ალბათ გახსოვთ, როდესაც პირველი პოსტი დავწერე აიზენბერგის პროდუქციის შესახებ, მაშინაც აღვნიშნე რომ ამ ბრენდის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა სანამ კომპანია "ლუტეციამ" არ წარმოადგინა და შემოიტანა საქართველოში. მას შემდეგ მხოლოდ აიზენბერგის ტონალურს და კრემს ვხმარობ. მართლა სასწაული ხარისხია და მიხარია, რომ ამ ბრენდს ვიცნობ.
Saturday, February 24, 2018
Tuesday, February 20, 2018
Best Looks From New York Fashion Week
Calvin Klein
ყველაზე მეტად კოლექციების შეფასება მაშინ მიყვარს, როდესაც ერთი კონკრეტული ქალაქის მოდის კვირეული მთავრდება და ყველას ერთად ვათვალიერებ. რათქმაუნდა კონკრეტულ დიზაინერებს სულმოუთქმელად ველი ხოლმე, მაგრამ ამ დროს ძალიან ემოციურად ვარ, მაინტერესებს როგორ კოლექციას წარადგენს მაგალითად რაფ საიმონსი, შემდეგ კი მშვიდ გარემოში ყველა კოლექციის ერთად ნახვა და შეფასება მიყვარს. ვერ ვიტყვი რომ ნიუ-იორკი ჩემი საყვარელი მოდის კვირეულია, ალბათ რამდენიმე დიზაინერს და ბრენდს თუ გამოვარჩევ, მათ შორის: Calvin Klein by Raf Simons რომელიც ყოველთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა სტილის სინთეზია. გამოვარჩევდი ამ სეზონზე Marc Jacobs, რომლის კოლექცია ძალიან მომეწონა, The Row რომელიც თითქოს ვერ გაარჩევ ახალ კოლექციებს ძველი სეზონებისგან, მაგრამ სტაბილურად Minimal / Cool კოლექციებს გვთავაზობს და Victoria Beckham, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.
Wednesday, February 14, 2018
Monday, February 12, 2018
TIME Georgia New Valentine's Campaign
სიამაყით ვივსები, როდესაც ამ ფოტოებს ვხედავ. მართლაც სასიხარულოა, როდესაც თბილისში, ერევანსა და მინსკში საკუთარ ნამუშევრებს ხედავ. ბრენდ TIME-ის ახალი ვალენტინობის სარეკლამო კამპანიისთვის სწორედ მე ვიმუშავე, როგორც STYLE DIRECTOR-მა. ვალენტინობა ყოველთვის წითელ ფერებთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ავარჩიე წითელი მანქანა, რომ ვალენტინობის ვაიბი უფრო მკვეთრად გამომეხატა.
Sunday, February 4, 2018
Spring Is Getting Closer
(PHOTOGRAPHED BY DAVID ERISTAVI)
მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ გაზაფხულის მოსვლამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. საკმარისია, მზემ ოდნავ მაინც გამოანათოს, გარდერობში რაც კი ფერადია, ყველაფრის ჩაცმა მინდება. ამინდი ყოველთვის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჩემს განწყობაზე. მიყვარს გაზაფხული, ყვავილები, ფერები....
Wednesday, January 31, 2018
BALMAIN Hair Couture უკვე საქართველოშია
ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, განსაკუთრებით თუ საქმე თმას ეხება. არასდროს მენანება მისი შეჭრა, შეღებვა, თუმცა რათქმაუნდა ამდენი ექსპერიმენტი აზიანებს და აუხეშებს თმას.
პირდაპირ გეტყვით ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიღებე, გავიღიავე თმა, ნამდვილად არ მეგონა ოდესმე მის ხარისხს თუ რამე ეშველებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
Monday, January 29, 2018
Thursday, January 25, 2018
Valentino Spring 2018 Couture - The Best of Best!
არასდროს ვალენტინოს მაღალი მოდის კოლექცია ისე არ მომწონებია, როგორც ეს. ვალენტინოს ჩვენებები ყოველთვის სტანდარტულად ლამაზი, ნაზი, ჰაეროვანი კაბებით გამოირჩეოდა ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე, მაგრამ 2018 წლის გაზაფხულის "Haute Couture" კოლექციაში პიერპაოლო პიჩიოლიმ ნამდვილი საოცრება მოახდინა . დაწყებული საინტერესო სამოსით, ულამაზესი ფერთა გამით, პრინტებით, ფაქტურებითა და ფორმებით, დამთავრებული ფილიპ ტრისის ქუდებით, რომელმაც მართლაც საოცარი ეფექტი მოახდინა
Tuesday, January 23, 2018
Monday, January 15, 2018
From High Fashion to High Street
ძვირადღირებული ტანსაცმელი თუ მასმარკეტზე წარმოდგენილი ბრენდები?
დღესდღეობით ტენდენციები მუდმივად იცვლება, ის რაც დღეს აქტუალურია, შესაძლოა ხვალ უკვე მოგვბეზრდეს. რა არის ამის მიზეზი?
ვფიქრობ, ინტერენტი, სოციალური მედია, ინფორმაციის წამებში გავრცელება და მიწოდება ხდება ამ ყველაფრის მიზეზი. თუ ტენდენციები მუდამ იცვლება, მაშინ რა საჭიროა სამოსში გადავიხადოთ თანხა, რომელსაც სამი ან მეტი ნული აქვს?!
ის ტენდენციები, რასაც მოდის სახლები ჩვენებებში წარმოადგენ, მათ რეალიზაციამდე უკვე ისეთ მაღაზიებშია წარმოდგენილი, როგორებიც გახლავთ H&M, ZARA, TOPSHOP, MANGO, MISS SELFRIDGE და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ მოდის ტენდენციებს თვალს ადევნებთ, მაშინ ადვილი შესამჩნევი იქნება თქვენთვის ამ მაღაზიებში წარმოდგენილი სამოსიდან, რომელზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, თანაც ისე, რომ მისი 6 თვის გამოყენების შემდეგ, არ დაგენანოთ ამ ნივთის გადაგდება, რადგან უკვე ახალი ტენდენცია ხდება აქტუალური.
Wednesday, January 10, 2018
Monday, January 8, 2018
Thursday, January 4, 2018
RED is the new Black
Max Mara
თუ ვინმე მკითხავს ამ სეზონზე, რომელია ჩემი საყვარელი ფერი, დაუფიქრებლად ვუპასუხებ - წითელი. 2018 წლის ზამთრის კოლექციებს თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ რომ ეს ფერი თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა, როგორც მოდის წამყვან ქალაქებში, ასევე ქართველმა დიზაინერებმა. ტენდენციურია, არამხოლოდ წითელი სამოსი, არამედ წითელი ფეხსაცმელი, ჩანთა და რათქმაუნდა ტუჩსაცხი.
Friday, December 22, 2017
BESPOKE - განსაკუთრებული შესაძლებლობები მამაკაცებისთვის
როდესაც პირველად BESPOKE-ს შესახებ გავიგე, პირველი კითხვა და სურვილი რაც გამიჩნდა, იყო ის, არის თუ არა ასეთი განსაკუთრებული მომსახურება ქალბატონებისთვის?
Tuesday, December 19, 2017
What To Wear At New Year's Eve
Saint Laurent
ახალი წელი ახლოვდება და, ალბათ, ყველა ქალბატონს ერთი საფიქრალი აქვს, როგორ გამოიყურებოდეს ამ განსაკუთრებულ დღეს! 2017-18 წლის ტენდენციებს თუ გადაავლებთ თვალს, თამამად და დაუფიქრებლად შეგიძლიათ აქცენტი მბზინავ, ბრჭყვიალა სამოსზე გააკეთოთ, თანაც ასეთი ჩაცმულობა, კიდევ უფრო სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით და დაგეხმარებათ ახალი წელი დაუვიწყარი გახდეს თქვენს ცხოვრებაში.
Saturday, December 16, 2017
CONCRETE - Ultimate simplicity in Aromateque Boutique
უკვე თითქოს ტრადიციად იქცა ის, რომ ახალი წელი პირველად ჩემთვის ყოველთვის Aromateque-ის ნიშ პარფიუმერიის ბუტიკს მოჰყავს თავისი განსაკუთრებული საჩუქრებით. ალბათ, თუ ვინმე მკითხავს, რომელია ჩემი საყვარელი სუნამოს ბრენდი, დაუფიქრებლად, Comme des Garçons-ს ვუპასუხებ. არ მიყვარს გამორჩეულად ქალური, ნაზი არომატები. CDG-ს სუნამოები კი ამ მხრივ ძალიან განსხვავებულია. ჩემს სიხარულს კი საზღვარი ნამდვილად არ ჰქონდა, როდესაც არომატეკას ლამაზ ყუთში შეფუთული CDG-ს ახალი არომატი "CONCRETE" დავინახე.
Wednesday, December 13, 2017
ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში
მას შემდეგ, რაც ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს გაზაფხული/ზაფხული 2018 წლის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ, ბრენდმა ის ექსკლუზიურ მოდელად აიყვანა და მის ახალ Pre-Fall 2018 წლის სარეკლამო კამპანიაში გადაიღო.
Best Destination To Be Trendy
ახალი წელი ახლოვდება და გადავწყვიტე შემოგთავაზოთ საუკეთესო კაბები 2017 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციებიდან. თუმცა, ვფიქრობ, თუ რეალურ შესაძლებლობებსაც არ შემოგთავაზებთ მსგავსი სამოსი სად შეიძინოთ, ჩემი რჩევები პროდუქტიული არ იქნება.
Tuesday, December 12, 2017
Mismatching Earrings You Must Start Wearing Right Now
2017 წლის შემოდგომა/ზამთრის ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია ერთმანეთთან შეუსაბამო ე.წ. "Mismatching" საყურეებია.
Wednesday, December 6, 2017
Calvin Klein-ი უკვე საქართველოშია!
Calvin Klein არის ბრენდი, რომელთან კოლაბორაციაც პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან დიდი წარამტების საწინდარია. ის, რომ დღესდღეისობით Kate Moss ყველაზე აიქონიქ მოდელი და ქალბატონია, სწორედ მისი CK-სთან თანამშრომლობის შედეგია 16 წლის ასაკში.
Saturday, December 2, 2017
Lancôme - ის დაუვიწყარი მასტერკლასები "ლუტეციასგან"
არაფერი ისე არ მაბედნიერებს, როგორც სუნამოზე, კოსმეტიკაზე და თავის მოვლაზე საუბარი. სწორედ ამიტომ მიყვარს "ლუტეცია" ჯგუფი. ამჯერად დაუვიწყარი მასტერკლასები შემოგვთავაზეს Lancôme-ის სილამაზის ექსპერტებისგან.
Wednesday, November 29, 2017
Black Hair Bow
2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ შავი ბაფთა, როგორც თმის აქსესუარი საკმაოდ აქტუალურია. თუ გსურთ თქვენი გარეგნობა საინტერესო, ელეგანტური და ტენდენციური იყოს, აუცილებლად გამოიყენეთ ეს დეტალი, მით უფრო, რომ წარმოდგენილია სხვადასხვანაირი ვარიაციები.
Monday, November 27, 2017
Winter is coming
( Coat H&M Trend, Dress H&M Trend, Bag Charles & Keith, Sunglasses Miu Miu, Shoes Stradivarius)
ვფიქრობ, დროა თბილ შემოდგომას დავემშვიდობოთ და ცივ ზამთარს შევეგებოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სუსხი ცივ ტონალობებთან ასოცირდება, გირჩევთ თქვენი ჩაცულობით გაიფერადოთ დღეები. 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აქცენტი ყვავყილებიან პრინტის სამოსზე, კერძოდ კაბებზე უნდა გააკეთოთ. ასევე ძალიან აქტუალურია მკვეთრად გამორჩეული ფერის ფეხსაცმელი.
Friday, November 24, 2017
პირველად საქართველოში SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას პარფიუმეულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ უმასპინძლა
(Salvatore Ferragamo-ს არაჩვეულებრივი სუნამო Signorina "ლუტეცია" ჯგუფისგან საჩუქრად მერგო )
"ლუტეცია" ჯგუფი ჩემთვის იმ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიასთან ასოცირდება, რომელიც მუდამ სიახლეებით და განსაკუთრებული დღესასწაულებით გამოირჩევა. ეს არის კომპანია, რომლის წყალობით გრძნობ გაზაფხულის შემოსვლას, ან ახალი წლის დადგომას. შესაბამისად ყოველ მათ ღონისძიებას დიდი სიხარულით ვესწრები, მით უფრო რომ საშუალებას გვაძლევენ, ისეთი ადამიანები გავიცნოთ, როგორიც ამ შემთხვევაში ცნობილი იტალიური ბრენდის SALVATORE FERRAGAMO-ს აღასრულებელი ხელმძღვანელი ბ-ნი ლუჩიანო ბერტინელი გახლავთ.
Monday, November 20, 2017
წამწამები - შეუდარებელი და აუცილებელი აქსესუარი
უკრაინელი პროფესიონალებით დატვირთული გუნდი, რომლებმაც ზუსტად იციან თავიანთი საქმე. პირველი, რაზეც ცოტა რთულად, მაგრამ მაინც დამითანხმეს წამწამების დაგრძელება გახლდათ.
Sunday, November 19, 2017
In the mood of fall
( Sunglsasses GEORGE KEBURIA, Knitwear H&M TREND, Skirt and Boots ZARA, Bag Charles&Keith)
H&M ის გახსნას ჩემთვის ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. როდესაც ამბობენ, რომ ეს ყველაზე იაფ-ფასიანი დაბალი ხარისხის ბრენდია, მინდა შეგეკამათოთ, რომ ამ ბრენდს აქვს რამდენიმე ხაზი, მაგალითად Premium Line TREND, ასევე კოლაბორაციები მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მომწონს. არასდროს არ ვიხდი კოლოსალურ თანხას ტანსაცმელში, რადგან მოდა, ტენდენციები მუდმივად იცვლება. შესაბამისად ის, რასაც დღეს ვყიდულობთ, შესაძლებელია ძალიან მოკლე პერიოდში მოგვბეზრდეს და აღარ მოგვეწონოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, მაგალითად H&M TREND-ი, საკმაოდ ხარისხიან, ტენდენციურ და ნორმალური ფასის კოლექციებს გვთავაზობს. შესაბამისად, ჩემს სუბიექტურ სიხარულს, ბრენდის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თამამად გიზიარებთ.
Photographed by David Eristavi
Wednesday, November 15, 2017
Mariam Gvasalia shoes to die for
მარიამ გვასალია ყოველთვის გამოირჩევა ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინით. ფერადი, საინტერესო, განსხვავებული ფორმის ფეხსაცმელები მისი სტილისთვის დამახასიათებელია. წარმოგიდგენთ ახალი კოლექციის ფოტოსესიას, რომელზეც სიხარულით გეტყვით, რომ მე ვიმუშავე, როგორც სტილისტმა.
Monday, November 13, 2017
What to buy right now
ტენდენციები სეზონიდან სეზონამდე იცვლება. თუ გადავავლებთ თვალს 2017/18 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს ვნახავთ, რომ კუბოკრული პრინტი ძალიან ტენდენციურია, ასევე აქტუალობას არ კარგავს ყვავილებიანი ქსოვილებიანი და მკვეთრი ფერის ფეხსაცმელები.
Saturday, November 11, 2017
Pernille Teisbaek - Scandinavian Style Star
ალბათ ყველას გვყავს Style Icon-ი, ან თუ ამას არ ვაღიარებთ, მაშინ აუცილებლად არსებობენ ადამიანები, რომელთა სტილიც ნამდვილად მისაბაძი და ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის. ჩემი მოდის სფეროში მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი ქალბატონი გამხდარა საინტერესო თავისი ჩაცმულობის გამო, მაგრამ არცერთი ყოფილა ისე ორგანულად საინტერესო, როგორც პერნილ თაისბექი.
იგი 15 წელია უკვე, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფლუენსერია. 2012 წელს მან თავისი ბლოგი Lookdepernille შექმნა და დაიწყო მუშაობა როგორც ფრილანსფერმა მოდის სტილისტმა.
It's time to be back!
Photo by Andrew Barber (Omnistyle)
ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა ფიქრობ რა გინდა აკეთო ან შეცვალო შენს ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაში ასეთ მომენტებში ყველაზე მეტად ჩემი ბლოგი მახსენდება, რომელიც 2012 წელს დავიწყე, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უცხო იყო საზოგადოებისთვის. მახსენდება ის მოტივაცია და სტიმული, რომელიც მაშინ მქონდა და მიხარია, რომ ეს ყველაფერი ახლა გაასმაგებული მაქვს, რადგან ქართული გარემო ნამდვილად მზად არის Fashion Blog-ისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)



























