Tuesday, October 2, 2018

Jacadi - საუკეთსო ტანსაცმელი ბავშვებისთვის


სულ რაღაც 2 თვეში დედა გავხდები. როდესაც გავიგე,რომ გოგოს ველოდებოდით, რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა, ყველა გოგოს მაინც გოგო უნდა თითქოს პირველი შვილი. არვიცი ეს მთია თუ რეალობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე იყო. გოგო მინდოდა და მინდოდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ ლამაზი ტანსაცმელები შემეძინა მისთვის.
იმ მომენტიდანვე, როდესაც გავიგე რომ შვილი მეყოლებოდა, ჩემთვის ფიქრებში სულ წარმოვიდგენდი რას და როგორც ჩავაცვამდი. ლამაზად ჩაცმულ ბავშვზე მეტად არაფერი არ მომწონს და ალბათ, ამის შემდეგ ჩემს ჩაცმულობაზე მეტად ბავშვის სამოსზე დავხარჯავ დროს.

გამოგიტყდებით და გეტვყით, განსაკუთრებით არ მიყვარს, როდესაც ბავშვებს სამოსზე დიდი ასოებით ბრენდები აწერიათ, ან გამორჩეულად აცვიათ რომელიმე LUXURY ბრენდის სამოსი. ბევრად უფრო მომწონს, როდესაც ბავშვური გემოვნებიანი სტილი აქვთ.

პირდაპირ გეტვყით გავგიჟდი ამ მაღაზიაზე. Jacadi ფრანგული ბავშვის ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდია. როდესაც პირველად მოვხვდი ამ მაღაზიაში ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, აი ზუსტად ის მაღაზიაა, რომელიც მაშინ ჩემს ფიქრებში მქონდა. ძალიან გემოვნებიანი, ძალიან დახვეწილი დიზაინის სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, თან რაც მთავარია ხარისხიანი. ეს უბრალოდ ბავშვის ტანსაცმელი არ არის, ამ ბრენდის უკან უამრავი დიზაინერი მუშაობს, რომლებიც სპეციალურად ქმიან გამორჩეულ ბავშვის კოლექციებს. NEWBORN-ის სექციასთან რომ მივედი, კონსულტანტმა აღნიშნა აქ ყველაფერი 100% ით ნატულაურია, საღებავებიც კი, რომელიც გამოყენებულია პრინტებში, არაქიმიურიაო. 

რათქმაუნდა ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გემოვნებიან ტანსაცმელთან ერთად, დარწმუნებული უნდა ვიყო რომ მის ხარისხში.
უამრავ ლამაზ ტანსაცმელში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ რამდენიმე ლუქი :) უკვე ავაწყე პატარა ნატალიასთვის, ახლა კი ერთი სული მაქვს როდის ჩავაცვამ.






1 comment:

  1. Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
    Email us opploansllc@gmail.com then fill this information to
    register your name in our data base.

    (1)Your Name:
    (2)Amount needed as loan:
    (3)Phone number:
    (4)Duration:
    (5) Male/Femele:
    (6)Country

    Regards.

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...