Thursday, April 24, 2014

Tbilisi Fashion Week Fall 2014/15


თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა ზუსტად ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა და 6-დან 10 მაისის ჩაითვლით გაიმართება. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად ვარდების ბაღი უმასპინძლებს, სადაც საგულდაგულოდ კვირეულისათვის მოწყობილ სივრცეში, ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება. 

თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ატელიე მატერია, დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი, გოლა დამიან (დალოოდ ჯგუფი), ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, თეონა გარდაფხაძე, სალომე ამანათიშვილი. უკვე სახელგანთქმულ დიზაინერებთან ერთად, მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან: წინა წლის საუკეთესო დამწყები დიზაინერი მარიამ მახარაძე, მარიამ გვასალია, MACH & MACH და დიანა ქვარიანი. 
ასევე ჩატარდება დამწყებ დიზაინერთა კონკურსი, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. მათ შორის, იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.
 წელს თბილისის მოდის კვირეულს ისეთი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დააკვირდებიან და გააშუქებენ, როგორიცაა L’officiel, Style Du Monde, Buro 24/7, Vogue Russia, Fashion Collection, NARGIS Magazine და Esquire (USA).

No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget