Wednesday, April 17, 2013

Burberry Store Officially Opened in Georgia


მინდა დიდი სიხარულით გაგიზიაროთ ის ფაქტი, რომ საქართველოში გაიხსნა ისეთი ცნობილი ბრიტანული ბრენდის მაღაზია, როგორიც არის Burberry. არსებულ პროდუქციასთან ერთად, ასევე Runway-ზე წარმოდგენილ სამოსსაც შეხვდებით მაღაზიაში და თუ აქამდე მხოლოდ ინტერნეტისა და ჟურნალების საშუალებით ვეცნობოდით ამ ბრენდის ყველა სიახლეს, კოლექიებსა თუ სარეკლამო კამპანიებს, დღეს ქართველ მომხმარებელს აქვს საშუალება ეწვიოს ამ ბრენდის მაღაზიას და ნახოს მისთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქცია.
 საღამოს 150 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.ამ დღეს მუსიკალურად სპეციალურად ინგლისიდან ჩამოყვანილი დიჯეი Matthew Whitehouse,Burberry Acoustic მუსიკით აფორმებდა. Burberry-ს მაღაზია თბილისში, თავისუფლების მოედანზე,2012 წლის დეკემბერში გაიხსნა და ბრენდის გლობალური კონცეფციის პროექტს ასახავს, რომელსაც Burberry-ს კრეატიული დირექტორი ქრისტოფერ ბეილი ავითარებს და ყველგან ბრიტანულ მასალებს იყენებს. მაღაზიაში ეკრანზე მუდმივად მიმდნარეობს Burberry-ს ინოვაციური კონტენტის ჩვენება, რომელსაც ბრენდის გლობალური შტაბი ლონდონიდან მართავს. Burberry-ს ბრენდი, რომლის შტაბ ბინა ლონდონში მდებარეობს, 1856 წლიდან იღებს სათავეს. Burberry ირიცხება ლონდონის საფონდო ბირჟის სიაში (BRBY.L) და FTSE 100 ინდქსის ელემენტს წარმოადგენს.
მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო  ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ მაღაზიის გახსნაში და ქართველ მომხმარებლებს კი ვურჩიო, რომ აუცილებლად ეწვიონ Burberry-ის, სადაც შეძლებთ შეიძინოთ როგორც გაზაფხული/ზაფხული 2013 წლის კოლექცია ასევე ყველა ის ნივთი რაც წარმოდგენილია Burberry-ის მაღაზიებში.











3 comments:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget