ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი, თმის მასიური ბაფთებია, რომლის გაკეთებაც სახლის პირობებში არის ძალიან მარტივი. თუ მოგწონთ ეს ტრენდი და ფიქრობთ, მაშინ ეს პოსტი სწორედ თქვენთვის არის. DIY არ მოითხოვს განსაკუთრებულ ნიჭს, თუ ზედმიწევნით შეასრულებთ ყველა ეტაპს.
1. მოიმარაგეთ სახლში წებო( სასურველია ისეთი, რომელიც ნაჭერს კარგად აწეპებს), მაკრატელი, ხავერდის ნაჭერი ( თუ ხავერდი არ გნებავთ და გსურთ მაგალითად ზოლიანი ან კოპლებიანი ქსოვილი, არჩევანი რათქმაუნდა თქვენზეა) და რომელიმე ძველი თმის სამაგრის მთავარი ბაზა, რომელიც უნდა მოხსნათ და მხოლოდ ბაზა დატოვოთ რითიც შემდგომში თმაზე დაიმაგრებთ ამ ბაფთას.
2. არჩეული ქსოვილი უნდა დაჭრათ სამ სხვადასხვანირ ზოლად. აუცილებელია სურათში მითითებული ზომები მიიღოთ თანმიმდევრობით, რათა ბაფთა ლამაზი გამოვიდეს.
3. პირველი ყველაზე დიდი ზომის ამოჭრილ ფორმას ვიღებთ და ბოლოებს ვაწეპებთ. შემდეგ საშუალო ზომის ფორმას ვიღებთ, ვაწეპებთ ბოლოებს და ერთმანეთს ვადებთ, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.
4. მას შემდეგ რაც ცოტა ხანი გავაჩერებთ და კარგად გაშრება ერთმანეთზე დაწეპებული ორი ქსოვილი, შემდეგ უნდა დავუმაგროთ თმის სამაგრის ბაზა, ისევ წებოთი და შემოვაკრათ უკვე ყველაზე პატარა ზომის ფორმა, ისე როგორც სურათზეა და დაველოდოთ გაშრობას. სასურველია ბაფთა ამოატრიალოთ, რადგან კლასიკური სტილის ბაფთას ვაკეთებთ და სწორი ზედაპირი ძალიან უხდება ამ ფორმას.
5. შედეგად ვიღებთ ულამაზეს ხავერდის თმის სამაგრს, რომლის გაკეთებას მართლაც მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება.
თუ მოგწონთ ეს სტილი, გთავაზობთ პოსტს, სადაც თმის სამაგრი ბაფთების ვარიაციებია წარმოდგენილი.
დააჭირეთ ლინქს: Black Hair Bow
Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
ReplyDeleteEmail us opploansllc@gmail.com then fill this information to
register your name in our data base.
(1)Your Name:
(2)Amount needed as loan:
(3)Phone number:
(4)Duration:
(5) Male/Femele:
(6)Country
Regards.
go to my site Dior Dolabuy check here replica dolabuy he has a good point www.dolabuy.ru
ReplyDelete