Tuesday, May 29, 2018

Louis Vuitton Resort 2019

Monday, May 28, 2018

Parfois New S/S 2018 Collection Presentation


Parfois-ი პორტუგალიური აქსესუარების ბრენდია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართველ ქალბატონებს ტენდენციური და ხარისხიანი პროდუქციით ანებივრებს. ბრენდის უპირატესობა ნამდვილად არის ტრენდულობა და მისაღები ფასი. 

Wednesday, May 23, 2018

BEST Dress for your BEST Day


Alberta Ferretti

მაისი ეს ის თვეა, როდესაც ქალბატონებში ყველაზე აქტუალური ლამაზი და საინტერესო კაბების დიზაინის ძიებაა. დაახლოებით 3 საათი გავატარე 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ყველა კოლექციის თვალიერებაში იმის იმედით, რომ თქვენთვის საინტერესო კაბების დიზაინს შევარჩევდი. იმედი მაქვს მოგწონთ და დაგეხმარებათ ჩემი არჩევანი.

Wednesday, May 16, 2018

Raffia Bag for NOW


თუ აქამდე დაწნილი ჩანთა მხოლოდ ზღვის სეზონთან ასოცირდებოდა, ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდია, რომელიც ყველანაირ სტილზე შეგიძლიათ მოირგოთ. ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და სასიხარულო სიურპრიზი იყო, როდესაც ზუსტად ისეთი დიზაინი, როგორიც მომწონდა, მაღაზია Parfois-ში აღმოვაჩინე. თუ გსურთ ტენდენციური ჩანთის შეძენა, მაშინ აქცენტი აუცილებლად ე.წ. "Raffia" ჩანთაზე გააკეთეთ, რომლის ფასი  ფასი სულ რაღაც 79 ლარია.

Thursday, May 10, 2018

თმის სტრუქტურის სამკურნალო - გამაჯანსაღებელი პროცედურა


ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ თმის სიჯანსაღე და სილამაზეა, შესაბამისად, ძალიან ვცდილობ, მაქსიმალურად მოვუარო თმას, თუმცა ექსპერიმენტების ჩატარებაზეც ვერ ვამბობ უარს რაც თმის დაზიანებას და სტრუქტურის დარღვევას იწვევს.

Monday, April 30, 2018

Best Accessories for Prom Nights

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშნველოვანი ეტაპის დასრულება და ახალი ცხოვრების დაწყება სკოლის დამთავრებას უკავშირდება. შესაბამისად PROM NIGHTS ამ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გოგონებისთვის. გთავაზობთ, ჩემი აზრით, ტენდენციურ "clutch"-ებსა და მასიურ ლამაზ აქსესუარებს, რომელიც PARFOIS-შია წარმოდგენილი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდეს ყველა გოგონა. PARFOIS კი სწორედ ის ადგილია, სადაც ძალიან ტენდენციური და მოდური აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი საკმაოდ მისაღებ ფასად.

Friday, April 27, 2018

Orange Addiction for Spring


 Photo by Guram Kapanadze

როგორც არასდროს, ისე მიყვარს ამ სეზონზე ფერადი და მკვეთრი სამოსი. ამიტომ არჩევანი უკრაინული ბრენდის SAYYA-ს პალტო/კაბაზე გავაკეთე, თუმცა აქსესუარების გარეშე დამეთანხმებით არცერთი ლუქი არ არის დასრულებული. 
PARFOIS ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მაღაზიაა, სადაც ძალიან მისაღებ ფასად ტენდენციური აქსესუარების შეძენა არის შესაძლებელი.  ფეხსაცმლის ფორმა და ფერი ნამდვილად ამ სეზონის MUST-HAVE ია, რომელიც  დაწნილი მრგვალი დაბალი ქუსლით კიდევ უფრო  ტენდენციურია. ასევე ძალიან მომწონს Parfois-ს ჩალისფერი ჩანთა, რომელიც ზუსტად შეესაბამება ფეხსაცმელს, ძალიან კომფორტული ზომა და ფორმა აქვს.

Tuesday, April 17, 2018

Season's MUST-HAVES at Parfois


ყოველთვის ძალიან მომწონდა ბრენდი Parfois. ჩემი აზრით, არცერთი outfit-ი დასრულებული არ არის, თუ ქალბატონს შესაბამისი აქსესუარები არ უკეთია. ბრენდი Parfois არის ისეთი ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ ეშინიათ ჩარჩოების, უყვართ მოდა, მრავალფეროვანი აქსესუარები და რა თქმა უნდა სამყარო, რომელშიც სურთ საკუთარი ადგილი მყარად დაიმკვიდრონ. 

Wednesday, April 11, 2018

Tbilisi Fashion Week F/W 2018


თბილისის მოდის კვირეული იწყება.  
2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

Tuesday, April 10, 2018

Shoes to wear right NOW!


2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ამ სეზონზე ფერადი ღია და დახურული ფეხსაცმელებია აქტუალური. ოთკუთხედი ან მრგვალი მინიმალისტური სტილის ცხვირითა და ოთკუთხედი დაბალი ქუსლით.  ეს არის პერიოდი, როცა ტენდენციასთან ერთად კომფორტი გარანტირებულია. შეაჩერეთ აქცენტი პასტელური ან მკვეთრი ტონალობების ფეხსაცმელზე.

Monday, March 26, 2018

Bring CONVERSE Back Into Your Wardrobe!


ყველა სეზონს თავისი MUST-HAVE ახლავს თან. მიუხედავად იმისა რომ კონვერსის კედი მუდამ იყო, არის და იქნება კლასიკა, პერიოდულად მაინც მიივიწყებს ხოლმე საზოგადოება.  ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აქტუალური იყო NIKE-ის Airmax-ები, შემდეგ Adidas Originals, შემდეგ ვინტაჟური Reebok, Puma, FILA, წინა წელს VANS-ის კედები, ახლა კი  CONVERSE-ია აქტუალური!

Thursday, March 22, 2018

ახალი სიტყვა ესთეტიკურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში


ჩემთვის, როგორც მომხმარებელსთვის, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ნებისმიერი მომსახურების მიმართულებით, სასიამოვნო და კომფორტული გარემოა, თუმცა ასჯერ უფრო სასიამოვნოა, როცა პროფესიონალ გუნდთან გაქვს საქმე!

Saturday, February 24, 2018

EISENBERG PARIS-ის ექსკლუზიური არომატები პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაში“


ალბათ გახსოვთ, როდესაც პირველი პოსტი დავწერე აიზენბერგის პროდუქციის  შესახებ, მაშინაც აღვნიშნე რომ ამ ბრენდის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა სანამ კომპანია "ლუტეციამ" არ წარმოადგინა და შემოიტანა საქართველოში. მას შემდეგ მხოლოდ აიზენბერგის ტონალურს და კრემს ვხმარობ. მართლა სასწაული ხარისხია და მიხარია, რომ ამ ბრენდს ვიცნობ.

Tuesday, February 20, 2018

Best Looks From New York Fashion Week


Calvin Klein

ყველაზე მეტად კოლექციების შეფასება მაშინ მიყვარს, როდესაც ერთი კონკრეტული ქალაქის მოდის კვირეული მთავრდება და ყველას ერთად ვათვალიერებ. რათქმაუნდა კონკრეტულ დიზაინერებს სულმოუთქმელად ველი ხოლმე, მაგრამ ამ დროს ძალიან ემოციურად ვარ, მაინტერესებს როგორ კოლექციას წარადგენს მაგალითად რაფ საიმონსი, შემდეგ კი მშვიდ გარემოში ყველა კოლექციის ერთად ნახვა და შეფასება მიყვარს. ვერ ვიტყვი რომ ნიუ-იორკი ჩემი საყვარელი მოდის კვირეულია, ალბათ რამდენიმე დიზაინერს და ბრენდს თუ გამოვარჩევ, მათ შორის: Calvin Klein by Raf Simons რომელიც ყოველთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა სტილის სინთეზია. გამოვარჩევდი ამ სეზონზე Marc Jacobs, რომლის კოლექცია ძალიან მომეწონა, The Row რომელიც თითქოს ვერ გაარჩევ ახალ კოლექციებს ძველი სეზონებისგან, მაგრამ სტაბილურად Minimal / Cool კოლექციებს გვთავაზობს და Victoria Beckham, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.

Monday, February 12, 2018

TIME Georgia New Valentine's Campaign


სიამაყით ვივსები, როდესაც ამ ფოტოებს ვხედავ. მართლაც სასიხარულოა, როდესაც თბილისში, ერევანსა და მინსკში საკუთარ ნამუშევრებს ხედავ. ბრენდ TIME-ის ახალი ვალენტინობის სარეკლამო კამპანიისთვის სწორედ მე ვიმუშავე, როგორც STYLE DIRECTOR-მა. ვალენტინობა ყოველთვის წითელ ფერებთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ავარჩიე წითელი მანქანა, რომ ვალენტინობის ვაიბი უფრო მკვეთრად გამომეხატა. 

Sunday, February 4, 2018

Spring Is Getting Closer


(PHOTOGRAPHED BY DAVID ERISTAVI)

მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ გაზაფხულის მოსვლამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. საკმარისია, მზემ ოდნავ მაინც გამოანათოს, გარდერობში რაც კი ფერადია, ყველაფრის ჩაცმა მინდება. ამინდი ყოველთვის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჩემს განწყობაზე. მიყვარს გაზაფხული, ყვავილები, ფერები....

Wednesday, January 31, 2018

BALMAIN Hair Couture უკვე საქართველოშია


ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, განსაკუთრებით თუ საქმე თმას ეხება. არასდროს მენანება მისი შეჭრა, შეღებვა, თუმცა რათქმაუნდა ამდენი ექსპერიმენტი აზიანებს და აუხეშებს თმას.
პირდაპირ გეტყვით ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიღებე, გავიღიავე თმა, ნამდვილად არ მეგონა ოდესმე მის ხარისხს თუ რამე ეშველებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.

Thursday, January 25, 2018

Valentino Spring 2018 Couture - The Best of Best!


არასდროს ვალენტინოს მაღალი მოდის კოლექცია ისე არ მომწონებია, როგორც ეს. ვალენტინოს ჩვენებები ყოველთვის სტანდარტულად ლამაზი, ნაზი, ჰაეროვანი კაბებით გამოირჩეოდა ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე, მაგრამ 2018 წლის გაზაფხულის "Haute Couture" კოლექციაში პიერპაოლო პიჩიოლიმ ნამდვილი საოცრება მოახდინა . დაწყებული საინტერესო სამოსით, ულამაზესი ფერთა გამით, პრინტებით, ფაქტურებითა და ფორმებით, დამთავრებული ფილიპ ტრისის ქუდებით, რომელმაც მართლაც საოცარი ეფექტი მოახდინა

Monday, January 15, 2018

From High Fashion to High Street


ძვირადღირებული ტანსაცმელი თუ მასმარკეტზე წარმოდგენილი ბრენდები?
დღესდღეობით ტენდენციები მუდმივად იცვლება, ის რაც დღეს აქტუალურია, შესაძლოა ხვალ უკვე მოგვბეზრდეს. რა არის ამის მიზეზი? 
ვფიქრობ, ინტერენტი, სოციალური მედია, ინფორმაციის წამებში გავრცელება და მიწოდება ხდება ამ ყველაფრის მიზეზი. თუ ტენდენციები მუდამ იცვლება, მაშინ რა საჭიროა სამოსში გადავიხადოთ თანხა, რომელსაც სამი ან მეტი ნული აქვს?!
ის ტენდენციები, რასაც მოდის სახლები ჩვენებებში წარმოადგენ, მათ რეალიზაციამდე უკვე ისეთ მაღაზიებშია წარმოდგენილი, როგორებიც გახლავთ H&M, ZARA, TOPSHOP, MANGO, MISS SELFRIDGE და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ მოდის ტენდენციებს თვალს ადევნებთ, მაშინ ადვილი შესამჩნევი იქნება თქვენთვის ამ მაღაზიებში წარმოდგენილი სამოსიდან, რომელზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, თანაც ისე, რომ მისი 6 თვის გამოყენების შემდეგ, არ დაგენანოთ ამ ნივთის გადაგდება, რადგან უკვე ახალი ტენდენცია ხდება აქტუალური.

Thursday, January 4, 2018

RED is the new Black


Max Mara

თუ ვინმე მკითხავს ამ სეზონზე, რომელია ჩემი საყვარელი ფერი, დაუფიქრებლად ვუპასუხებ - წითელი.  2018 წლის ზამთრის კოლექციებს თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ რომ ეს ფერი თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა, როგორც მოდის წამყვან ქალაქებში, ასევე ქართველმა დიზაინერებმა. ტენდენციურია, არამხოლოდ წითელი სამოსი, არამედ წითელი ფეხსაცმელი, ჩანთა და რათქმაუნდა ტუჩსაცხი.

Friday, December 22, 2017

BESPOKE - განსაკუთრებული შესაძლებლობები მამაკაცებისთვის


როდესაც პირველად BESPOKE-ს შესახებ გავიგე, პირველი კითხვა და სურვილი რაც გამიჩნდა, იყო ის, არის თუ არა ასეთი განსაკუთრებული მომსახურება ქალბატონებისთვის?

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...