თბილისის მოდის კვირეული 16-19 აპრილს გაიმართება
ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა: ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, ლელა ელოშვილი, მარიამ გვასალია, დიანა ქვარიანი, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი. მოდის სახლი „მატერია“ კი ორ დიზაინერს წარმოადგენს - ლექსო ახალკაციშვილი და ლიკუნა ჩიტაია ცალ-ცალკე ჩვენებას გამართავენ. კვირეულზე ასევე წარდგება უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია.
ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება დიდი შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ. თბილისისში ჩამოვა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეო მასალში ასახავენ; სპეციალურად Style.com-თვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი; თბილისში ჩამოვა უკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი დარია შაპოვალოვა, რომელიც სხვა და სხვა საერთაშორისო გამოცემისთვის მოამზადებს მასალას, მათ შორის Style.com-თვის. ქართული მოდა ასევე გაშუქდებაყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.
მოდის კვირეულის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისს რამდენიმე მსხვილი კომპანიის ე. წ Buyer-ი (მყიდველი) ესტუმრება. ასევე, საფეიქრო ინდუსტრიის წარმოსაჩენად განთავსდება სტენდი, სადაც ადგილობრივი საფეიქრო ქარხნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეიქრო ინდუსტრიის განვითარება “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად მეწარმეობის განვითარების სააგენტო მეშვეობით ხორციელდება მოსარგელე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და სპეციალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
კვირეულის ფარგლებში რამდენიმე არტ ღონისძიებაც გაიმართება: ART BEAT წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება; თბილისის ფოტო ფესტივალის მხარდაჭერით 16 აპრილს MOMA-ში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, ხოლო თავად ფოტოგრაფი თბილისს 20 აპრილს ეწვევა და მასტერკლასსაც გამართავს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით; თბილისის მოდის კვირეულის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა ახალგაზრდა ხელოვანი თეონა გაგლოევა, რომლის ილუსტრაციაც კვირეულის განახლებული იმიჯის ლეიტმოტივია.
თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონის ოფიციალური წარმდგენი „ჰონდას ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შემოთავაზებას აკეთებს. აპრილის თვეში იგი აცხადებს საგაზაფხულო ფასების ფესტივალს, ხოლო კონკრეტულად კვირეულის თარიღებში 16-19 აპრილს კიდევ დამატებით ფასდაკლებას. კვირეულის სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ტესტ-დრაივი გააკეთონ ჰონდას ავტომობილით, გაეცნონ ბრენდის უახლეს ტექნოლოგიებს და ადგილზევე ისარგებლონ „ჰონდას“ უპრეცენდენტო შემოთავაზებით.
2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ბრენდი „KEUNE” გახდა კვირეულის პარტნიორი და ვარცხვნილობის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე იგიიზრუნებს.
ჩვენებებს შორის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ შოუ-რუმი, განიტვირთონ ლაუნჯში და დააგემოვნონ უგემრიელესი „რაფაელო“, რომელიც კვირეულის სპონსორია.
=============================================================================================
თბილისის მოდის კვირეულს წარმოადგენს ჰონდას ცენტრი თბილისი
ღონისძიების პარტნიორები: ჯორჯიან ივენთსი, დეკერტ ჯორჯია, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი.
ოფიციალური მასპინძელი – „ივერია ჯგუფი“
ოფიციალური კოსმეტიკა - „ორიფლეიმი“
მხარდამჭერები: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თბილისის საკრებულო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო.
პარტნიორები: Moet & Chandon”, “Raffaello" და „KEUNE“.
საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, “სტარვიზია“, „ARTAREA“ და „Outdoor.ge“.
გენერალური მედია პარტნიორები ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog