Tuesday, April 16, 2013

Tbilisi Fashion Week Fall 2013/14


თბილისის მოდის კვირეული 23–26 აპრილს გაიმართება

„აჭარაბეთი“ წარმოგიდგენთ რიგით მე–8  თბილისის მოდის კვირეულს, რომელიც კომპანია ჯეოფეშენის ორგანიზებით 23 – 26 აპრილს, მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცე თბილელის მუზეუმ ქარვასლაში გაიმართება. მოდის კვირეულის მთავარი ლოკაცია შეფუთული იქნება გენერალური სპონსორის ყავა „კარტ ნუარის“ კრეატივით და მასში განთავსებული იქნება როგორც ჩვენებების პოდიუმი, ასევე დიზაინერების კოლექციების შოუ რუმი და აქსესუარების ქართველი დიზაინერების ახალი ნამუშევრების გამოფენა.

თბილისის 4 დღიან მოდის კვირეულს უამრავი უცხოელი სტუმარი ეყოლებარომელთაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“ უმასპინძლებს: ფრანგული სააგენტო „Paris Planet Fashion” დამფუძნებელი – ფაროუკ ჩექოუფი, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი და წარმომადგენელი გახდა ევროპაში, მოსკოვიდან „ბიურო 24/7“ მთავარი რედაქტორი, მილანელი ფეშენ აიქონ – ჯიანი ფონტანა, იტალიელი ფოტო ფეშენ ბლოგერი ჯანლუკა სენესე, აზერბაიჯანიდან ჟურნალების “L’Officiel” და “ნარგიზის” მთავარი რედაქტორები, თურქეთიდან ჟურნალი „OK”, სტამბულის და ხაზახეთის მოდის კვირეულის ორგანიზატორები. ასევე ბაერები და სფეროს წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან.


შემოდგომა–ზათრის სეზონის კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე  20–მდე დიზაინერი წარადგენს: საზღვარგარეთ მოღვაწე დიზაინერები რია ქებურია და გიორგი შაღაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ატელიე 10ა, ატელიე კიკალა, ატელიე დალოოდი, ატელიე მატერია, ტატუნა ნიკოლაიშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე. დიზაინერები სიმონ მაჩაბელი და თამარა კოპალიანი (პეპელა) პრეფომანსებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე.  ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართება დამწყებ დიაზინერთა კონკურსი “New Comers Day”, რომლის გამარჯვებულებიც სხვა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ჩვენება/ღონისძიება იგეგმება, რის შესახებ ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთანავე,  თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება 3 უცხოელი დიზაინერის ჩვენება – აინურ ტურისბეკ, უკრაინიდან კსენია შნაიდერი და ამერიკელი მარკ ბაუერის წვეულება, რომელზეც მისი ბოლო კოლექციიდან რამდენიმე კოსტუმს ქართველი მოდელები წარმოადგენენ. მარკ ბაუერის კლიენტები არიან მომღერალი ბიონსე, ჯეიმი ალექსანერი, სერიალ გმირების ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰეიდენ პანეტიერრე და მსოფლიო ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი.
როგორც ყოველთვის, წელსაც კასტინგის შედეგად შერჩეული სხვა და სხვა სააგენტოს 26 მოდელისგან შემდგარი 2 ჯგური მოემსახურება თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს და პერფომანსებს. გოგონების მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობაზე იზრუნებს სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, რომელიც დამსწრე საზოგადოებას რამდენიმე სიურპრიზსაც უმზადებს კვირეულის ფარგლებში.
კულტურისა და ძელთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე მასტერკლასი და მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელის დროსაც პროფესიონალი და დამწყები დიზაინერები შეძლებენ უცხოელი სტუმრებისაგან მიიღონ მეტი ცოდნა და გამოცდილება თანამედროვე მოდის სტანდარტებისა და ტრენდების შესახებ, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში შეუწყობს ხელს. ასევე დაგეგმილია მასტერკლასები ფოტო და მოდის ჟურნალისტებისათვის, რაც   ასევე ახალი გამოცდილება და ექსპერიმენტი იქნება

ქართველი ახალბედა თუ პროფესიონალებისათვის. მასტერკლასებსა და მრგვალ მაგიდებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“ უმასპინძლებს, ისევე როგორც თავად უცხოელ სტუმრებს და რამდენიმე დახურულ ღონისძიებას. მასტერკლასების დროს სტუმრებსგენერალურის სპონსორის ყავით „კარტ ნუარ“ გაუმასპინძლდებიან.
თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.


1 comment:

  1. Fantastic goods from you, man. I've bear in mind your stuff prior to and you are simply extremely great. I really like what you've got right here, really like what you're stating and the best way during which you assert it. You're making it enjoyable and
    you continue to care for to stay it wise. I cant wait to learn much more from you.
    That is really a great site.

    my web blog ... nike free run sale

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget