Monday, January 21, 2013

GIA - Too Beautiful to Die… Too Wild to Live


Gia Marie Carangi, უბრალოდ GIA, ამერიკელი სუპერმოდელი, დაიბადა 1960 წლის 29 იანვარს, ფილადელფიაში. ჯიას მოიხსენიებენ, როგორც პირველ სუპერმოდელს. მისმა გამოჩენამ მოდის სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა. 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში ჯია ძალიან პოპულარული იყო. ყველა სამოდელო სააგენტოს უნდოდა, რომ მისი მოდელი ყოფილიყო და ყველა მოდური ჟურნალის ყდას (როგორებიცაა: VOGUE, Cosmopolitan) მისი სურათი ამშვენებდა. ჯია ნამდვილად განსხვავდებოდა ტიპიური ქერა, ცისფეთვალება მოდელებისგან, რომლებიც ყველაზე ლამაზ ქალებად ითვლებოდნენ – მან ეს შეცვალა. სინდი კროუფორდს მასთან (Cindy Crawford) მსგავსების გამო Baby Gia (პატარა ჯია) დაარქვეს.



17 წლის ჯიამ დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვებლად, სადაც ცნობილი სამოდელო სააგენტოს “Wilhelmina”-ს მფლობელისა და ყოფილი მოდელის ვილჰელმინა კუპერის (Wilhelmina Cooper) მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა. ვილჰემნია მას დედობასაც კი უწევდა. ძალიან მალე თითქმის ყველა ცნობილი ფოტოგრაფის ფავორიტი გახდა. ხშირად ამბობდა, რომ მისი წარმატება იყო “ძალიან სწრაფი”. 18 წლის Gainni Versace-სთვის მუშაობდა და უკვე ძალიან ცნობილ ჯიას შეეძლო, რომელიმე სამუშაოზე უარი ეთქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვარცხნილობა ან მაკიაჟი არ მოსწონდა


ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი გოგო. ეს იყო ველური ბავშვი (wild child). პოზიორობდა შიშველი, იცვამდა კაცის ტანსაცმელს, არ ატარებდა მაკიაჟს. მას შეეძლო გადაედო ფოტოსესია თუ ცუდ ხასიათზე იყო. მერე რა, რომ 18 წლის იყო, ჯია დივა იყო, რომელსაც შეეძლო მთელი ორი კვირია უბრალოდ “გაეუქმებინა” იმიტომ, რომ არ მოსწონდა, თუ როგორ ჰქონდა თმა შეჭრილი.


ძალიან საინტერესო და ჯიას ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი მისი სიყვარულის ისტორიაა. 1978 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ პირველ ფოტოსესიაზე მას შიშველს უნდა ეპოზიორა. გადასაღებ მოედანზე ჯიამ მოითხოვა, რომ მასთან ერთად გადაეღოთ მისი ვიზაჟისტი სენდი ლინტერი (Sandy Linter). ფოტოები არაჩვეულებრივი გამოვიდა. ჯია მაშინვე მოიხიბლა სენდით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი ნახვით შეყვრება იყო.


“You know what I think? I think there's a reason for everything. And I think that there's a plan for everyone. And I think that God has a big plan for me. Just not in this life.” “იცით, რას ვფიქრობ? ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. და მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის არის ბედი დაწერილი. და მე ვფიქრობ, რომ ღმერთს დიდი გეგმები აქვს ჩემზე. მაგრამ არა ამ ცხოვრებაში”


თავბრუდამხვევი კარიერის პარალელურად ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, თავიდან მხოლოდ - განტვირთვისთვის კოკაინს მომხმარებელი იყო, ხოლო 1980 წელს, როდესაც მისი აგენტი ვილჰემნია კუპერი გარდაიცვალა, ჯიას დეპრესია დაეწყო და ჰეროინს მიეძალა. “I felt very close to Wilhelmina, she was just a great person to have in my life ... her death was a terrible loss to me.” -“მე ძალიან ახლოს ვიყავი ვილჰელმინასთან, ის იყო უბრალოდ ყველაზე დიდი პიროვნება ჩემს ცხოვრებაში, მისი სიკვდილი საშინელი დანაკლისი იყო ჩემთვის.” ორწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო გაქრობა მოდის სამყაროდან. “Everyone saw the beauty, no one saw the pain.” - “ყველა ხედავდა სილამაზეს, მაგრამ ვერავინ ხედავდა ტკივილს”. არავის უნდოდა მასთან მუშაობა. 1982 წელს მან “Wilhelmina” დატოვა და მუშაობა “ELITE”-სთან და შემდეგ “Ford”-თან გააგრძელა სულ რაღაც სამი კვირით.


1983 წლის შემოდგომაზე ჯიას სამოდელო კარიერა საბოლოოდ დამთავრდა. ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს, სამხრეთ აფრიკაში ის კიდევ ერთხელ შეამჩნიეს ნარკოტიკების მოხმარებაში. ჯია იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო.


“People keep going away from me, that hurts.” – “ხალხი აგრძელებს ჩემგან წასვლას, ეს მტკივნეულია.” 1986 წელს მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - AIDS– შიდსი გარდაიცვალა შიდსთან მძიმე ბრძოლის შემდეგ, ფილადელფიაში, 1986 წლის 18 ნოემბერს, 26 წლის. ჯია არის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ქალი, რომლის გარდაცვალების მიზეზი გახსნილად იყო გასახელებული – შიდსი 1998 წელს გამოვიდა ფილმი "GIA", რომელშიც ჯიას როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ფილმში ძალიან კარგად არის გადმოცემული მისი ცხოვრება.








ავტორი: მარიამ არჩვაძე ( დამწყები მოდის ჯურნალისტი)

1 comment:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...