3 მარტი, დედის დღე და გრძნობა, რომელიც არაფერს არ შეედრება. მართლაც განსაკუთრებული ყოფილა დედობა. ენით აღუწერელი ბედნიერებაა შვილი და ყველაფერი რაც მას უკავშირდება.
ალბათ, როგორც ყველა დედა, მეც ყველაფერი განსაკუთრებული და საუკეთესო მინდა ჩემი შვილისთვის. ეს შეგრძნება ორსულობის პირველივე თვეებში გამიჩნდა. თუ რამეს ირგვლივ ვამჩნევდი და ვამჩნევ, მხოლოდ ის ნივთებია, რაც ნატალიასთვის მომწონს და მინდა.
არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩაცმულობას ძალიან ძალიან დიდ მნიშნველობას ვანიჭებ. თუმცა ლამაზ სამოსთან ერთად, ჩემთვის, როგორც დედისთვის ხარისხი უმთავრესია.
ამიტომ ვგიჟდები ჟაკადიზე. ეს გახლავთ ბავშვების პრემიუმ ტანსაცმლის ბრენდი, ძალიან დახვეწილი, გემოვნებიანი დიზაინით და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით. ორსულობის პირველივე თვეებში დავიწყე ამ ბრენდის სამოსის შეძენა ნატალიასთვის და დღესაც ასე გრძელდება.
გთავაზობთ ჩვენი გარდერობიდან ჟაკადის ლამაზ ტანსაცმელს, რომელსაც ძალიან მალე მოვირგებთ და კიდევ უფრო ლამაზ ფოტოებს შემოგთავაზებთ.
პირველი, რაზეც ჟაკადიში არჩევანი გავაკეთე ახალშობილისთვის აუცილებელი ნივთებია.
წითელი პატარა გულები, რომელიც ჟაკადის სავიზიტო ბარათია. განსაკუთრებით მომწონს სამოსი ამ დეტალებით.
ორთოპედიული ფეხსაცმელი. მართალია ნატალია ჯერ 3 თვისაც არ არის, მაგრამ ეს მოდელი რომ დავინახე, არ შემეძლო არ შემეძინა. ზოგადად ძალიან არ მომოწონს ხოლმე ბავშვის ორთოპედიული ფეხსაცმელები, რადგან ასეთ დროს მთლიანად ხარისხზე არიან ბრენდები ორიენტირებულები. ჟაკადი კი სწორედ ის ბრენდია, სადაც ხარისხთან ერთად, დიზაინიც უმნიშვნელოვანესია.
ვფიქრობ, ჩემი რჩევები დაგეხმარებათ, რომ დღეს, დედის დღეს ისევ თქვენს თავს გაუკეთოთ საუკეთესო საჩუქარი და თქვენს შვილს ლამაზი სამოსი და აქსესუარები შეუძინოთ ჟაკადიში. ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დედისთვის შვილის თითოეული შენაძენი საუკეთესო საჩუქარია.
Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
ReplyDeleteEmail us opploansllc@gmail.com then fill this information to
register your name in our data base.
(1)Your Name:
(2)Amount needed as loan:
(3)Phone number:
(4)Duration:
(5) Male/Femele:
(6)Country
Regards.