Monday, November 20, 2017

წამწამები - შეუდარებელი და აუცილებელი აქსესუარი



გულახდილად გეტყვით, რომ ყოველთვის ვერიდებოდი ჩემს გარეგნობაში თუნდაც პატარა ცვლილებების შეტანას. არა იმიტომ, რომ ცუდია ან არ მომწონს, უბრალოდ ექპსერიმენტების მოყვარული არ ვარ, რადგან წინასწარ არასდროს არ იცი მიღებული შედეგი მოგეწონება თუ არა. მაგრამ ის რაც სტუდიო Yin Yang-ში გამოვცადე სრულიად სხვა არის.

უკრაინელი პროფესიონალებით დატვირთული გუნდი, რომლებმაც ზუსტად იციან თავიანთი საქმე. პირველი, რაზეც ცოტა რთულად, მაგრამ მაინც დამითანხმეს წამწამების დაგრძელება გახლდათ.



Before

მათ აქვთ წამწამების დაგრძელების 3D ეფექტი, რომელიც ყველაზე პოპულარული პროცედურაა ბოლო დროს. წამწამები - შეუცვლელი აქსესუარია თანამედროვე და მოდური გოგონასთვის.  Yin-Yang სტუდიოს პროფესიონალები ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ექცევიან იმისათვის, რომ წამწამი ნატურალურად გამოიყურებოდეს და შედეგიც ეფექტური იყოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქციას იყენებენ. 


 წამწამების გაკეთების შემდეგ აღარ არის საჭირო გაიკეთოთ ყოველდღიური მაკიაჟი. თვითონ პროცედურა სასიამოვნოა, უმტკივნეულოა და დაახლოებით 2 საათამდე გრძელდება. ამ პროცედურის ღირებულებაა 100 ლარი. ეს არის საიუველურო სამუშაო. ყოველ თქვენს წამწამს ემაგრება 3D წამწამი. თითო თვალზე მაგრდება დაახლოებით 100-150 ცალი. 


After

პირდპირ გეტყვით, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. საერთოდ არ ველოდი ასეთ კარგ შედეგს, რადგან არასდროს მიცდია. ასევე ხშირად მინახავს დაგრძელებული წამწამი, რომელსაც ეტყობა, რომ დაგრძელებულია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან გამაღიზიანებელია. ეს კი სრულიად ბუნებრივი, ნატურალური ეფექტის მქონე წამწამია, რომელიც არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის.


წამწამების შედეგით აღფრთოვანებულმა ფრჩხილების გაკეთება და თმის ფერის შეცვლაც ვანდე უკრაინელ სტილისტებს.


სასიხარულოა, როცა უსიტყვოდ ესმით შენი. როდესაც დაუფიქრებლად ვთხოვე რომ თმის გამუქება მინდოდა, დაჟინებით მთხოვა, რომ ჩემი თმის ფერი შემენარჩუნებინა. ფაქტიურად დაკარგული ფერი გაუცოცხლა ჩემს თმას და სიბზინვარე შეჰმატა. კიდევ რის გამოც განსაკუთრებით მომეწონა ეს სალონი არის ის, რომ თითქმის არ მინახავს თბილისში არსად, რომ სავარცხლები სტერილიზდებოდეს. Yin-Yang Studio-ში კი ყველაფერს უკეთდება სტელირიზაცია.


ალბათ გელ-ლაქის გაკეთებაც გამართლებაზეა. ვფიქრობ ამ სალონის უპირატესობა, უკრაინიდან ჩამოყვანილი  გუნდია, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ უნდა მოემსახურონ კლიენტს.



თუ ჯერ არ იცით, ვის ანდოთ თქვენი გარეგნობა, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ამ სალონს. მომსახურება და ხარისხი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.



მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 32ა. ტელ: 598320008

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს





1 comment:

  1. God Bless Edward Jones Loans for Helping Me In Time Of Need {Jonesloanfinance@yahoo.com}

    Good Day I am Vanessa Cowen from California and i have a broken up business, until i found this company who help me to gain a loan for business, and now i want to used this short medium to congratulate the company for the fast and safe funds they loan to me without any form of delay, i loan 180,000.00USD from the company at a very low interest rate of 2% to save my business and lots more. i first saw their mail on the internet, everyone always give testimony for what they did, so i quickly contacted them and they all did everything for me without stress and my funds was sent to my account within 24hrs, i was surprise and feel glad, now i now have a standard business control agent who help me, now i will advice those who need urgent loan to contact them now via email : {jonesloanfinance@yahoo.com} OR Text him +1(307) 217-5388..

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...