Tuesday, February 26, 2019
Sunday, February 24, 2019
Wednesday, December 5, 2018
Monday, December 3, 2018
Where to Buy Dresses for New Year's Eve
დეკემბრის დადგომასთან ერთად ყველა ქალბატონის აზრები მხოლოდ ერთი იდეისკენ არის მიმართული - თუ რა ჩაიცვან ახალ წელს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღესასწაულია, რომ აუცილებლად უნდა ანათებდეთ, მითმუეტეს, რომ თუ ამ სეზონის ტენდენციებს გავითვალისწინებთ მბზინავი და მკვეთრი ფერები საკმაოდ აქტუალურია.
გადავწყვიტე სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით თბილისში არსებულ მაღაზიებში მსგავსი სტილის სამოსი და აქსესუარები აღმომეჩინა და თქვენთვის გამეზიარებინა, სად და რა ფასად შეძლებთ მათ შეძენას.
Wednesday, October 31, 2018
Mixed & Matched Accessories for Fall 2018
აქსესუარის გარეშე რომ სამოსი დაუსრულებელია, ალბათ, უდავოა, მაგრამ ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, თუ რამდენი სტილის ჩანთა ან სხვა აქსესუარი უნდა გვქონდეს, რომ გამოვიყურებოდეთ მოდურად? ასეთ დროს, ალბათ, დიდი მნიშვნელობა, ტენდენციურობასთან ერთად, ხარისხს და ფასს ენიჭება. სწორედ ამიტომ მიყვარს PARFOIS-ის მაღაზიათა ქსელი. აქ შეძლებთ ერთდროულად ტენდენციური, ხარისხიანი აქსესუარები აარჩიოთ მისაღებ ფასად. იმისთვის, რომ თქვენ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ არჩევანის გაკეთება, 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ტრენდების გათვალისწინებით სხვადასხვა აქსესუარების Mix & Match გავაკეთე და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.
პირველივე ფოტოზე აქენტი ე.წ. გველის ტყავის პრინტის მქონე ფეხსაცმელზე გავაკეთე, რომელსაც Camel ფერის ჩანთა შევუხამე და ტონები ღია პასტელური ცისფერით გავამრავალფეროვნე. ვფიქრობ, ეს აქსესუარები საკმაოდ დახვეწილ და საინტერესო ვიზუალს შეგიქმნით, როგორც ყოველდღიურ, ისე საღამოს ლუქის არჩევის შემთხვევაში.
Wednesday, October 24, 2018
Cowboy Boots - Season's MUST-HAVE
ფეხსაცმელი, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ ამ სეზონზე Cowboy Boots გახლავთ. 2018 წლის შემოდგომის ტენდენციებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სწორედ ასეთ სტილის ფეხსაცმელია, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლამაზი სხეულის ფორმა აუცილებელია, რომ Cowboy Boots მოირგოთ. საკმაოდ პრეტენზიული ფორმა და დიზაინი აქვს, რაც ყველა სტილს არ უხდება, ამიტომ თუ დარწმუნებულები არხართ, ბრმად ნუ მიენდობით ტენდენციებს. მე კი გთავაზობთ, როგორც სხვადასხვა ვარიაცებს, ისე კონკრეტულ მაღაზიებს სად შეძლებთ ასეთი სტილის ფეხსაცმლის შეძენას.
Monday, October 22, 2018
Bags To Buy For Now
ჩანთა, რომელსაც ყველაზე კომფორტულად ვიყენებ ნებისმიერი სტილის სამოსზე. უხდება როგორც ყოველდღიურ, ისე სპორტულ სტილს. არის საკმაოდ კარგი ზომის და დიდი მოცულობის. აუცილებლად გირჩევთ ამ მოდელის შეძენას პარფოისში. ფასი 89 ლარია.
Wednesday, October 10, 2018
საუკეთესო ანტი-სტრესული საშუალება აიზენბერგისგან
ბრენდ "აიზენბერგ"-ის შესახებ ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ ჩემს ბლოგზე პოსტი. მიხარია, რომ 4 წლის წინ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციას" დახმარებით "აიზენბერგი" აღმოვაჩინე და დღემდე მისი ერთგული მომხმარებელი ვარ. ძალიან მიყვარს ეს ბრენდი და მისი პროდუქცია, რადგან საკმაოდ მგრძნობიარე კანი მაქვს და ყველა ბრენდს ვერ ვანდობ ჩემს სახის კანს.
Tuesday, October 2, 2018
Jacadi - საუკეთსო ტანსაცმელი ბავშვებისთვის
სულ რაღაც 2 თვეში დედა გავხდები. როდესაც გავიგე,რომ გოგოს ველოდებოდით, რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა, ყველა გოგოს მაინც გოგო უნდა თითქოს პირველი შვილი. არვიცი ეს მთია თუ რეალობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე იყო. გოგო მინდოდა და მინდოდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ ლამაზი ტანსაცმელები შემეძინა მისთვის.
იმ მომენტიდანვე, როდესაც გავიგე რომ შვილი მეყოლებოდა, ჩემთვის ფიქრებში სულ წარმოვიდგენდი რას და როგორც ჩავაცვამდი. ლამაზად ჩაცმულ ბავშვზე მეტად არაფერი არ მომწონს და ალბათ, ამის შემდეგ ჩემს ჩაცმულობაზე მეტად ბავშვის სამოსზე დავხარჯავ დროს.
Sunday, September 30, 2018
Friday, September 28, 2018
Animal Print - Season's MUST-HAVE
Calvin Klein
ცხოველური პრინტი ამ სეზონის ჰიტია. ტენდენციურია როგორც ვეფხვის, ზებრის, გველის ტყავის და სხვადასხვანაირი პრინტები. თუ გსურთ თქვენც ტენდენციურად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი ამ სტილზე.
Monday, September 24, 2018
Back To Work
სექტემბერი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ იანვარია ყოველთვის ახალი წლის დასაწყისი, ჩემთვის ეს შეგრძნება გამძაფრებულად აქვს სექტემბერს. თითქოს ზაფხულის ცხელი დღეებისა და სასიამოვნო დასვენების შემდეგ ასმაგი ენერგიით და იდეით ვუბრუნდები სამუშაოს.
მიუხედავად იმისა, რომ 7 თვის ორსული ვარ, ეს ყველაფერი საერთოდ არ ცვლის ჩემს აქტიურობას, პირიქით, მემგონი იმაზე მეტს ვმუშაობ ვიდრე აქამდე, თანაც ისე, რომ საერთოდ არ ვიღლები. ალბათ, ეს ყველაფერი საყვარელი საქმის კეთებაა და არა მუშაობა. მალე ძალიან ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით!
მანამდე კი არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თუ ორსულებისთვის ლამაზი ტანსაცმელი საკმაოდ რთული მოსაძიებელია თბილისში, არსებობს აქსესუარების მაღაზია PARFOIS, სადაც არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონის მდგომარეობას, ძალიან ლამაზ და ტენდენციურ ჩანთებსა და აქსესუარებს გვთავაზობს ეს ბრენდი. ჩანთა, რომელზეც არჩევანი გავაკეთე 129 ლარი ღირს, სათვალე კი, რომელიც განსაკუთრებით მომეწონა - მხოლოდ 49 ლარი. გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ PARFOIS-ს მაღაზიათა ქსელს, სადაც ძალიან ბევრ ტენდენციურ აქსესუარს აღმოაჩენთ, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად!
Saturday, September 22, 2018
Wednesday, September 19, 2018
Wednesday, August 29, 2018
Wella - დაარსებიდან დღემდე
Friday, August 24, 2018
“Big Four” Colors Trend
Erdem
ზაფხულის ცხელი დღეების დასრულების შემდეგ, ახალ სეზონთან ტრენდულად შესახვედრად, თითქმის ყველა ქალბატონი ემზადება და ცდილობს განაახლოს, გაახალისოს გარდერობი. მინდა შემოგთავაზოთ დიდი ოთხეულის - პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი და ლონდონის 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიდან ტრენდული ფერები: ცისფერი, იასამნისფერი, ლავანდისფერი, ლურჯი, ყვითელი, წითელი, მალინისფერი და მწვანე. დიზაინერებმა კოლექციებში აქცენტი მკვეთრ და ნათელ ფერებზე გააკეთეს.
Wednesday, August 15, 2018
Violette – ახალი სიტყვა მაკიაჟის სამყაროში
ცნობილი ფრანგი Makeup-Artist-ი და Estee Lauder’s New Global Beauty Director ვიოლეტა, რომელსაც არ უსწავლია პრესტიჟული მაკიაჟის
სკოლაში, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამბობს: „ჩემი შთაგონების წყარო მხავტრობაა, ქანდაკება, არქიტექტურაა, ბუნება და რაც არ უნდა ამბიციურად
ჟღერდეს, ჩემი ეგო“.
Friday, August 3, 2018
ქოქოსის ზეთის უნიკალური თვისებები
სანამ ქოქოსის მულტიფუნქციურ თვისებებს გაგაცნობდეთ, მინდა მისი პრეისტორია მიმოვიხილო.
ქოქოსის ზეთის შესახებ პირველი ჩანაწერი მეხუთე საუკუნეში გვხვდება ეგვიპტელი მოგზაურის კოსტას მიერ, სადაც ის მოიხსენიებს, როგორც „ღვთაებრივ ინდურ თხილს“
Tuesday, July 10, 2018
Thursday, June 28, 2018
Summer Shoes Addiction
89 ლარი
საზაფხულო ფეხსაცმელების სტილი ამ სეზონზე ძალიან მრავალფეროვანია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სწორედ PARFOIS-ს მაღაზიათა ქსელში აღმოვაჩინე ერთდროულად ძალიან ბევრი ტენდენციური ფეხსაცმელი. რაც ყველაზე თავარია, ეს ფეხსაცმელები გახლავთ მართლაც ძალიან კომფროტული, ხარისხიანი და ძალიან მისაღები ფასით. მაღაზიაში წარმოდგენლია როგორც ყოველდღიური, საზღვაო, ისე მაღლქუსლიანი, გამოსასვლელი ფეხსაცმელიც. იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემს მიერ არჩეული მოდელები.
Tuesday, June 19, 2018
Where to buy best Swimsuits for Summer 2018
სულ ცოტა დრო რჩება საზღვაო სეზონამდე, შესაბამისად სწორად შერჩეულ საზღვაო კოსტიუმებსა და აქსესუარებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გადავწყვიტე მომეძია თბილისში სად შეიძლება მისაღებ ფასად ტენდენციური და ხარისხიანი საცურაო კოსტიუმებისა და აქსესუარების შეძენა.
Monday, June 18, 2018
Amazing Experience at Hard Rock CAFE Tbilisi
პირველად Hard Rock CAFE-ში ბარსელონაში მოვხვდი და მალევე მისი თბილისში გახსნის შესახებ შევიტყვე. რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა, რადგან ეს საერთაშორისო დონის სარესტორნო ბრენდია, საინტერესო და განსხვავებული კონცეფციით.
Saturday, June 16, 2018
Chanel-ის სილამაზის საიდუმლო
Chanel-ის სილამაზის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, დახვეწილი და სასურველი პროდუქციაა ნებისმიერი ქალბატონისთვის. ბრენდის მთავარი დამახასიათებელი მიმართულება No Make-up Make-up ია, რაც გულისხმობს იმას, რომ შანელის პროდუქციის მოხმარება არ გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებებს ქალბატონის გარეგნობაში.
Monday, June 11, 2018
Summer Vibes In Town
ზაფხული სწორედ ის სეზონია, როდესაც მუდამ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმა მიყვარს. აქცენტს ყოველთვის მკვეთრ ფერებზე ვაკეთებ, მით უფრო, რომ ამ სეზონზე სწორედ ასეთი ტონალობებია აქტუალური. თუმცა სამოსთან ერთად, აქსესუარებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც სწორად შერჩეულ აქსესუარებს. თუ 2018 წლის ზაფხულის ტენდენციებს გავითვალისწინებთ, ქოშის ტიპის ღია ფეხსაცმელი, დაბალი განიერი ქუსლით და ჩანთა ოქროსფერი მეტალის ხელსაკიდით ნამდვილად ამ სეზოინის ჰიტია, რომელის შეძენას PARFOIS-ის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ.
Wednesday, June 6, 2018
Best Swimwear to Die For
როგორც იქნა მოახლოვდა ზაფხული და იწყება ყველა ქალბატონისთვის საყვარელი მზადების პროცესი საზღვაო სეზონისთვის. ისევე, როგორც ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმების ტენდენციებიც იცვლება სეზონიდან სეზონამდე. 2018 წლის ზაფხულის ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აუცილებლად შევნიშნავთ, რომ ძალიან ფერადი, მხიარული საცურაო კოსტიუმებია აქტუალური, როგორც მთლიანი, ისე 2 piece მაღალწელიანი ბიკინით. სასურველია იქონიოთ ერთი კოლებიანი, როგორც კლასიკური საცურაო კოსტიუმი. ასევე კარგი იქნება, თუ მხიარულ, კერძოთ სხვადასხვა ხილის პრინტიან საცურაო კოსტიუმზე გააკეთებთ აქენტს. ააა და ზოლები!!! ძალიან მოდურია!
Friday, June 1, 2018
Your dream bags are here!
ძალიან ხშირად წავაწყდები ხოლმე ინტერნეტში საინტერესო და ლამაზ ჩანთებს, მაგრამ შემდეგ თბილისში მათი პოვნა და შეძენა ძალიან დიდი პრობლემა ხდება. ვფიქრობ ეს პოსტი დაგეხმარებათ, მარტივად, ძებნის გარეშე სად შეძლებთ ტენდენციური ჩანთების შეძენას.
Tuesday, May 29, 2018
Monday, May 28, 2018
Parfois New S/S 2018 Collection Presentation
Parfois-ი პორტუგალიური აქსესუარების ბრენდია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართველ ქალბატონებს ტენდენციური და ხარისხიანი პროდუქციით ანებივრებს. ბრენდის უპირატესობა ნამდვილად არის ტრენდულობა და მისაღები ფასი.
Wednesday, May 23, 2018
BEST Dress for your BEST Day
Alberta Ferretti
მაისი ეს ის თვეა, როდესაც ქალბატონებში ყველაზე აქტუალური ლამაზი და საინტერესო კაბების დიზაინის ძიებაა. დაახლოებით 3 საათი გავატარე 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ყველა კოლექციის თვალიერებაში იმის იმედით, რომ თქვენთვის საინტერესო კაბების დიზაინს შევარჩევდი. იმედი მაქვს მოგწონთ და დაგეხმარებათ ჩემი არჩევანი.
Wednesday, May 16, 2018
Raffia Bag for NOW
თუ აქამდე დაწნილი ჩანთა მხოლოდ ზღვის სეზონთან ასოცირდებოდა, ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდია, რომელიც ყველანაირ სტილზე შეგიძლიათ მოირგოთ. ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და სასიხარულო სიურპრიზი იყო, როდესაც ზუსტად ისეთი დიზაინი, როგორიც მომწონდა, მაღაზია Parfois-ში აღმოვაჩინე. თუ გსურთ ტენდენციური ჩანთის შეძენა, მაშინ აქცენტი აუცილებლად ე.წ. "Raffia" ჩანთაზე გააკეთეთ, რომლის ფასი ფასი სულ რაღაც 79 ლარია.
Subscribe to:
Posts (Atom)


























