კომპანიამ „პაუერ ენდ ბიუთი“ ქართულ ბაზარზე, წარმოადგინა პროფესიონალური სილამაზის პროდუქტების ლიდერი, დამზადებული არგანის ზეთზე – Moroccanoil.
ბრენდის სრული ხაზი, იქნება ეს დასაბანი თუ ვარცხნილობის საშუალება არის არგანის ზეთის შემცველი, რომელიც არამხოლოდ თმის ვიზუალურ იერს, არამედ ყოველი გამოყენებისას მის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. მცენარე, რომლისგანაც ამზადებენ არგანის ზეთს, რთულ კლიმატურ პირობებში მოჰყავთ, რაც განაპირობებს გამოყენების შემდგომ შედეგს.
არგანის ხის ღრმა ფესვები და პატარა ფოთლები წინააღმდეგობას უწევს მშრალ ქარს და წყლის დანაკარგს, რის შედეგადაც წარმოქმნის თხილს, რომელიც მდიდარია ზეთის კონცენტრაციით, ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და E ვიტამინით. არგანის ზეთი არის სილამაზის უძველესი საიდუმლო, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს. იგი ატენიანებს თქვენს თმას, კანსა და ფრჩხილებს და არბილებს მათ. მაკიაჟის დროს, საბაზო დაფარვა უნაკლო და ეფექტური გარეგნობის საფუძველს ქმნის. იმ დროს, როდესაც თმის მოვლისთვის, მსგავსი პროდუქცია არ არსებობდა შეიქმნა Moroccanoil, რომ შეევსო ეს დეფიციტი პროდუქტით, რომელიც ქმნის სათანადო საფუძველს ყველანაირი ვარცხნილობისთვის. სრულყოფილია როგორც სტილისტური თვალსაზრისით, ასევე კონდიცირებისთვის, ყველა სალონური მომსახურება იწყება Moroccanoil-ის გამოყენებით – ერთადერთი პროდუქტით, რომელიც ქმნის ხანგრძლივ სიგლუვეს, თმას ხდის მორჩილს, აჩქარებს გაშრობის დროს და ხელს უწყობს ბზინვარებას.
პირველ რიგში მინდა ჩემი ძალიან დადებითი დამოკიდებულება გაგიზიაროთ კომპანია „პაუერ ენდ ბიუთი“-ს შესახებ, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ბრენდები შემოაქვს და ზრუნავს ქართველ მომხმარებელზე.
Moroccanoil - აქამდე მხოლოდ ჩემი მეგობრებისგან მქონდა გაგებული, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, და როდესაც ჩემს ინსტაგრამზე ავტვირთე ფოტოები რომ ეს ბრენდი საქართველოში შემოვიდა, ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო. დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პროფესიონალების გარემოში მოხვდები. როგორც კი მივედი, დამხვდნენ ამ ბრენდის უცხოელი წარმომადგენლები, ჩემი თმის ხარისხი, ფაქტურა შეამოწმეს და დაიწყო ალბათ ყველა ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი - როდესაც პროფესიონალები ზრუნავენ შენს გარეგნობაზე.
პირველი პროდუქტი, რაც Moroccanoil-ის ტექნოლოგმა გამოიყენა, ეს იყო თმის ნიღაბი, რომელიც თავის დაბანვის შემდეგ შემშრალებულ თმაზე უნდა წაისვათ და გაიჩეროთ 10 წუთი. ეს ნიღაბი გაფუჭებული და დაზიანებული თმის ღერების აღმდგენია. სასურველია მისი კვირაში ერთხელ გამოყენება.
ამის შემდეგ, უკვე ჩემი თმისთვის შესაფერისი კოქტელი გააკეთეს და ასევე პირსახოცით გამშრალებულ თმაზე წამისვეს.
კოქტეილი, Moroccanoil-ის ბესტსელერი ზეთისა და მკვებავი კრემისგან შედგება. მათი ნაზავი განსაკუთრებული შედეგის მიღების გარანტიაა.
მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ამ კოქტეილის გამოყენებისთანავე ვიგრძენი თმის ხარისხის და ფაქტურის გაუმჯობესება, უფრო მეტიც, არ მინდოდა თმისთვის ხელის გაშვება იმდენად სასიამოვნო იყო.
ვფიქრობ, თუ თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია რომ თქვენი თმა ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს, დაუფიქრებლად უნდა გახდეთ Moroccanoil-ის მომხმარებლები და დარწმუნებული ვარ, ვერასდროს ვერ შეწყვეტთ მის გამოყენებას, მით უფრო, რომ მალევე ნახავთ შედეგს.
Moroccanoil თბილისის სალონებში გაიყიდება, სადაც მომხმარებელს დაეხმარებიან თმისა და თავის კანის ტიპის მიხედვით შეარჩიონ მათთვის საჭირო პროდუქტები.
ეს კი Moroccanoil-ის პროდუქტების გამოყენების შემდეგ მიღებული შედეგია, რომელიც ნამდვილად შეუდარებელია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ProfBeauty-ის წარმომადგენლებს
ეწვიეთ მათ FACEBOOK-ის გვერდს:
https://www.facebook.com/professionalbeauty.ge/?fref=ts
ფოტო: ილია თოიძე
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog