Saturday, March 9, 2019

Yves Rocher - The Secret of Beauty


8 მარტი ალბათ ყველა ქალბატონისთვის საყვარელი თარიღია. ამ დღეს ,ჩვენ ქალები, ერთმანეთს განსაკუთრებულად ვულოცავთ და ვუსვამთ ხაზს ჩვენს სიძლიერეს, მიზანდასახულობას, სილამაზესა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თვისებას. 
სილამაზე გამორჩეულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალბატონის ცხოვრებაში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენს კანზე, სხეულზე და ვანებივრებთ სხვადასხვა პროდუქციით. ფრანგული ბრენდი "ივ როშე" სწორედ ის ბრენდია, რომლის სახელიც ბავშობიდან ჩამესმის ყურში. ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე დედაჩემი ბრენდის აქტიური მომხმარებელი იყო, მე კი ჩემთვის ვოცნებობდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ივ როშეს კრემები და სხვა პროდუქცია გამომეყენებინა. 


უკვე 60 წელია, რაც მცენარეული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ფუძემდებელი ბრენდი – "ივ როშე" არსებობს მსოფლიო ბაზარზე. ამ კოსმეტიკის საშუალებით, ნებისმიერ ქალბატონს, მიუხედავად მისი ასაკისა თუ სოციალური სტატუსისა თამამად შეუძლია ხაზი გაუსვას საკუთარ სილამაზეს. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით ის ახერხებს ამოიღოს ყველაფერი საუკეთესო მცენარეებიდან და გვთავაზობს ინოვაციურ, ეფექტურ და მაღალხარისხოვან პროდუქციას.
ქალთა საერთაშორისო დღე ბრენდმა სხვადასხვა სიახლეებით დახუნძლული სასაჩუქრე ყუთით გამილამაზა, რომლის შესახებაც მინდა თქვენც მოგიყვეთ, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენც სასიამოვნოდ გაგაოცებთ "ივ როშეს" ახალი პროდუქცია.



არ შემიძლია არ დავიწყო სწორედ ამ ორი პროდუქტით. ეს გახლავთ სახის მოვლის სერია, ბრძოლა დაბინძრებული გარემოს წინააღმდეგ. ტოქსინები, სტრესი, სიგარეტი - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც სახის კანზე ძალიან ცუდად აისახება. ამიტომ კანს სჭირდება საშუალება, რომელიც აღადგენს და დაიცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ქალაქში თუ რამე გვჭირდება, პირველ რიგში სწორედ ეს ორი პროდუქტია: სახის დასაბანი გელი და დღის კრემი.



ვფიქრობ, ისევე როგორც ჩემთვის, თქვენთვისაც განსაკუთრებული იქნება ეს ორი პროდუქტი. ეს გახლავთ კოცენტრირებული შხაპის გელი და შამპუნი. ივ როშეს ექსკლუზივი! გაინტერესებთ რატომ? ალბათ ყველა დავდივართ სპორტ დარბაზში და სამოგზაუროდ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ამ ორი პროდუქტის ტევადობაა. ორივე პროდუქტი  გამოირჩევა იმით, რომ მიუხედავად მცირე მოცულობისა, ძლიერი კონცენტრაციის გამო, ( 1წვეთი = 1 შხაპს), იგი უტოლდება 400მლ მოცულობის პროდუქტს.


ეს გახლავთ ტანის ძლიერი მკვებავი ლოსიონი კარიტეს ექსტრაქტით, რომელიც კვებავს და აღადგენს კანს!


ასევე განსაკუთრებით მომეწონა ეს პროდუქტი - ტანისა და თმის სურნელოვაი სპრეი, რომელიც ატენიანებს კანს და მთელი დღის მანძილზე სასიამოვნო სურნელით დაგატკბობთ.

ვფიქრობ,ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული პროდუქციით გაანებივროთ საკუთარი თავი ან თქვენი ახლობლები. ივ როშეს პროდუქცია მართლაც საუკეთესოა როგორც ხარისხით, ისე მისაღები ფასით. 

2 comments:

  1. Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
    Email us opploansllc@gmail.com then fill this information to
    register your name in our data base.

    (1)Your Name:
    (2)Amount needed as loan:
    (3)Phone number:
    (4)Duration:
    (5) Male/Femele:
    (6)Country

    Regards.

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...