იტალიაში გატარებული ზაფხულის შემდეგ, სწორედ Weekend Max Mara-მ შეძლო ჩემი უკან დაბრუნება რომაულ არდადაგებში, იტალიური მუსიკით, გარემოთი და ულამაზესი კოლექციით.
იტალიური საღამო, რომელზეც თბილისში დიდხანს ისაუბრებენ - ეს თბილისის მოდის კვირეულის გახსნის წვეულებაა, რომელსაც Weekend Max Mara-მ სასტუმრო რადისონში უმასპინძლა. იტალიური სამზარეულო და ლიმონელო, სალომე ბაკურაძის საოცრად შესრულებული იტალიური სიმღერები და DJ რომლის მუსიკამაც ყველა ააცეკვა.
ეკა კვანტრიშვილი (Weekend Max Mara-ს წარმომადგენელი საქართველოში) და თაკო ჩხეიძე (თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი)
იტალიურ საღამოს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები, უცხოელი სტუმრები, ცნობილი ადამიანები, მოდის მოყვარულები და ბლოგერები ესწრებოდნენ.
საღამოზე Weekend Max Mara-მ 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია - „შატმის“ წარმოადგინა. „ჯეო მოდელსის“ გოგონებმა საოცრად კომფორტული და დახვეწილი პალტოები, კაბები, ფეხსაცმელი და ნაქსოვი სამოსი მოირგეს. ამ სეზონზე იტალიურმა ბრენდმა ყველაზე იდუმალი და ცოცხალი ცხოველი - კატა აირჩია, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ფუფუნების, კომფორტის და სიმდიდრის სიმბოლოდ. სწორედ ამიტომ შექმნა Weekend Max Mara-მ ფისოებით შთაგონებული კოლექცია, რომლის დებიუტიც მილანის მოდის კვირეულზე შედგა.
Weekend Max Mara წარმოადგენს Max Mara Group-ის "Life-style" ხაზს. ის თავდაპირველად 1984 წელს შეიქმნა როგორც ვიქენდზე ჩასაცმელი იდეალური ტანსაცმელი. წლების განმავლობაში განვითარდა და გახდა ის ბრენდი რაც არის დღეს. მდიდრული და დახვეწილი Weekend Max Mara მოიცავს სამოსის მრავალ კატეგორიას: ძვირფასი პალტოები, ყველანაირი ნაქსოვი სამოსი, პერანგები, მაისურები, ჯინსის სამოსი და ბევრი სხვა, რომელსაც სრულყოფილს ხდის აქსესუარების სრული არჩევანი (ფეხსაცმელი, ჩანთები, შარფები, ქამრები, შალის მოსასხამები და სამკაული,) იმისთვის რომ ქალბატონებმა გამოიყენონ ნებისმიერ ვითარებაში.
თბილისის მოდის კვირეულის დროს რესპუბლიკაში Weekend Max Mara-ს ბრენდირებული კუთხე იყო წარმოდგენილი, სადაც მოსულ სტუმრებს შესალებლობა ჰქონათ ბრენდის უახლესი კოლექციის პალტოები მოერგოთ და უფრო ახლოდან გაცნობოდნენ Weekend Max Mara-ს , როგორც ძალიან გემოვნებიან, ტენდენციურ და ხარისხიან ბრენდს.
Weekend Max Mara თავის კოლექციებში იყენებს ძალიან მრავალფეროვან და ხარისხიან ქსოვილს დაწყებული ტილოდან დამთავრებული ტვიდით, ქაშმირით და აბრეშუმით. ყოველივე ეს, თავისი გამოგონილი ფერებით, პრინტით და საოცრად დახვეწილი დეტალებით ქმნის Weekend Max Maras გამორჩეულ სტილს.
Weekend Max Mara მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია 200-ზე მეტი მაღაზიით, მათ შორის არის საქართველოც. იტალიური ბრენდის მოყვარულ ქალბატონებს, უახლესი კოლექციის სამოსის მორგება ჭავჭავაძის #50-ში შეუძლიათ.
Beautiful pictures :) Great event :) I love Max Mara <3
ReplyDeletewww.ivanasworld.com