Saturday, January 12, 2013

Dee-Ann - Diana Vreeland


დაიანა ვრილენდი (Diana Vreeland/Diana Dalziel) არაჩვეულებრივი ქალბატონი, დაიბადა 1903 წლის 29 ივლისს პარიზში, თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა. სწორედ აქ დაიწყო მისი კარიერა, როგორც მოდის რედაქტორის Harper's BAZAAR-ში VOGUE-ში და შემდეგ Metropolitan Museum of Art. მართალია, დაიანა ბევრისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ მოდის სფეროში მისი ღვაწლი ნამდვილად დასაფასებელია, XX საუკუნეში ამერიკული მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო. მთელ რიგ დიზაინერებსა და მომავალ სუპერმოდელებს (მაგ: ტვიგი) სწორედ დაიანამ გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები.



1924 წლის 1 მარტს დაიანა დაქორწინდა ტომას რიდ ვრილენდზე (Thomas Reed Vreeland). 1929 წელს თავის მეუღლესა და ორ შვილთან ერთან ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და 1937 წელს ქმრის სამსახურის გამო კვლავ ნიუ-იორკში დაბრუნდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისი, როგორც ჟურნალისტის კარიერა Harper's BAZAAR-ში 1937 წელს დაიწყო. დაიანამ არაჩვეულებრივი და საინტერესო სტატია დაწერა Harper's BAZAAR-ისთვის - “Why Don't You…?” სადაც იგი თავის მკითხველს კრეატიულ იდეებს აწვდიდა მოდასა და ცხოვრების სტილის შესახებ. დაიანამ აქ 1963 წლამდე იმუშავა და Harper's BAZAAR-ი სტილის პირველი გზამკვლევი გახადა ამერიკაში.
1963 წელს იგი VOGUE-ს staff-ს შეუერთდა, სადაც მოღვაწეობა განაგრძო, როგორც “ძლიერმა ძალამ მოდის სამყაროში”. ხშირად იყო მისი სახელი რომელიმე ახალ ტრენდთან გაივივებული, მაგალითად: ბიკინი – “ატომური ბომბის შემდეგ ბიკინი არის ყველაზე დიდი რამ” - the bikini is the biggest thing since the atom bomb" სწორედ დაიანაა ის ქალი, ვინც ცხოველის პრინტის პოპულარიზაცია მოახდინა. 

“Mrs. Vreeland was one of the most exceptional people I have met in all my life. Her force of character, her glamour, her intelligence, her innate sense of elegance.” -Yves Saint Laurent.
"ქალბატონი ვრილენდი ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ადამიანი, ვისაც მე ჩემს ცხოვრებაში შევხვედრილვარ. მისი პიროვნების ძალა, მისი მომხიბვლელობა, მისი ინტელექტი, მიდი თანდაყოლილი ნიჭი ელეგანტურობის შეგრძნებისა" - ივ სენ ლორანი

როდესაც, ახალგაზრდა ივ სენ ლორენმა პირველად გამოიყენა პრინტი თავის ადრეულ კოლექციაში, დაიანა იყო ერთადერთი, ვინც სახალხოდ გამოაჩინა იგი.
როდესაც მან 1971 წელს VOGUE დატოვა, მოღვაწეობა Metropolitan Museum of Art-ში განაგრძო, როგორც კონსულტანტმა. აქ დაიანამ ოცამდე გამოფენა მოაწყო.


დაიანას არასდროს ეცვა ჭყეტელა, ზედმეტად გადატვირთული ტანსაცმელი. ყოველთვის აფასებდა ხარისხს და თავის იდეალურ outfit-ს ასე ხსნიდა: “ძალიან მინდა ყველაზე მდიდრული ქაშმირის სვიტერი მეცვას; ყველაზე ძვირასი ატლასის შარვალი; ძალიან ლამაზი წინდები; ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი და ნებისმიერი რამ ყელზე შემოხვეული, რაც ლამაზად გამოყურება”

იგი თავის სახელს წარმოსთქვამდა არა როგორც დაიანა “Diana”, არამედ როგორც - დი-ენ “Dee-Ann”. მას ძალიან უყვარდა სიტყვების შეერთება, მაგალითად: “pizazz” და “faction” (ფაქტისა და გამოგონილის კომბინაცია – fact, fiction)


დაიანას თავისი გარემო ისე ჰქონდა მოწყობილი, როგორც ჟურნალის ყდები. დაწყებული მისი წითელი მისაღები ოთახით, ცისფერი სამეფო საძინებლით და კაბინეტით დამთავრებული, რომელიც სრულიად დაფარული იყო ფოტოებით. თითოეული ოთახი ხელოვნებისა და მოდის საოცარი კომბინაცია იყო.

გარდაიცვალა გულის შეტევით, 1989 წლის 22 აგვისტოს, 86 წლის ასაკში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.
დაიანა ბევრისთვის გახდა inspiration და მისაბაძი. არც არის გადაკვირი, განსაკუთრებული ხედვა, გამორჩეული და პერსონალური სტილი ჰქონდა. ძლიერი ქალი იყო და აკეთებდა იმას რაც სიამოვნებას ანიჭებდა.



სტატიის ავტორი: მარიამ არჩვაძე
მოდის დამწყები  ჟურნალისტი



2 comments:

  1. მოდის დამწყები ჟურნალისტი< და არა დამწყები მოდის ... < ))

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...