Thursday, February 25, 2016

DOTS - New Brand on Georgian Mass Market


#findyourdots - ეს ჰეშთაგი ბოლო პერიოდის განმავლობაში ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში. DOTS - მოდის სახლ "მატერიას" ახალი ბრენდია, რომელსაც ახალგზარდა ქართველი დიზაინრების ნამუშევრები აერთიანებს.  ამჟამად 6 დიზაინერის კოლექცია იქნება წარმოდგენილი მაღაზიაში, რომლის გრანდიოზული გახსნა 26 თებერვალს იგეგმება.  
მინდა ჩემი დიდი სიხარული გამოვხატო იმის შესახებ, რომ ახლა უკვე ნამდვილად შესაძლებელი იქნება ყველა ადამიანისთვის ჩაიცვას ქართული ტანსაცმელი, რაც ასევე ბრენდის დევიზია " WEAR GEORGIAN".
DOTS იქნება მას მარკეტზე გათვლილი ბრენდი, ძალიან მისაღები ფასებით, საინტერესო ტენდენციური სამოსითა და მაღალი ხარისხით.
ალბათ, დაგაინტერესებთ კონკრეტულად რა ეღირება ამ ბრენდის სამოსი?
ფასები 40 ლარიდან 395 ლარამდე მერყეობს. 

ასევე ბრენდი იქნება გამორჩეული თავისი კონცეფციით.  გახსნისთვის ონლაინ მაღაზია MORE IS LOVE- ის კუთხეს იხილავთ მაღაზიაში რაც სამომავლოდ შეიძლება სხვადასხვა თემებით შეიცვალოს, როგორიც არის მხატვრობა, მუსიკა და ასე შემდეგ. 
სამომავლოდ ბრენდი ბევრ ცნობილ დიზაინერთან გეგმავს კოლაბორაციას, რაც კიდევ უფრო დიდი შანსია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქართველი დიზაინერების სამოსი მოსწონს.
მე კი გადავწყვიტე მაღაზიის გახსნამდე მომერგო DOTS-ის კოლექცია და თქვენთვის ახალ ინფორმაციასთან ერთად, გარკვეული შთაბეჭდილება შემექმნა, თუ რა ტიპის სამოსი იქნება წარმოდგენილი ამ ბრენდის სახელით. 


ფოტო: ILIA TOIDZE







მაღაზიის ფოტოები





ასევე გამოვა DOTS-ის ყოველთვური გაზეთი, სადაც ყველა სიახლე, კოლექციები და პროექტები იქნება წარმოდგენილი.





დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DOTS-ის FB გვერდს: https://www.facebook.com/DOTS-1665850800345370/?fref=ts

Instagram: @dotstbilisi

1 comment:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...