აქსესუარის გარეშე რომ სამოსი დაუსრულებელია, ალბათ, უდავოა, მაგრამ ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, თუ რამდენი სტილის ჩანთა ან სხვა აქსესუარი უნდა გვქონდეს, რომ გამოვიყურებოდეთ მოდურად? ასეთ დროს, ალბათ, დიდი მნიშვნელობა, ტენდენციურობასთან ერთად, ხარისხს და ფასს ენიჭება. სწორედ ამიტომ მიყვარს PARFOIS-ის მაღაზიათა ქსელი. აქ შეძლებთ ერთდროულად ტენდენციური, ხარისხიანი აქსესუარები აარჩიოთ მისაღებ ფასად. იმისთვის, რომ თქვენ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ არჩევანის გაკეთება, 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ტრენდების გათვალისწინებით სხვადასხვა აქსესუარების Mix & Match გავაკეთე და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.
პირველივე ფოტოზე აქენტი ე.წ. გველის ტყავის პრინტის მქონე ფეხსაცმელზე გავაკეთე, რომელსაც Camel ფერის ჩანთა შევუხამე და ტონები ღია პასტელური ცისფერით გავამრავალფეროვნე. ვფიქრობ, ეს აქსესუარები საკმაოდ დახვეწილ და საინტერესო ვიზუალს შეგიქმნით, როგორც ყოველდღიურ, ისე საღამოს ლუქის არჩევის შემთხვევაში.
ბორდოსფერი ყოველთვის აქტუალურია ამ სეზონზე, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ცხოველური პრინტი სწორედ ამ ტონალობებშია გადაწყვეტილი. MINI BAG კი ნამდვილი MUST-HAVE ია ამ სეზონზე. ამიტომ ეს ლუქი, ვფიქრობ, აუცილებლად გაამრავალფეროვნებს თქვენს ჩაცმულობას.
კუბოკრული პრინტი სწორედ ის არის, რაც რამოდენიმე სეზონია ძალიან აქტუალურია. საინტერესო გამოვა სხვადასხვანაირი კუბოკრული პრინტების მიქსი, რომელიც ამ შემთხვევში შარფითა და ჩანთით მივიღეთ.
ეს ჩანთა - როგორც კი დავინახე მივხვდი, რომ აუცილებლად მოხვდებოდა ჩემს WISH LIST-ში. ძალიან მოდური ფორმა და ფერები. იმედნად ფერადია, რომ სადა ერთი ტონის სამოსს ძალიან საინტერესოდ წარმოაჩენს.
ცხოველური პრინტი 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ტენდენციაა. ამიტომ სასურველია აქცენტი, სწორედ ასეთი სტილის შარფებზე გააკეთოთ, შეუხამოთ ქუდი და სხვადასხვა აქსესუარები.
No comments:
Post a Comment
Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog