ბრენდ "აიზენბერგ"-ის შესახებ ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ ჩემს ბლოგზე პოსტი. მიხარია, რომ 4 წლის წინ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციას" დახმარებით "აიზენბერგი" აღმოვაჩინე და დღემდე მისი ერთგული მომხმარებელი ვარ. ძალიან მიყვარს ეს ბრენდი და მისი პროდუქცია, რადგან საკმაოდ მგრძნობიარე კანი მაქვს და ყველა ბრენდს ვერ ვანდობ ჩემს სახის კანს.
ჩემს საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ემატება დაბინძურებული გარემო, გამონაბოლქვი,ულტრაიისფერი სხივები, არაჯანსაღი საკვები. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან უკვე 32 კვირის ორსული ვარ, ამ ყველაფერს თან ახლავს უძილობა და სტრესიც. სრულიად შემთხვევით "აიზენბერგი"-ს დახლზე ეს ანტი-სტრესული დეტოქს კრემი აღმოვაჩინე, რომლითაც გაოცებული ვარ და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ.
ექსკლუზიური სამი მოლეკულის კომპლექსითა და შიის კარაქით გაჯერებული Anti-Stress Treatment უზრუნველყოფს კანის დაცვას სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორების, თავისუფალი რადიკალებისა და აგრესორების წინააღმდეგ. ის ამშვიდებს კანს, ავსებს ენერგიით, აღადგენს, ატენიანებს და ანეიტრალებს ყოველგვარი სტრესის მოქმედებას მასზე. არის საუკეთესო დეტოქსიც. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ! და რაც მთავარია არის ყველა ტიპის კანისთვის!
მას შემდეგ რაც მისი მოხმარება დავიწყე, ვგრძნობ, როგორ შეიცვალა ჩემი კანის სტრუქტურა, ფაქტურა, ფერი, იერი. თითქოს უფრო გამიჯანსაღდა კანი, თან საკმაოდ მოკლე პერიოდში. მშობიარობის შემდეგაც ვფიქრობ მის გამოყენების, რადგან მგონია, სწორედ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად დამჭირდება სტრესისა და უძილობისას.
თქვენ კი სიხაურლით მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან, 11-13 ოქტომბრის ჩათვლით სწორედ ამ განსაკუთრებული პროდუქტს 40% იანი ფასდაკლებით შეიძენას შეძლებთ "ლუტეცია"-ს ნებისმიერ ფილიალში.
ვფიქრობ, არამხოლოდ ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ, არამედ ყველას გვჭირდება ეს პროდუქტი, რადგან, სამწუხაროდ, საკმაოდ დაიბნძურებულ და არაჯანსაღ გარემოში გვიწევს ცხოვრება.
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog