Monday, June 5, 2017

EISENBERG PARIS - ექსკლუზიურად ლუტეციაში


EISENBERG PARIS უკვე მეორე წელია საქართველოში ლუტეციას მაღაზიათა ქსელშია წამროდგენილი. ბრენდი ყოველთვის ანებივრებს თავის მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციით, სიახლეებით და ახლახან ქართული მედიის წარმომადგენლებს ბრენდის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი შეხვდა.

პრესკონფერენცია რესტორან-ლაუნჯ „აკადემიაში“ წარიმართა, სადაც ისინი გაეცნენ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი. EISENBERG PARIS (აიზენბერგ პარიზი) პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“-მ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2015 წელს შესთავაზა. ეს არის ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მოვლისა და პარფიუმერული საშუალებების ფართო სპექტრით. 

EISENBERG PARIS-ის კანის მოვლის საშუალებები გამოირჩევა 15-წლიანი კვლევის შედეგად შემუშავებული TRIO-MOLECULAR ® ფორმულით, რომელიც შეიცავს სამ მოლეკულას. ეს აღმოჩენა არის EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივი და დაპატენტებულია მსოფლიოს მაშტაბით. იგი აღადენს, აჯერებს ჟანგბადით და ენერგიით მუხტავს კანს. სევე როგორც ქალის ასევე მამაკაცის მოვლის საშალებები გამოირჩევა ძვირადღირებული და ბუნებრივი კომპონენტებით.


ბრენდისგან საჩუქრად მივიღე ულტრა-დამატენიანებელი საშუალება სპეციალურად მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის! შესაძლებელია მისი გამოყენება ბავშვის ნაზ კანზეც კი... ბრენდის შემოსვლის დღიდან, მისი პროდუქციის მომხმარებელი ვარ. წარმოუდგენელია გქონდეს შეხება Eisenberg Paris-თან და არ გახდე მასზე დამოკიდებული.

ეს არის კრემი, რომელიც ატენიანებს, კვებავს, ამშვიდებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ანიჭებს მას ჯანსაღ იერს! ექსკლუზიური TRIO-MOLECULAR® ფორმულით გაჯერებული ულტრა-კომფორტული საცხი თქვენი კანის კომფორტისთვის! ამასთანავე, შეიცავს შიის კარაქსა და ბისაბილოლს, რომელიც ჯადოსნურ სირბილესა და სინაზეს მატებს კანს. გამოყენების შედეგად, კანი გლუვი, მოვლილი და ჯანმრთელია. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ!


3 comments:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...