აქსესუარის გარეშე რომ სამოსი დაუსრულებელია, ალბათ, უდავოა, მაგრამ ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, თუ რამდენი სტილის ჩანთა ან სხვა აქსესუარი უნდა გვქონდეს, რომ გამოვიყურებოდეთ მოდურად? ასეთ დროს, ალბათ, დიდი მნიშვნელობა, ტენდენციურობასთან ერთად, ხარისხს და ფასს ენიჭება. სწორედ ამიტომ მიყვარს PARFOIS-ის მაღაზიათა ქსელი. აქ შეძლებთ ერთდროულად ტენდენციური, ხარისხიანი აქსესუარები აარჩიოთ მისაღებ ფასად. იმისთვის, რომ თქვენ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ არჩევანის გაკეთება, 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ტრენდების გათვალისწინებით სხვადასხვა აქსესუარების Mix & Match გავაკეთე და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.
პირველივე ფოტოზე აქენტი ე.წ. გველის ტყავის პრინტის მქონე ფეხსაცმელზე გავაკეთე, რომელსაც Camel ფერის ჩანთა შევუხამე და ტონები ღია პასტელური ცისფერით გავამრავალფეროვნე. ვფიქრობ, ეს აქსესუარები საკმაოდ დახვეწილ და საინტერესო ვიზუალს შეგიქმნით, როგორც ყოველდღიურ, ისე საღამოს ლუქის არჩევის შემთხვევაში.