როდესაც პირველად BESPOKE-ს შესახებ გავიგე, პირველი კითხვა და სურვილი რაც გამიჩნდა, იყო ის, არის თუ არა ასეთი განსაკუთრებული მომსახურება ქალბატონებისთვის?
BESPOKE - ეს გახლავთ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მამაკაცებისთვის, გამოიყურებოდნენ განსაკუთრებულად, გემოვნებიანად და გამორჩეულად.
უკვე მამაკაცებისთვისაც არის შესაძლებელი ინდივიდუალურად ტანისამოსის შეკერვა და რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის ქსოვილით, რომელსაც თავად აირჩევთ სურვილისამებრ BESPOKE-ს მიერ შეთავაზებული კატალოგიდან - Reda, Vitale Barberis Canonico, Loro Piana, Dormeuil... ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლის მატერიასაც ეს კომპანია კერვის დროს იყენებს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ სპეციალურად თქვენსთვის შეიქმნას პიჯაკი, შარვალი, ჟილეტი, პალტო, "ქეჟუალი", სმოკინგი ან ფრაკი? თქვენ უბრალოდ უნდა მიბრძანდეთ BESPOKE-ს შოურუმში, რომელიც დ. ჭონქაძის 14-ში მდებარეობს, აირჩიოთ სტილი, მატერია, სარჩული, ფურნიტურები... შემდეგ კი დაახლოებით 3-4 კვირაში მიიღებთ "Bespoke"-ს, ანუ შეკვეთით გამზადებულ ტანისამოსს.
თუმცა სამსახურიდან გამომდინარე თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ ეწვიოთ BESPOKE-ს შოურუმს, კომპანია ადგილზე მოსვლის სერვისს გთავაზობთ, რაც გულისხმობს სრულ მომსახურებას თქვენთვის სასურველ დროსა და მისამართზე.
იცით თუ არა, რომ მამაკაცების გამოკითხულთა 90%-მა უპირატესობა მიანიჭა "Made-to-Measure" ტექნოლოგიით შეკერილ ტანისამოსს, რადგან ისინი თვლიან რომ სამოსი ამ გზით გაცილებით კომფორტული და სასიამოვნოა სატარებლად. მომხმარებლები ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ ამ ტექნოლოგიით თუნდაც ერთხელ შეკერვის შემდეგ ძალიან რთულია Ready-to-Wear ტანისამოსზე გადასვლა, რადგან სხვაობა საკმაოდ დიდია.
თუ თქვენთვის ხარისხი, სტილი, გემოვნება და კომფორტი მნიშნველოვანია, მაშინ BESPOKE სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენი სურვილების განხორციელებას შეძლებთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ BESPOKE-ს FACEBOOK გვერდს
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog