Saturday, November 11, 2017

Pernille Teisbaek - Scandinavian Style Star


ალბათ ყველას გვყავს Style Icon-ი, ან თუ ამას არ ვაღიარებთ, მაშინ აუცილებლად არსებობენ ადამიანები, რომელთა სტილიც ნამდვილად მისაბაძი და ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის. ჩემი მოდის სფეროში მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი ქალბატონი გამხდარა საინტერესო თავისი ჩაცმულობის გამო, მაგრამ არცერთი ყოფილა ისე ორგანულად საინტერესო, როგორც პერნილ თაისბექი.
იგი 15 წელია უკვე, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფლუენსერია. 2012 წელს მან თავისი ბლოგი Lookdepernille შექმნა და დაიწყო მუშაობა როგორც ფრილანსფერმა მოდის სტილისტმა. 





მას არ სჭირდება 2 ასისტენტი, Make-up არტისტი, ფოტოგრაფები, კარგად შერჩეული ლოკაცია და ხელოვნურად შექმნილი გარემო იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს და Cool outfit-ის ფოტო განათავსოს საკუთარ სოციალურ მედიაში. 




იგი გახლავთ წიგნის "Dress Scandinavian" ავტორი და ვფიქრობ, ეს წიგნი ყველა Fashion სტილისტის თაროზე უნდა იკავებდეს დამსახურებულ ადგილს.


სკანდინავიური სტილი ხომ ძალიან ტენდენციურია, თან იმდენად, რომ ბევრმა არც იცის რა ჰქვია სტილს, რომელსაც ასე თავმომწონედ ირგებენ.




პერნილ თაისბექი ინფლუენსერობასა და სტილისტობასთან ერთად, Social Zoo-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორიც გახლავთ. კომპანია, რომელიც ზრუნავს ბრენდების მარკეტინგულ განვითარებაზე მოდის ინდუსტრიაში.
მე კი ასე თამამად არასოდეს მითქვამს, რომ თუ ვინმეს სტილი განსაკუთრებულად მომწონს, ეს პერნილ თაისბექი გახლავთ!


No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...