი შეხამება და ბალანსირებული აქცენტი აქსესუარებზე.
Thursday, June 13, 2019
Wood by Dsquared2 - განსაკუთრებული არომატი
ულამაზესი DAY EVENT მოაწყო პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა "Ici-Paris", სადაც ცნობილი იტალიური ბრენდის Dsquared2-ის სუნამოს WOOD-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ბრენდის დამაარსებლები ტყუპები ძმები დინ და დენ კეიტონები არიან.
WOOD- არომატები განკუთვნილია თავდაჯერებული, ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის . მთავარი გმირები ცხოვრობენ ვნებიანი ისტორიებით და ცხელი ემოციებით, რაც ნათლად აისახება სუნამოს საიმიჯო კამპანიაში.
How to style shirt in a cool way
სტაილინგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ნაწილია ადამიანის ჩაცმულობის. არ აქვს მნიშვნელობა ტენდენციებს, ბრენდებს თუ თქვენ განსაკუთრებული სტილი გაქვთ. მთავარია შეძლოთ თქვენი გადერობიდან აღმოაჩინოთ ნივთები და საინტერეოდ დაასტაილინგოთ. ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი Oversized პერანგის არასტანდარტულად დასტაილინგება და მორგებაა. შესაძლებელია ითქვას Season's MUST-HAVE ია. შეუხამეთ მაღალწელიან თეთრ შარვალს, გაიკეთეთ სადა მინიმალისტუი ყელსაბამი და აუცილებლად იქნება თქვენი ჩაცმულობა მოდური.
Wednesday, June 12, 2019
CHANEL - თქვენი კანის საუკეთესო მოვლა
CHANEL -ი რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია ამას ახნა ალბათ არ სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება შანელის სახის მოვლის პროდუქციასთან დაკავშირებით.
ძალიან გამიმართლა, რადგან პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციაში" შანელის მოვლის სპეციალისტმა ვიქტორია შიპანოვამ ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი პროცედურა ჩამიტარა.
Thursday, June 6, 2019
Beachwear Summer 2019 Trend Report
გთავაზობთ 2019 წლის ზაფხულის კოლექციებიდან ტენდენციურ საცურაო კოსტიუმებსა და აქსესუარებს. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მომწონს სხვადასხვა დეტალებით გაწყობილი ერთიანი საცურაო კოსტიუმები, თუმცა აქსესუარებს: ჩანთებს, ქუდებს, სათვალეებს და სამკაულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოდური საზღვაო ლუქის არჩევაში.
Subscribe to:
Posts (Atom)