Friday, June 10, 2016

„ლოპოტა დეტოქსი“ — გარდაქმენი საკუთარი თავი


ის, რომ ლოპოტას ტბის პირას დასვენება განტვირთვისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, ყველასათვის ცნობილია. კავკასიის მთებით გარშემორტყმული რეკრეაციული ზონა უკვე უამრავმა სტუმარმა აღიარა პატარა სამოთხედ, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დაძაბულობასა და სტრესს დროებით მაინც დაემშვიდობოთ და საკუთარ თავს მხოლოდ დადებითი ემოციები, უსაზღვრო სიამოვნება და სიმშვიდე უსახსოვროთ. ამის დასტურია ისიც, რომ ისედაც მრავალფეროვანი ადგილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომსახურებას გთავაზობთ. საუბარია „ლოპოტა დეტოქსზე“, რომელიც ნამდვილი მისწრებაა მათთვის, ვისაც საზაფხულოდ იდეალურ ფორმაში ყოფნა და სხეულის სრულად გაჯანსაღება სურს...



„ლოპოტა დეტოქსი“ — ასე ჰქვია მომსახურების პაკეტს, რომელსაც „ლოპოტა სპა რეზორტი“ გახდომისა და სხეულის გაჯანსაღების მსურველებს სთავაზობს. თუ გსურთ, რომ დაისვენოთ, გაერთოთ, განიტვირთოთ და, ამ ყველაფერთან ერთად, წონაში დაკლებასა და ჯანმრთელობაზეც იზრუნოთ, მაშინ ეს პროგრამა სწორედ თქვენთვისაა შექმნილი! საათობრივად გაწერილი მცენარეული ნაყენები და ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით შედგენილი კვებითი რეჟიმი, მრავალფეროვანი სპა-პროცედურები, სპორტული აქტივობები, იოგა და აკვა-იოგა, ველოსიპედი და წყლის ველოსიპედი, სამი ტიპის აუზი და რუსული აბანო — ეს არასრული ჩამონათვალია ყველა იმ მომსახურებისა, რომელიც „ლოპოტა-დეტოქსშია“ გაერთიანებული. მსგავსი სერვისი უკვე აპრობირებულია მსოფლიოს მაღალი დონის სასტუმროებსა და რეკრეაციულ კომპლექსებში. საქართველოში კი „ლოპოტა სპა რეზორტი“ პირველია, რომელიც ამ მხრივაც განვითარდა და მომხმარებლის მოთხოვნებს კიდევ უფრო მეტად მოერგო


იმისათვის, რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ამ უპრეცედენტო პროგრამის შედეგები, საჭიროა, უბრალოდ, ეწვიოთ „ლოპოტა სპა რეზორტს“, აირჩიოთ (3-, 5-, 7- 10- , 14 ან 20 )დღიანი პაკეტი და გაიაროთ სპეციალური შემოწმება, რომლის მიხედვითაც დადგინდება თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კვებითი რეჟიმი და სპა-პროცედურათა სია. ფიზიკური აქტივობების შერჩევას თავად, თქვენივე სურვილიდან გამომდინარე შეძლებთ. შედეგად კი აუცილებლად მიიღებთ დაკარგულ კილოგრამებსა და გაჯანსაღებულ სხეულს, რომელიც გაწმენდილი იქნება ყველანაირი შლაკის, ტოქსინისა და მავნე ნივთიერებისაგან. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ იმუნიტეტი და მეტაბოლიზმი, მოგემატებათ შრომისუნარიანობა და გაგიახალგაზრდავდებათ სხეული და კანი.



თუ ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდით „ლოპოტა დეტოქსის“ უპირატესობებში, გეტყვით იმასაც, რომ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მზარეული ემსახურება, რათა პროგრამის ყველა მონაწილემ საჭირო დროს საჭირო საკვები მიიღოს. მცენარეულ ნაყენებს „პაციენტები“ ორ-ორი საათის შუალედით მიირთმევენ. ამასთანვეა შეთავსებული სპეციალური კვებითი რეჟიმი, სპა-პროცედურები და ფიზიკური დატვირთვა. რაც მთავარია, სტუმარს არც ერთი წამით არ აწუხებს შიმშილის გრძნობა იმიტომ, რომ ეს არ არის გრამობრივი კვება და ყველას შეუძლია მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს!..


ეფექტი 3-დღიანი პაკეტის შემთხვევაშიც აშკარაა გამომდინარე იქიდან, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ კომპლექსურ თერაპიას გთავაზობთ. სავალდებულოა სპა-პროცედურები, რომელთა დამსახურებით ორგანიზმიდან ყველა მავნე ნივთიერება გამოიდევნება. რაც მთავარია, შედეგი გრძელვადიანია და ნახევარ წელიწადზე მეტ ხანს ნარჩუნდება. ეს იმიტომ, რომ სრულად წესრიგდება ცირკულაცია და რეგულირდება როგორც არტერიული წნევა, ისე — ორგანიზმში სითხის რაოდენობა.


„ლოპოტა დეტოქსის“ სპა-პროცედურები პაციენტზე მაქსიმალურადაა მორგებული. პირველ რიგში, მუშავდება ადამიანის კანი, იხსნება ფორები და იწმინდება სხვადასხვა ღრმა მოქმედებით. მკვდარი ზღვის ტალახი, ვულკანურ ქვებზე დალექილი და ბიოთერმულად დამუშავებული მარილი, ოკეანის წყალმცენარეები და სხვადასხვა ეთერზეთები ღრმად აღწევს ფორებში, რის შედეგადაც კანი გლუვი და მკვრივი ხდება. გარდა ამისა, სისხლის სწორ მიმოქცევას თალასოთერაპიული აბაზანები უზრუნველყოფს. ყველა პროცედურა, პირველ რიგში, კანის უჯრედების მეტაბოლიზმს უწყობს ხელს.


აღსანიშნავია, რომ „ლოპოტა დეტოქსის“ პროცედურებში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის იტალიური პროდუქცია, რომელიც ორი უმთავრესი სასიცოცხლო სტიქიის, მიწისა და წყლის ელემენტების შერწყმას წარმოადგენს და შედგება უნიკალური სუბსტანციებისაგან, რომლებიც ორგანიზმს სრულყოფილების შეგრძნებას სძენს. ამ შეგრძნებას კი ის ჰარმონიული და საოცრად მშვიდი გარემოც უწყობს ხელს, რომელსაც „ლოპოტა სპა რეზორტი“ გთავაზობთ. აქ იგულისხმება ულამაზესი ხედები, ფიჭვნარი, სასეირნო ბილიკები, სასიამოვნო მუსიკა და ყველა სხვა პირობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიტვირთოთ და აღიდგინოთ ენერგეტიკული ბალანსი და სულიერი წონასწორობა.


მოკლედ, იმისათვის, რომ ზაფხულს ახალი ენერგიით შეეგებოთ, ჩადგეთ იდეალურ ფორმაში, გაიჯანსაღოთ სხეული და, ამავდროულად, განიტვირთოთ, დაისვენოთ და სრული ჰარმონია შეიგრძნოთ, „ლოპოტა სპა რეზორტს“ უნდა ეწვიოთ და ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ „ლოპოტა დეტოქსით“ სარგებლობის შანსი! ამ საოცარი პროგრამის საშუალებით, თამამად შეგეძლებათ თქვათ, რომ თქვენს ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!..


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლოპოტას FACEBOOK-ის გვერდს

https://www.facebook.com/LopotaLake/?fref=ts

ტელ: 0322 40 04 00



სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

2 comments:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...