2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური ტრენდი თეთრი შარვალი, ცხოველური პრინტით გაფორმებული ფეხსაცმელი და პერანგი და მასიური აქსესუარებია. ეს ლუქი ყოველდღიურ "Chic" სტილს შეგვიძლია მივაკუთვნოთ.
Wednesday, March 27, 2019
Friday, March 15, 2019
EDGY - სტილი, რომელიც აქტუალობას არ კარგავს
Very Edgy! ხშირად გამიგია ეს კომენტარი ქუჩის მოდის დროს, უყურებ ადამიანს, ვისაც ასე აცვია და ვერ ხვდები რა სტილია. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ფერების, ფორმების, პრინტებისა თუ დიზაინის ტენდენცია. ეს არის უბრალოდ EDGY სტილი, რაც გულისხმობს სამოსის ისე შეხამებას, როგორც იმ მომენტში შენ მოგწონს და ალბათ, როგორც ასე არასდროს არ ჩაგიცვამს.
Monday, March 11, 2019
My Spring Wishlist
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გარდერობის განახლება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პირველი, რაც ყველაზე მეტად მიხარია, ამ პროცესის აქსესუარებით დაწყებაა. ასეთ დროს ყოველთვის მაღაზია პარფოისს ვსტუმრობ, სადაც ვიცი, რომ ტენდენციური და ხარისხიანი პროდუქცია დამხვდება. 2019 წლის გაზაფხულის ტენდენციების მიხედვით ჩემი Wish-list შევადგინე, რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ.
Saturday, March 9, 2019
Yves Rocher - The Secret of Beauty
8 მარტი ალბათ ყველა ქალბატონისთვის საყვარელი თარიღია. ამ დღეს ,ჩვენ ქალები, ერთმანეთს განსაკუთრებულად ვულოცავთ და ვუსვამთ ხაზს ჩვენს სიძლიერეს, მიზანდასახულობას, სილამაზესა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თვისებას.
სილამაზე გამორჩეულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალბატონის ცხოვრებაში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენს კანზე, სხეულზე და ვანებივრებთ სხვადასხვა პროდუქციით. ფრანგული ბრენდი "ივ როშე" სწორედ ის ბრენდია, რომლის სახელიც ბავშობიდან ჩამესმის ყურში. ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე დედაჩემი ბრენდის აქტიური მომხმარებელი იყო, მე კი ჩემთვის ვოცნებობდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ივ როშეს კრემები და სხვა პროდუქცია გამომეყენებინა.
Wednesday, March 6, 2019
როგორ გავაკეთოთ თმის სამაგრი ხავერდის ბაფთა
ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი, თმის მასიური ბაფთებია, რომლის გაკეთებაც სახლის პირობებში არის ძალიან მარტივი. თუ მოგწონთ ეს ტრენდი და ფიქრობთ, მაშინ ეს პოსტი სწორედ თქვენთვის არის. DIY არ მოითხოვს განსაკუთრებულ ნიჭს, თუ ზედმიწევნით შეასრულებთ ყველა ეტაპს.
HERMÈS New Perfume - Un Jardin Sur La Lagune
დღეს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა "ისი-პარი", რომელიც "HERMÈS"-ის პარფიუმერიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ბრენდის ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა.
თუ ერთხელ მაინც გაგიგიათ ერმესის სახელი, მაშინ მისი ცნობილი სუნამოების ხაზი - ბაღების სერია აუცილებლად გეცოდინებათ, რომელიც სხვადასხვა განსაკუთრებულ არომატს გვთავაზობს.
Sunday, March 3, 2019
Happy Mothers Day
3 მარტი, დედის დღე და გრძნობა, რომელიც არაფერს არ შეედრება. მართლაც განსაკუთრებული ყოფილა დედობა. ენით აღუწერელი ბედნიერებაა შვილი და ყველაფერი რაც მას უკავშირდება.
ალბათ, როგორც ყველა დედა, მეც ყველაფერი განსაკუთრებული და საუკეთესო მინდა ჩემი შვილისთვის. ეს შეგრძნება ორსულობის პირველივე თვეებში გამიჩნდა. თუ რამეს ირგვლივ ვამჩნევდი და ვამჩნევ, მხოლოდ ის ნივთებია, რაც ნატალიასთვის მომწონს და მინდა.
Subscribe to:
Posts (Atom)