Monday, March 11, 2019

My Spring Wishlist


გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გარდერობის განახლება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პირველი, რაც ყველაზე მეტად მიხარია, ამ პროცესის აქსესუარებით დაწყებაა. ასეთ დროს ყოველთვის მაღაზია პარფოისს ვსტუმრობ, სადაც ვიცი, რომ ტენდენციური და ხარისხიანი პროდუქცია დამხვდება. 2019 წლის გაზაფხულის ტენდენციების მიხედვით ჩემი Wish-list შევადგინე, რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

1. ეს გახლავთ საყურე მარგალიტის დეტალით, რომელიც ამ სეზონის ტოპ ტრენდია. ის იმდენად მინიმალისტურია, რომ მოუხდება, როგორც ყოველდღიურ, ისე კლასიკურ ლუქს. საყურის ფასი 29 ლარია, რაც ვფიქრობ საკმაოდ ხელმისაწვდომია.


2. ბორდოსფერი ხავერდის ჩანთა, რომლის ფერი და ფორმა ნამდვილად განსხვავებულს გაგხდით. მისი ფასი 99 ლარი გახლავთ.


3. ლოფერები გველის ტყავის პრინტით. იდეალური იქნება თეთრ oversized პერანგთან და მაღალწელიან ჯინსთან ერთად. ფასი 89 ლარი.


4. შავი კლასიკური ჩანთა ოქროსფერი დეტალებით. ძალიან დახვეწილი დიზაინი. ფასი 89 ლარი.


6. ბეჭდები მასიური ფერადი თვლებით. ის,რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ სეზონზე. ცისფერი თვლით ბეჭდის ფასი 19 ლარია, ხოლო დანარჩენი ორის 29 ლარი.


7. ყველაზე მეტად ესეთი ფორმის და სტილის ბოტასები მომწონს. ხაკისფერი კი მართლაც ძალიან ლამაზი ფერია. ბოტასის ფასი 129 ლარია და ის უკვე ჩემ გარდერობშია.


8. გველის ტყავის პრინტი მართლაც აქტუალურია. მოირგეთ ეს ჩანთა სადა ლუქზე. ჩანთის ფასი 89 ლარია, საფულე კი - 59.


9. Classy-Casual ასე დავარქმევდი ჩანთას, რომელიც ძალიან მინიმალისტური, მაგრამ, ამავდროულად, გამორჩეულია ჯაჭვის დეტალით. მისი ფასი 99 ლარი გახლავთ.

ვფიქრობ, საინტერესო ნივთები ავარჩიე, რომელიც აუცილებლად გაუსვამს ხაზს თქვენს მოდურობას. აქსესუარების გარეშე ნებისმიერი ლუქი დაუსრულებელია. პარფოისი  კი სწორედ ის ადგილია, სადაც ყველა აქსესუარი განსაკუთრებული, ფასი კი მისაღებია.




2 comments:

  1. Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
    Email us opploansllc@gmail.com then fill this information to
    register your name in our data base.

    (1)Your Name:
    (2)Amount needed as loan:
    (3)Phone number:
    (4)Duration:
    (5) Male/Femele:
    (6)Country

    Regards.

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...