Snapchat - ახალი სივრცე სოციალურ სამყაროში!
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება თუ რა არის SNAPCHAT, რომ გადმოიწერეს მაგრამ ვერაფერი ვერ გაუგეს და წაშალეს, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა პოსტი თუ რას ნიშნავს ეს აპლიკაცია.
Digital World, Social Media - ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშნველოვანია დღეს ნებისმიერ სფეროში.
Facebook, Twitter, Instagram, Pinterest და ახლა უკვე SNAPCHAT.
თუ რამდენიმე ხნის წინ ადამიანის CV და პორტფოლიო იყო საინტერსო, ახლა უბრალოდ ინსტაგრამის გვერდით შეიძლება კონკრეტული პიროვნების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება ე.წ. Follower-ებისა და Like-ების მეშვეობით, ამ ყველაფრის გამო კი ინსტაგრამი აღარ არის ისეთი ბუნებრივი როგორიც იყო.
ჩვენ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ სტატიასა თუ პოსტს ვაწყდებით იმის შესახებ, რომ ადამიანები სპეციალურად ინსტაგრამისთვის ქმნიან სხვადასხვა ვიზუალებს, რაც რეალობისგან საკმაოდ შორს არის.