სექტემბერი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ იანვარია ყოველთვის ახალი წლის დასაწყისი, ჩემთვის ეს შეგრძნება გამძაფრებულად აქვს სექტემბერს. თითქოს ზაფხულის ცხელი დღეებისა და სასიამოვნო დასვენების შემდეგ ასმაგი ენერგიით და იდეით ვუბრუნდები სამუშაოს.
მიუხედავად იმისა, რომ 7 თვის ორსული ვარ, ეს ყველაფერი საერთოდ არ ცვლის ჩემს აქტიურობას, პირიქით, მემგონი იმაზე მეტს ვმუშაობ ვიდრე აქამდე, თანაც ისე, რომ საერთოდ არ ვიღლები. ალბათ, ეს ყველაფერი საყვარელი საქმის კეთებაა და არა მუშაობა. მალე ძალიან ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით!
მანამდე კი არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თუ ორსულებისთვის ლამაზი ტანსაცმელი საკმაოდ რთული მოსაძიებელია თბილისში, არსებობს აქსესუარების მაღაზია PARFOIS, სადაც არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონის მდგომარეობას, ძალიან ლამაზ და ტენდენციურ ჩანთებსა და აქსესუარებს გვთავაზობს ეს ბრენდი. ჩანთა, რომელზეც არჩევანი გავაკეთე 129 ლარი ღირს, სათვალე კი, რომელიც განსაკუთრებით მომეწონა - მხოლოდ 49 ლარი. გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ PARFOIS-ს მაღაზიათა ქსელს, სადაც ძალიან ბევრ ტენდენციურ აქსესუარს აღმოაჩენთ, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად!
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog