ამ ფოტოს დადებას განსაკუთრებით ველოდი. ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია თბილისში, რომელიც ლადუღეს ფერად პროექტზე ფიქრისას გამახსენდა. ულამაზესი ძველებური შენობა თბილისის ცენტრალურ უბანშია. რუსთაველის გამზირიდან ერთ პატარა ეზოში როგორც კი შეუხვევთ, სწორედ ამ ცისფერმაქმანებიან სახლს დაინახავთ, რომელიც ძველ-თბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
სწორედ ეს სახლი ავარჩიე, როდესაც ლადუღეს ფერადი და გემრიელი მაკარონებით სავსე ყუთი წარმოვიდგინე. მართლაც განსაკუთრებულად მოუხდა ერთი მეორეს. ავარჩიე თითქმის ყველა"ფერის" მაკარონი. თითოეული გამორჩეულია, როგორც ვიზუალურად, ისე გემოთი. იცით ყველაზე მეტად რა მომწონს მაკარონში? ბისკვიტისა და შიგთავსის ფერები იმდენად ლამაზად არის შეხამებული, გეგონება კოლორისტმა შეუხამაო.
ვფიქრობ, ლადუღეს მაკარონებით სავსე ულამაზესი ყუთი, ნამდვილად საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენთვის ძვირფასი ადამინისთვის.
არჩევანი რომ მარტივად გააკეთოთ, გთავაზობთ მაკარონების სრულ არჩევანს.
Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
ReplyDeleteEmail us opploansllc@gmail.com then fill this information to
register your name in our data base.
(1)Your Name:
(2)Amount needed as loan:
(3)Phone number:
(4)Duration:
(5) Male/Femele:
(6)Country
Regards.