თბილისის მოდის კვირეული იწყება
27 ოქტომბერს, თბილისის მე-10 მოდის კვირეული გაიხსნება
და 5 დღე გაგრძელდება.
საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად მეიდან ჯგუფის ახალი პროექტი - „დიზაინ ცენტრი“ უმასპინძლებს, რომლის ვიზუალური
მხარე, მასშტაბები და მრავალპროფილური შესაძლებლობები იდეალურად შეითავსებს ერთ დიდ სივრცეში მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ
ჩვენებებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, შოუ-რუმებსა და წვეულებებს. კვირეულის სამ ჩვენებას
უმასპინძლებს პარლამენტის ეროვნული გალერეა, სასტუმრო Rooms Tbilisi და შატო მუხრანი.
რიგით მე-10 თბილისის მოდის კვირეულის მხარდამჭერაში აქტიურად ჩაერთო კულტურის
და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი.
სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, კვირეულს მხარს უჭერს ბიზნეს სექტორიც.
ამ სეზონის სპონსორები არიან “სამრაან სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“, სავაჭრო სახლი
გოლეთიანი - ნოკია 730, “Outdoor.ge“, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, „ფრამეზი“,
შატო მუხრანი, Rooms Hotel Tbilisi, Art Palace და AP studio.
თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის
ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, გოლა დამიანი (დალოოდ
ჯგუფი), ატელიე „კიკალა“, მოდის სახლი „მატერია“, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი,
ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, Mach & Mach, ლაკო ბუკია, ნინო ბაბუხადია, გვანცა
ჯანაშია და სარა ალიევა (ბაქო, აზერბაიჯანი). ასევე, მოდის კვირეულზე კოლექციებს წარმოადგენენ
ახალბედა დიზაინერები ტატიანა მეფარიძე და წინა სეზონის დამწყებ დიზაინერთა კონკურსის
გამარჯვებული თამთა შინდელიშვილი. „დიზაინ ცენტრში“ პირველი ჩვენებას ბრენდი „დალოოდი“
გამართავს, რომელიც კაფსულა კოლექციებით აერთიანებს იკა ბობოხიძეს, სიმონ მაჩაბელს
და გრეგორი რეჯინის, რომელიც პირველად წარსდგება მაყურებლის წინაშე დიზაინერის სახით.