მინდა დიდი სიხარულით გაგიზიაროთ ის ფაქტი, რომ საქართველოში გაიხსნა ისეთი ცნობილი ბრიტანული ბრენდის მაღაზია, როგორიც არის Burberry. არსებულ პროდუქციასთან ერთად, ასევე Runway-ზე წარმოდგენილ სამოსსაც შეხვდებით მაღაზიაში და თუ აქამდე მხოლოდ ინტერნეტისა და ჟურნალების საშუალებით ვეცნობოდით ამ ბრენდის ყველა სიახლეს, კოლექიებსა თუ სარეკლამო კამპანიებს, დღეს ქართველ მომხმარებელს აქვს საშუალება ეწვიოს ამ ბრენდის მაღაზიას და ნახოს მისთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქცია.
საღამოს 150 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.ამ დღეს მუსიკალურად სპეციალურად ინგლისიდან ჩამოყვანილი დიჯეი Matthew Whitehouse,Burberry Acoustic მუსიკით აფორმებდა. Burberry-ს მაღაზია თბილისში, თავისუფლების მოედანზე,2012 წლის დეკემბერში გაიხსნა და ბრენდის გლობალური კონცეფციის პროექტს ასახავს, რომელსაც Burberry-ს კრეატიული დირექტორი ქრისტოფერ ბეილი ავითარებს და ყველგან ბრიტანულ მასალებს იყენებს. მაღაზიაში ეკრანზე მუდმივად მიმდნარეობს Burberry-ს ინოვაციური კონტენტის ჩვენება, რომელსაც ბრენდის გლობალური შტაბი ლონდონიდან მართავს. Burberry-ს ბრენდი, რომლის შტაბ ბინა ლონდონში მდებარეობს, 1856 წლიდან იღებს სათავეს. Burberry ირიცხება ლონდონის საფონდო ბირჟის სიაში (BRBY.L) და FTSE 100 ინდქსის ელემენტს წარმოადგენს.
მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ მაღაზიის გახსნაში და ქართველ მომხმარებლებს კი ვურჩიო, რომ აუცილებლად ეწვიონ Burberry-ის, სადაც შეძლებთ შეიძინოთ როგორც გაზაფხული/ზაფხული 2013 წლის კოლექცია ასევე ყველა ის ნივთი რაც წარმოდგენილია Burberry-ის მაღაზიებში.
da fasebi rogoria?:))))
ReplyDeleteBurberry-uli :)))))))
Deletenu rogorc muzeums girs estumro:))))
Deletestone island
ReplyDeletelebron shoes
supreme clothing
bape clothing
supreme clothing
nike lebron 16
nike off white
yeezy boost 350 v2
kyrie shoes
yeezy