Monday, May 11, 2015

თბილისში მულტიბრენდული მაღაზია - Rosie გაიხსნა


ძალიან მიხარია, რომ თბილისში ასეთი დონის მაღაზია გაიხსნა, რაც მთავარია ოფიციალურად არის წარმოდგენილი  Ralph Lauren Polo, Armani Collezioni, M missoni, რომელთაც სულ მალე დაემატება Alexander McQueen-ი და სხვა ცნობილი ბრენდები. კოლექციები ზუსტად არის შერჩეული და მორგებული ქართულ სეგმენტზე. განსაკუთრებით გამოვარჩევ Marc Jacobs-ის აქსესუარებსა და Ralph Lauren Polo-ს ფერად სამოსს. სასიამოვნოა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა ასეთი ბრენდების უახლესი კოლექციებით შეიმოსო.



მაღაზია თავისი კონცეფციით რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული მდიდრული და გლამურული მაღაზიებისგან, აქ ერთადაა შერწყმული ბრენდის თანამედროვე და ტრადიციული ხაზები. მაღაზიაში, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული, ქალისა და მამაკაცის კლასიკური და თავისუფალი სტილის კოლექციებია წარმოდგენილი.



“მოხარულები ვართ, რომ 8 მაისს Rosie-ს მაღაზიის გრანდიოზული გახსნის ცერემონია ჩატარდა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ  მაღაზიაში წარმოდგენილი მსოფლიოს წამყვანი, ცნობილი ბრენდების სამოსი.“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა დავით მჭედლიძემ.

Rosie-ს გახსნის საღამოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მომღერლები, მოდის ბლოგერები და ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.  მაღაზია სტუმრებს ტკბილეულით, კოქტეილებით და შამპანურით გაუმასპინძლდა, დადებითი განწყობის შესაქმნელად კი Dj დავით გაბუნიამ იზრუნა.

მაღაზია Rosie საქართველოში შპს “Leader System”-ის მიერ არის წარმოდგენილი. აღნიშნული კომპანია ასევე ფლობს თბილისის ცენტრში თავისუფლების მოედნის N 2 - ში მდებარე მსოფლიოში ცნობილი, ბრენდის მაღაზია Burberry-ს.

















No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...