Elie Saab Spring 2015 Couture
რამოდენიმე დღის წინ 16 წლის თაკო ნაცვლიშვილის დებიუტი შედგა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე. ის საუკეთესო მოდის სახლების : Christian Dior, Atelier Versace, Giorgio Armani Privé, Elie Saab - ის ჩვენებებზე გამოვიდა. ქართველმა მოდელმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მე პირადად ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით და მიხარია.
როგორი შეგრძნებაა პარიზის მაღალი მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღება?
თაკო: თავიდან ჩემთვის არარეალური იყო როდესაც გავიგე რომ ვერსაჩემ დამამტკიცა, თან მაგ დღეებში წესიერად არ მეძინა კასტინგების და გადარბენის გამო და სიზმრად მეჩვენებოდა, მაგრამ როცა გავიგე რომ დიორმა
და ჯორჯიო არმანმაც დამამტკიცეს, შემდეგ გავაანალიზე რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა! საოცარი შეგრძნებაა აქ ყოფნა და გამოსვლა ამდენი სელებრითის თანდასწრებით.
პირველი ჩვენება ატელიე ვერსაჩი იყო, რომელშიც მონაწილეობა ძალიან ბევრ ცნობილ ტოპ მოდელთან ერთად მიიღე. რა შეგრძნებაა მათთან ერთად პოდიუმზე გამოსვლა?
თაკო: თავი ტელევიზორში მეგონა რადგან სულ ტელევიზიით ვხედავდი მათ და უცებ ლაივში მათთან ერთად აღმოვჩნდი, ყველანაირი ემოცია იყო ჩემში!!!
შემდეგ იყო დიორის მოდის სახლი, რომელიც პირველია მაღალ მოდის სამყაროში და ფაქტიურად ყველა მოდელის ოცნება. რამდენად საპასუხისმგებლო იყო შენთვის ამ ჩვენებაზე გამოსვლა?
თაკო: დიორი ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა,3 ჯერ დამიბარეს ყველანაირი ასევთქვათ გამოცდა ჩამიტარეს, და როგორც გავიგე ძალიან მოვეწონე თვითონ რაფს (დიორის მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს) ჩვენების ლოკაცია ძალიან ლამაზი იყო კოლექციასთან ერთად. როგორც კი დავინახე დარბაზი უკვე ვხედავდი ჩემს თავს პოდიუმზე. თავიდან ვინერვიულე, მაგრამ გასვლის წინ რომ მითხრეს 'go Tako' ყველანაირმა ნევრიულობამ გადამიარა და გავედი!
შემდეგ იყო არმანის ჩვენება, სადაც როგორც ვიცი ჯორჯიომ შეგაქო
თაკო: კი, ეგეც შოკისმომგვრელი იყო, როდესაც ანნა ვინტური და თვითინ არმანი მომიახლოვდნენ. არმანმა აჩვენა კაბა ანნას, ნიკაპზე მომკიდა ხელი და მითხრა: 'great face' ამ დროს თვალებში ვუყურებდი და გავოგნდი საოცარი თვალები აქ!!!
რა ხდება კულისებს მიღმა?
თაკო: იქ ხდება რაც ხდება,ყველანაირი ჯადოქრობა ასე ვთქვათ
ყველა დარბის, ზოგი თმაზე, ზოგი მაკიაჟზე, ფოტოგრაფები ცნობილი ჟურნალებიდან და fashion არხები აფიქსირებენ ამ ყველაფერს!
შემოდიან ცნობილი vip ხალხი და პირველები ისინი ნახულობენ კოლექციას,Backstage ში გავიცანი ცნობილo ვიზაჟისტი Path Macgrathreal, რომელიც ძალიან დამიმეგობრდა, ჩემზე ყველაფერი ჩაიწერა და ხელი შემიწყო დიზაინერებთან, რის გამოც დიდი მადლობელი ვარ მისი.
შეგიძლია გაიხსენო შენს შესახებ ნათქვამი კომენტარი, რომელიც ძალიან დიდი სტიმული იყო შენთვის და უფრო თავდაჯრებული გახდი?
თაკო: ორი მახსენდება ესეთი როდესაც ფეხზე მისვავდნენ ლოსიონს, ერთმა მითხრა oh girl, this legs gonna work in this buisness. და მეორე როდესაც დონატელა ვერსაჩემ კასტინგზე მითხრა 'bella mamamia!
ამან უდიდესი დავდაჯერებულობა მომმატა.
რა გზა გამოიარე იმისთვის რომ აქამდე მოსულიყავი?
თაკო: ძალიან ბევრი ვიშრომე, მე და დედაჩემმაც ნინომ! ყველაფერი მისი დამსახურებაა თავიდან წავედი 4 თვით ჰონგ კონგში სადაც მოშორებული ვიყავი ოჯახს და ყველაფერს მაგრამ იმ იმედით ვიღვიძებდი და დავდიოდი კასტინგებზე და ყველგან, რომ ერთ დღეს აქამდე მივიდოდი. არმინდა ამაყად გამომივიდეს, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა რომ ეს მოხდებოდა. დედაჩემსაც ვეუბნებოდი აი ნახავ, ერთ დღეს მეც გამოვალ! და ეს მართლაც მოხდა.
Atelier Versace Spring 2015 Couture
Dior Spring 2015 Couture
Karlie Kloss, Joan Smalls, Tako Natsvlishvili, Isabeli Fontana ( Atelier Versace Couture)
Giorgio Armani Privé Spring 2015 Couture Backstage
Giorgio Armani Privé Spring 2015 Couture
Atelier Versace Spring 2015 Couture Backstage
Elie Saab Spring 2015 Couture
Giorgio Armani Privé Spring 2015 Couture Backstage
Atelier Versace Spring 2015 Couture
Giorgio Armani Privé Spring 2015 Couture
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog