Calvin Klein არის ბრენდი, რომელთან კოლაბორაციაც პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან დიდი წარამტების საწინდარია. ის, რომ დღესდღეისობით Kate Moss ყველაზე აიქონიქ მოდელი და ქალბატონია, სწორედ მისი CK-სთან თანამშრომლობის შედეგია 16 წლის ასაკში.
CK დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ტენდენციური და და მოთხოვნადი ბრენდია, რომელიც საბედნიეროდ უკვე საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და პირველი მაღაზია "გალერია თბილისში" გახსნა.
როგორც იქნა ლოდინი დასრულად და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის.
თავდაპირველად
ბრენდი Calvin Klein Jeans - ის ლეიბლით წარსდგება და ამასთანავე ფეხსაცმლისა და აქსესუარების
სრულ სპექტრს წარადგენს, მათ შორის: ჩანთებს, საფულეებს, საათებს, CK ბიჟუტერიას, პარფიუმერიასა
და სათვალეებს.
ვფიქრობ, ამ ბრენდის უპირატესობა
მისი სტილის, ხარისხისა და ფასის შესაბამისობაა. ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა
საზღვარგარეთ მოგზაურობისას ამ ბრენდის პროდუქცია, განსაკუთრებით Calvin Klein- ის
თეთრეულის ხაზი - CK Underwear , რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ტენდენციური
პროდუქტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა კი მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის შეძენას
საქართველოშიც შევძლებ, თანაც იგივე ფასად.
ქეით მოსი, ლარა სტოუნი, ქრისტი ტურლინგტონი და არაერთი ტოპ მოდელის კარიერა, სწორედ CK-სთან თანამშრომლობით დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ბრენდი იქცა მათი წარმატების ტრამპლინად მოდის ინდუსტრიაში.
კელვინ კლაინი თავისივე ბრენდის სარეკლამო კამპანიაში
ამერიკული მოდის სახლი 1968 წელს დააარსა დიზაინერმა კელვინ კლაინმა და პირველი მაღაზია ნიუ იორკში გახსნა. ბრენდმა აღიარება მალევე მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ უკვე წამყვანი ამერიკული მოდის ჟურნალის Vogue -ს ყდაზე გამოჩნდა. Calvin Klein-ი 10-ზე მეტ ხაზს, სამოდელო სააგენტოებსა და 2400 მდე მაღაზიას ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.
დღესდღეობით ბრენდ Calvin Klein-ის კრეატიული დირექტორი მოდის მაესტრო რაფ საიმონსი გახლავთ. მისი შემოქმედება ყველამ ერთხმად აღიარა და სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ, Calvin Klein-ისთვის შექმნილი კოლექციისთვის წლის საუკეთესო დიზაინერის ჯილდო მიიღო მოდის 2017 წლის დაჯილდოვებაზე.
სასიხარულოა, რომ ბრენდს საქართველოსთან მიმართებაში დიდი გეგმები აქვს და არ გამოვრიცხავ, თუ ახლო მომავალში, ბრენდის მთავარი ხაზის, Calvin Klein-ის მაღაზიითაც გაგვანებივრებს!
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ტენდენციურობა, ფასი და რაც მთავარია სახელი, მაშინ გეზი აუცილებლად "გალერია თბილისისკენ" უნდა აიღოთ და ეწვიოთ Calvin Klein Jeans-ის მაღაზიას. ჩემი აზრით, ამდენი განსაკუთრებული პროდუქციის ერთობლიობა დიდი ხნის ნანატრი ოცნებაა ქართველი მომხმარებლისთვის.
ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ბრენდის ცნობადობიდან გამომდინარე ფასი არ იქნება ყველასთვის მისაღები. მინდა გაგახაროთ, და გითხრათ, რომ ვინაიდან ბრენდული მაღაზია ოფიციალური ფრანჩაიზის ფარგლებში გაიხსნა, საფასო პოლიტიკა გაიმეორებს ევროპაში არსებული ფასების ზღვრებს და ადაპტირებული იქნება კიდეც ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ Calvin Klein-ის იგივე პროდუქციის შეძენა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ანალოგურ ან უფრო მაღალი ღირებულებით იქნება შესაძლებელი.
მარი დაშნიანი ( CK Jeans-ის ბრენდ მენეჯერი) და სერგეი პარფიონოვი (რეგიონალური დირექტორი)
მიხარია, რომ ასევე მომეცა შესაძლებლობა და გავესაუბრე CK Jean-ის რეგიონალურ დირექტორს ბატონ სერგეი პარფიონოვს. როგორც მან აღნიშნა, ბრენდი დიდ ხანს გეგმავდა საქართველოში შემოსვლას და როგორც კი "გალერია თბილისის" გახსნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მაშინვე გადაწყვიტეს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რადგან ლოკაციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ასევე, როგორც მან აღნიშნა, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნას აპირებენ, როგორც თბილისში, ისე ბათუმში.
მე კი ისღა დამრჩენია საახალწლო Wish List-ში თამამად მოვათავსო CK Underwear და ლოდინის გარეშე განვახორციელო ეს სურვილი!
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog