მაღაზიათა ქსელში "ისი-პარი" უკვე შესაძლებელია Carolina Herrera-ს ახალი მამაკაცის არომატის Bad Boy-ს შეძენა. ეს არის სუნამო, რომელიც ნამდვილად ახალ თავგადასავალს ჰპირდება მის მომავალ მფლობელს.
Wednesday, October 16, 2019
Saturday, September 21, 2019
Bags For Fall 2019
Maison Margiela
ამ სეზონზე სრულიად სხვადასხვა სტილის და ფორმის ჩანთებია მოდური. საკმაოდ ბევრ დიზაინერთან იყო წარმოდგენილი დუტის თბილი ჩანთები, სადა გეომეტრიული ფორმის მინიმალისტური სტილის ჩანთები. ჯაჭვით, ბეწვის და ყვავილებით გაფორმებული.
Thursday, September 19, 2019
Friday, July 5, 2019
ექსლუზიურად საქართვლოში - Yohji Yamamoto Parfums
სიახლე, რომელსაც ალბათ ბევრი თქვენგანი დიდ ხანს ელოდა! Yohji Yamamoto-ს სუნამოების შეძენას უკვე საქართველოში, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ"ლუტეციში" შეძლებთ. არომატები, ისევე როგორც ბრენდი, ძალიან საინტერესო და განსხვავებულია.
Wednesday, July 3, 2019
Mixed and Matched Accessories
ჩემი აზრით, აქსესუარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საზაფხულო სეზონის, შესაბამისად მისი სწორად შერჩევაა აუცილებელი. ამ სეზონზე ძალიან ბევრი სტილის, ფერის, ფაქტურის აქსესაურია მოდური. სასურველია მოირგოთ როგორც ყოველდღიურ, ისე გამოსასვლელ სტილზე. იმისთვის, რომ უფრო მარტივად აღქმადი იყოს, ვეცადე სტილისტიკურად ერთმანეთისთვის შემეხამებინა და გარკვეული mood გადმომეცა თქვენთვის სხვადასხვა აქსესუარებით, რომელთა შეძენა სწორედ მაღზიათა ქსელ "პარფოისში" შეგიძლიათ.
აღსანიშნავია, რომ მოდურია როგორც ოქროსფერი, ვერცხლისფერი და სადა ფერები, ისე ჭრელი, მარმარილოს ეფექტით თუ სხვა.
Tuesday, July 2, 2019
Strappy Heels For Now
საზაფხულო ღია ფეხსაცმელი, ე.წ. მაღალქუსლიანი სანდლები, რომელიც ამ სეზონის ჰიტია. შეგიძლიათ მოირგოთ, როგორც ჯინსსა და ყოველდღიურ სტილზე, ისე ლამაზ საზაფხულო კაბებზე.
Wednesday, June 26, 2019
Season's MUST-HAVE
ამ სეზონზე შარფმა ფუნქცია შეიცვალა და არამხოლოდ როგორც აქსესუარი, არამედ შეგიძლიათ როგორც ტოპი ისე გამოიყენოთ. ეს ტენდენცია საკმაოდ აქტუალურია და ძალიან მოდურ ლუქს ქმნის. სასურველია შარფი იყოს საინტერესო პრინტით. შეუხამეთ მაღალწელიანი შარვლები, ქვედაბოლოები და აქსესუარები.
Thursday, June 20, 2019
ECO პროდუქცია ივ როშესგან
მიუხედავად იმისა, რომ ივ როშეს ბრენდს წლებია ვიცნობ, ჩემთვის აღმოჩენა იყო,რომ კომპანიის მთავარი მოტივი ბუნებაზე ზრუნვაა და ამი იდეით იქმნება მცენარეული კოსმეტიკა, რომელიც არ ვნებს პლანეტას. ეს პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს და სხვა მავნე ნივთიერებებს. რაც მთავარია, არამხოლოდ პროდუქცია, არამედ შეფუთვაც ECO-FRIENDLY გახლავთ. კომპანიის ეს დამოკიდებულება გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ძალიან დასაფასებელია. ასმაგად შემიყვარდა ივ როშე, რადგან არ მჭირდება შემადგენლობის წაკითხვა ყოველი ყიდვსისას და შემიძლია თვალდახუჭული ვენდო ამ ბრენდს. შესაბამისად გავაკეთე პატარა ნაკრები, რომლის შესახებ მინდა დეტალური ინფორმაცია გაგაცნოთ, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ.
Tuesday, June 18, 2019
Summer Looks Styled by Me
გთავაზობთ საზაფხულო ლუქებს, სადაც აქცენტი აქსესუარებზე გავაკეთე. ძალიან მნიშნველოვანია მინიმალიზმი, სამოსის სწორი შეხამება და ბალანსირებული აქცენტი აქსესუარებზე.
Thursday, June 13, 2019
Wood by Dsquared2 - განსაკუთრებული არომატი
ულამაზესი DAY EVENT მოაწყო პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა "Ici-Paris", სადაც ცნობილი იტალიური ბრენდის Dsquared2-ის სუნამოს WOOD-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ბრენდის დამაარსებლები ტყუპები ძმები დინ და დენ კეიტონები არიან.
WOOD- არომატები განკუთვნილია თავდაჯერებული, ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის . მთავარი გმირები ცხოვრობენ ვნებიანი ისტორიებით და ცხელი ემოციებით, რაც ნათლად აისახება სუნამოს საიმიჯო კამპანიაში.
How to style shirt in a cool way
სტაილინგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ნაწილია ადამიანის ჩაცმულობის. არ აქვს მნიშვნელობა ტენდენციებს, ბრენდებს თუ თქვენ განსაკუთრებული სტილი გაქვთ. მთავარია შეძლოთ თქვენი გადერობიდან აღმოაჩინოთ ნივთები და საინტერეოდ დაასტაილინგოთ. ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი Oversized პერანგის არასტანდარტულად დასტაილინგება და მორგებაა. შესაძლებელია ითქვას Season's MUST-HAVE ია. შეუხამეთ მაღალწელიან თეთრ შარვალს, გაიკეთეთ სადა მინიმალისტუი ყელსაბამი და აუცილებლად იქნება თქვენი ჩაცმულობა მოდური.
Wednesday, June 12, 2019
CHANEL - თქვენი კანის საუკეთესო მოვლა
CHANEL -ი რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია ამას ახნა ალბათ არ სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება შანელის სახის მოვლის პროდუქციასთან დაკავშირებით.
ძალიან გამიმართლა, რადგან პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციაში" შანელის მოვლის სპეციალისტმა ვიქტორია შიპანოვამ ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი პროცედურა ჩამიტარა.
Thursday, June 6, 2019
Beachwear Summer 2019 Trend Report
გთავაზობთ 2019 წლის ზაფხულის კოლექციებიდან ტენდენციურ საცურაო კოსტიუმებსა და აქსესუარებს. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მომწონს სხვადასხვა დეტალებით გაწყობილი ერთიანი საცურაო კოსტიუმები, თუმცა აქსესუარებს: ჩანთებს, ქუდებს, სათვალეებს და სამკაულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოდური საზღვაო ლუქის არჩევაში.
Thursday, May 30, 2019
ისეთივე ფერადი, როგორც ლადუღე
Ladurée ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელიც არაერთხელ შემხვედრია უცხოელი ბლოგერების პოსტებში. ფერადი მაკარონები, ყოველთვის განსაკუთრეუბლად წარმოაჩენს ნებისმიერ კომპოზიციას და კიდევ უფრო ლამაზს ხდის მას. როდესაც გავიგე, რომ ლადუღე საქართველოში შემოვიდა, ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ შევძელბდი ბლოგზე სხვადასხვა პროექტები გამეკეთებინა სწორედ ამ ბრენდის შესახებ.
Monday, May 27, 2019
Season's Biggest Trend - Raffia Shoes
დაწნილი ფეხსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა ამ სეზონზე. მოდურია, როგორც დახურული ფეხსამცელი, ისე ღია და Mules. სასურველია აქცენტი კრემისფერ, ბეჟ და პასტელურ ტონებზე გააკეთოთ.
Saturday, May 25, 2019
Best Present for Her
არვიცი როგორ, მაგრამ ყველაფერი, რაც ლადუღეში ამ პროექტისთვის ავარჩიე ძალიან მოუხდა თბილისს.
ეს ადგილი ძველ თბილისში, აბანოთუბანშია. ისეთივე ფერადია, როგორც ლადუღეს აქსესუარი.
Keyring Parisienne - ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ქალბატონისთვის. ეს საკიდი განსაკუთრებით სასურველი იქნება მათთვის, ვისაც საფრანგეთი, ეიფელის კოშკი და ლადუღეს მაკარონები უყვარს.
Tuesday, May 21, 2019
My Favorite Flavors From Ladurée
ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია სოლოლაკში, ასათიანის ქუჩაზე. როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ლადუღეს ულამაზეს პროდუქციას გადავიღებდი, სწორედ ეს იქნებოდა.
Sunday, May 19, 2019
Colorize Your Summer With Ladurée
ზაფხულის სეზონი განსაკუთრებულად იმიტომ მიყვარს, რომ ვგიჟდები ნაყინზე. ყოველთვის ვცდილობ ყველანაირი ნაყინი დავაგემოვნო და მქონდეს შესაძებლობა არჩევანი ყოველთვის საუკეთესოზე შევაჩერო. მინდა გითხრათ, რომ ალბათ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყინი აქვს Ladurée-ს. მართლაც განსაკუთრებული გემო აქვს. ლადუღემ ცნობილი მაკარონები კიდევ უფრო გემრიელი და ტკბილი გახადა სწორედ იმით, რომ ნაყინის შუაგულში მოაქცია. თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ: ვანილის, ფისტაშკის, ყავის, კარამელის, შოკოლადის, წაბლის, მარწყვისა და ჟოლოს ნაყინები. ლადუღეს ნაყინის განსაკუთრებულობის მიზეზი ორმაგი გემოა, როდესაც შეგიძლიათ ერთდროულად შეიგრძნოთ ერთი და იგივე გემო, მარაკონისა და ნაყინის სახით. გირჩევთ აუცილებლად დააგმოვნოთ და შეიგრძნოთ ნამდვილი ნაყინის გემო. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ნაყინის ვიზუალური მხარეც ისეთივე ლამაზი და განსაკუთრებულია, როგორც თითოეული პროდუქტი ლადუღეში.
Friday, May 17, 2019
Digital Marketing In Fashion Industry
დღესდღეობით ნებისმიერი ბრენდისა თუ კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ციფრული მარკეტინგი შეადგენს. როგორი საინტერსო პროდუქტიც არუნდა შესთავაზო მომხმარებელს, ძალიან დიდ როლს სწორედ შეთავაზების ფორმა, სტილი შეადგენს.
21-ე საუკუნეში ციფრული სამყარო ყველაზე დიდ როლს თამაშობს ნებისიერი სფეროს განვითარებაში. არც მოდის ინდუსტრიაა გამონაკლისი.
Tuesday, May 14, 2019
Colorize Tbilisi With Ladurée Macarons
ამ ფოტოს დადებას განსაკუთრებით ველოდი. ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია თბილისში, რომელიც ლადუღეს ფერად პროექტზე ფიქრისას გამახსენდა. ულამაზესი ძველებური შენობა თბილისის ცენტრალურ უბანშია. რუსთაველის გამზირიდან ერთ პატარა ეზოში როგორც კი შეუხვევთ, სწორედ ამ ცისფერმაქმანებიან სახლს დაინახავთ, რომელიც ძველ-თბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
Subscribe to:
Posts (Atom)



















