Friday, March 15, 2019

EDGY - სტილი, რომელიც აქტუალობას არ კარგავს


Very Edgy! ხშირად გამიგია ეს კომენტარი ქუჩის მოდის დროს, უყურებ ადამიანს, ვისაც ასე აცვია და ვერ ხვდები რა სტილია. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ფერების, ფორმების, პრინტებისა თუ დიზაინის ტენდენცია. ეს არის უბრალოდ EDGY სტილი, რაც გულისხმობს სამოსის ისე შეხამებას, როგორც იმ მომენტში შენ მოგწონს და ალბათ, როგორც ასე არასდროს არ ჩაგიცვამს.



ქუჩის მოდის დროს, ძალიან ხშირად ვხვდებით ასეთ ჩაცმულ ადამიანებს. ალბათ ძირითადად მოდის კვირეულების დროს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში EDGY არაკომფორტულიც გახლავთ. თუმცა ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა იყო გამორჩეული და გამოავლინო შენი ხედვა ორდინალურად, რომელსაც განსაკუთრებულად არავინ არ მიიჩნევს და უბრალოდ მოდურობად ჩაითვლება.


იფიქრებდით ოდესმე, რომ შესაძლებელია მოდურად ჩაითვალოს სპორტული Hoodie თანაც მკვეთრად გამორჩეული FILA-ს ლოგოთი, ტყავის წითელი სწორი ქვედაბოლო და იდეაში წითელთან შეუფერებელი ბრონზირებული ბორდოსფერი? თითქოს წარმოსახვით ძალიან უგემოვნო, ერთმანეთთან შეუხამებელი ლუქია, მაგრამ დღესდღეობით ეს შეუხამებლობა ტენდენციურად მიიჩნევა.


ან ვინ იფიქრებდა, რომ თხელ ლამაზ კაბასთან მასიური ბოტასი და 2 ზომით დიდი ქურთუკი იქნებოდა მოდური?


შარვალი, რომელიც იმდენად გრძელია რომ ნაკეცებს იკეთებს და პიჯაკი, რომელზეც ადრე აუცილებლად ვიტყოდით, რომ დიდი გვაქვს და უფრო პატარა გვესაჭიროება?


EDGY სწორედ ის სტილია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს, მაგრამ რომ მკითხოთ კონკრეტულად რა სტილია, ვერბალურად მისი ახსნა ნამდვილად გამიჭირდება. ამიტომ გთავაზობთ ქუჩის მოდიდან ლუქებს, რომლებიც სწორედ ამ სტილს გამოხატავს.















1 comment:

  1. Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
    Email us opploansllc@gmail.com then fill this information to
    register your name in our data base.

    (1)Your Name:
    (2)Amount needed as loan:
    (3)Phone number:
    (4)Duration:
    (5) Male/Femele:
    (6)Country

    Regards.

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...