Hubert de Givenchy
თუ მოდა პარიზში დაიბადა, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მის დაბადებას წელიწადში 2-ჯერ ავღნიშნავთ: იანვრის ბოლოს და ივლისის დასაწყისში. წვეულება 5 დღე გრძელდება და ნამდვილად საამაყო სახელს ატარებს. ფრანგულად – “semaine d’haute couture”, რაც შექსპირის ენაზე “High Fashion Week” ანუ მაღალი მოდის კვირეულს ნისნავს. მაღალი მოდის დიზაინერების სია განსაზრვრულია Chambre syndicale de la haute couture- ს მიერ. ეს სია ნობელის პრემიის ნომინანტების მოკლე სიას გავს და მასში მოხვედრის მსურველთა რაოდენობამ შეიძლება შეგაშინოთ კიდეც.
Emanuel Ungaro
ცნება მაღალი მოდა (haute couture /ot ku'tyʁ/ ) ისევე განუყოფელია საფრანგეთისგან, როგორც წითელი ღვინო, დილის კრუასანები და ეიფელის კოშკი. "Couture" ნიშნავს ქალის ტანსაცმლის კერვას, კერვას ან ქარგვას. "Haute" კი ელეგანტურს, უმაღლესს. Haute couture ტანსაცმელი იქმნება მის ტანზე, ვინც უნდა ჩაიცვას იგი. ადამიანი, ვინც მაღალი მოდის დამფუძნებლად ითვლება, Charles Frédéric Worth, პარიზში XIX საუკუნის შუახანებსი ჩავიდა და მოგვიანებით საკუთარი მოდის სახლი გახსნა. კოლექციისა და კაბების შექმნისას ვორსი (Worth) მხოლოდ თავისი წარმოსახვითა და გემოვნებით ხელმძღვანელობდა. ევროპელ ქალბატონებს შეეძლოთ, Hჰქონოდათ სპეციალურად მათთვის შექმნილი კაბები პარიზელი დიზაინერისგან იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი საფრანგეთში არ ცხოვრობდნენ. კლიენტების თავისუფლება კი ფერებითა და ნაჭრით იყო შეზღუდული. ნაპოლეონ III-ის ცოლი და ავსტრიის დედოფალი ელიზაბეტი წვეულებებზე სწორედ მისტერ ვორსის კაბებში გამოწყობილი დადიოდნენ.
Gianni Versace
მაღალი მოდა შესანისნავი კომბინაციაა უმაღლესი ხარისხის ნაჭრების, მასალებისა და მრავალსაათიანი მუშაობის. ეს მთელი ფოლოსოფიაა. მაღალი მოდის დიზაინერების სახელები მათთვისაც ნაცნობი და ახლობელია, ვინც ძალიან შორს არის მოდის სამყაროსგან. ესენი არიან გენიოსები: Yves Sain Laurent, Peirre Cardin, Thierry Mugler, Emanuel Ungaro, Christian Lacroix, Jean-Paul Gaultier. თითოეულის სტილი არის უნიკალური და მათი ნამუშევრები შეგვიძლია ხელოვნების ნიმუშად ჩავთვალოთ. მაღალი მოდა - ეს არის ისტორია. დრო შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მოდა უფრო რეალისტური, პრაქტიკული გახდა, მაინც გვახსენებს მის პრივილეგიას - მდიდრული მაღალი ხასირსის ტანსაცმელი. დღეს ეს კაბა მხოლოდ საკიდზე არ არის ჩამოკიდებული, მისი ჩაცმა შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში, და არა მხოლოდ ერთხელ. და დღეს პარიზის მაღალი მოდის სცენა დაპყრობილი აქვთ ახალ მეფეებს, რომლებიც გასული საუკუნის ოსტატებს ცვლიან. ისინი ახალგაზრდები, ნიჭიერები და ამბიციურები არიან, ეს არის “ახალი ტალღა”. მაღალი მოდის მომავალი მათ ხელშია.
Madeleine Vionnet
ტერმინი Haute couture იურიდიულად დაცულია. კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოდის სახლი მაღალი მოდის კატეგორიაში გადადის შეიქმნა 1945 წელს და განახლდა 1992-ში. წესები ძალიან მარტივია, მინიმუმ 50 კაცი უნდა მუშაობდეს სამკერვალოში, მოდის სახლმა წელიწადში 2-ჯერ, პარიზში პრესას უნდა წარუდგინოს კოლექცია (გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთრის კოლექციები). თითოეულ კოლექციაში ყველაზე ცოტა 35 მოდელი უნდა იყოს წარმოდგენილი – როგორც დღის, ასევე საღამოს წვეულებებისთვის.
Chambre syndicale de la haute couture- ს დიზაინერები: Adeline André, Alexis Mabille, Atelier Gustavo Lins, ChanelChristian Dior, Christophe Josse, Franck Sorbier, Giambattista Valli, Jean Paul Gaultier, Maurizio Galante. Maison Martin Margiela, Stéphane Rolland. უცხოელი წევრები: Elie Saab, Giorgio Armani, Valentino, Versace, მოწვეული წევრები: Alexandre Vauthier, Béatrice Demulder, Ferrant Bouchra, JarrarHervé L. LerouxIris Van Herpen, Julien Fournié, On Aura Tout Vu, Rad Hourani, Yiqing Yin, Zuhair Murad
Yves Saint Laurent
Christian Dior
Madame Grès
Jeanne Lanvin
house of the worth 1892
Author: Mariam Archvadze
great :)
ReplyDeleteThank you :)
Delete