Friday, December 22, 2017
BESPOKE - განსაკუთრებული შესაძლებლობები მამაკაცებისთვის
როდესაც პირველად BESPOKE-ს შესახებ გავიგე, პირველი კითხვა და სურვილი რაც გამიჩნდა, იყო ის, არის თუ არა ასეთი განსაკუთრებული მომსახურება ქალბატონებისთვის?
Tuesday, December 19, 2017
What To Wear At New Year's Eve
Saint Laurent
ახალი წელი ახლოვდება და, ალბათ, ყველა ქალბატონს ერთი საფიქრალი აქვს, როგორ გამოიყურებოდეს ამ განსაკუთრებულ დღეს! 2017-18 წლის ტენდენციებს თუ გადაავლებთ თვალს, თამამად და დაუფიქრებლად შეგიძლიათ აქცენტი მბზინავ, ბრჭყვიალა სამოსზე გააკეთოთ, თანაც ასეთი ჩაცმულობა, კიდევ უფრო სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით და დაგეხმარებათ ახალი წელი დაუვიწყარი გახდეს თქვენს ცხოვრებაში.
Saturday, December 16, 2017
CONCRETE - Ultimate simplicity in Aromateque Boutique
უკვე თითქოს ტრადიციად იქცა ის, რომ ახალი წელი პირველად ჩემთვის ყოველთვის Aromateque-ის ნიშ პარფიუმერიის ბუტიკს მოჰყავს თავისი განსაკუთრებული საჩუქრებით. ალბათ, თუ ვინმე მკითხავს, რომელია ჩემი საყვარელი სუნამოს ბრენდი, დაუფიქრებლად, Comme des Garçons-ს ვუპასუხებ. არ მიყვარს გამორჩეულად ქალური, ნაზი არომატები. CDG-ს სუნამოები კი ამ მხრივ ძალიან განსხვავებულია. ჩემს სიხარულს კი საზღვარი ნამდვილად არ ჰქონდა, როდესაც არომატეკას ლამაზ ყუთში შეფუთული CDG-ს ახალი არომატი "CONCRETE" დავინახე.
Wednesday, December 13, 2017
ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში
მას შემდეგ, რაც ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს გაზაფხული/ზაფხული 2018 წლის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ, ბრენდმა ის ექსკლუზიურ მოდელად აიყვანა და მის ახალ Pre-Fall 2018 წლის სარეკლამო კამპანიაში გადაიღო.
Best Destination To Be Trendy
ახალი წელი ახლოვდება და გადავწყვიტე შემოგთავაზოთ საუკეთესო კაბები 2017 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციებიდან. თუმცა, ვფიქრობ, თუ რეალურ შესაძლებლობებსაც არ შემოგთავაზებთ მსგავსი სამოსი სად შეიძინოთ, ჩემი რჩევები პროდუქტიული არ იქნება.
Tuesday, December 12, 2017
Mismatching Earrings You Must Start Wearing Right Now
2017 წლის შემოდგომა/ზამთრის ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია ერთმანეთთან შეუსაბამო ე.წ. "Mismatching" საყურეებია.
Wednesday, December 6, 2017
Calvin Klein-ი უკვე საქართველოშია!
Calvin Klein არის ბრენდი, რომელთან კოლაბორაციაც პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან დიდი წარამტების საწინდარია. ის, რომ დღესდღეისობით Kate Moss ყველაზე აიქონიქ მოდელი და ქალბატონია, სწორედ მისი CK-სთან თანამშრომლობის შედეგია 16 წლის ასაკში.
Saturday, December 2, 2017
Lancôme - ის დაუვიწყარი მასტერკლასები "ლუტეციასგან"
არაფერი ისე არ მაბედნიერებს, როგორც სუნამოზე, კოსმეტიკაზე და თავის მოვლაზე საუბარი. სწორედ ამიტომ მიყვარს "ლუტეცია" ჯგუფი. ამჯერად დაუვიწყარი მასტერკლასები შემოგვთავაზეს Lancôme-ის სილამაზის ექსპერტებისგან.
Wednesday, November 29, 2017
Black Hair Bow
2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ შავი ბაფთა, როგორც თმის აქსესუარი საკმაოდ აქტუალურია. თუ გსურთ თქვენი გარეგნობა საინტერესო, ელეგანტური და ტენდენციური იყოს, აუცილებლად გამოიყენეთ ეს დეტალი, მით უფრო, რომ წარმოდგენილია სხვადასხვანაირი ვარიაციები.
Monday, November 27, 2017
Winter is coming
( Coat H&M Trend, Dress H&M Trend, Bag Charles & Keith, Sunglasses Miu Miu, Shoes Stradivarius)
ვფიქრობ, დროა თბილ შემოდგომას დავემშვიდობოთ და ცივ ზამთარს შევეგებოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სუსხი ცივ ტონალობებთან ასოცირდება, გირჩევთ თქვენი ჩაცულობით გაიფერადოთ დღეები. 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აქცენტი ყვავყილებიან პრინტის სამოსზე, კერძოდ კაბებზე უნდა გააკეთოთ. ასევე ძალიან აქტუალურია მკვეთრად გამორჩეული ფერის ფეხსაცმელი.
Friday, November 24, 2017
პირველად საქართველოში SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას პარფიუმეულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ უმასპინძლა
(Salvatore Ferragamo-ს არაჩვეულებრივი სუნამო Signorina "ლუტეცია" ჯგუფისგან საჩუქრად მერგო )
"ლუტეცია" ჯგუფი ჩემთვის იმ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიასთან ასოცირდება, რომელიც მუდამ სიახლეებით და განსაკუთრებული დღესასწაულებით გამოირჩევა. ეს არის კომპანია, რომლის წყალობით გრძნობ გაზაფხულის შემოსვლას, ან ახალი წლის დადგომას. შესაბამისად ყოველ მათ ღონისძიებას დიდი სიხარულით ვესწრები, მით უფრო რომ საშუალებას გვაძლევენ, ისეთი ადამიანები გავიცნოთ, როგორიც ამ შემთხვევაში ცნობილი იტალიური ბრენდის SALVATORE FERRAGAMO-ს აღასრულებელი ხელმძღვანელი ბ-ნი ლუჩიანო ბერტინელი გახლავთ.
Monday, November 20, 2017
წამწამები - შეუდარებელი და აუცილებელი აქსესუარი
უკრაინელი პროფესიონალებით დატვირთული გუნდი, რომლებმაც ზუსტად იციან თავიანთი საქმე. პირველი, რაზეც ცოტა რთულად, მაგრამ მაინც დამითანხმეს წამწამების დაგრძელება გახლდათ.
Sunday, November 19, 2017
In the mood of fall
( Sunglsasses GEORGE KEBURIA, Knitwear H&M TREND, Skirt and Boots ZARA, Bag Charles&Keith)
H&M ის გახსნას ჩემთვის ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. როდესაც ამბობენ, რომ ეს ყველაზე იაფ-ფასიანი დაბალი ხარისხის ბრენდია, მინდა შეგეკამათოთ, რომ ამ ბრენდს აქვს რამდენიმე ხაზი, მაგალითად Premium Line TREND, ასევე კოლაბორაციები მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მომწონს. არასდროს არ ვიხდი კოლოსალურ თანხას ტანსაცმელში, რადგან მოდა, ტენდენციები მუდმივად იცვლება. შესაბამისად ის, რასაც დღეს ვყიდულობთ, შესაძლებელია ძალიან მოკლე პერიოდში მოგვბეზრდეს და აღარ მოგვეწონოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, მაგალითად H&M TREND-ი, საკმაოდ ხარისხიან, ტენდენციურ და ნორმალური ფასის კოლექციებს გვთავაზობს. შესაბამისად, ჩემს სუბიექტურ სიხარულს, ბრენდის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თამამად გიზიარებთ.
Photographed by David Eristavi
Wednesday, November 15, 2017
Mariam Gvasalia shoes to die for
მარიამ გვასალია ყოველთვის გამოირჩევა ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინით. ფერადი, საინტერესო, განსხვავებული ფორმის ფეხსაცმელები მისი სტილისთვის დამახასიათებელია. წარმოგიდგენთ ახალი კოლექციის ფოტოსესიას, რომელზეც სიხარულით გეტყვით, რომ მე ვიმუშავე, როგორც სტილისტმა.
Monday, November 13, 2017
What to buy right now
ტენდენციები სეზონიდან სეზონამდე იცვლება. თუ გადავავლებთ თვალს 2017/18 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს ვნახავთ, რომ კუბოკრული პრინტი ძალიან ტენდენციურია, ასევე აქტუალობას არ კარგავს ყვავილებიანი ქსოვილებიანი და მკვეთრი ფერის ფეხსაცმელები.
Saturday, November 11, 2017
Pernille Teisbaek - Scandinavian Style Star
ალბათ ყველას გვყავს Style Icon-ი, ან თუ ამას არ ვაღიარებთ, მაშინ აუცილებლად არსებობენ ადამიანები, რომელთა სტილიც ნამდვილად მისაბაძი და ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის. ჩემი მოდის სფეროში მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი ქალბატონი გამხდარა საინტერესო თავისი ჩაცმულობის გამო, მაგრამ არცერთი ყოფილა ისე ორგანულად საინტერესო, როგორც პერნილ თაისბექი.
იგი 15 წელია უკვე, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფლუენსერია. 2012 წელს მან თავისი ბლოგი Lookdepernille შექმნა და დაიწყო მუშაობა როგორც ფრილანსფერმა მოდის სტილისტმა.
It's time to be back!
Photo by Andrew Barber (Omnistyle)
ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა ფიქრობ რა გინდა აკეთო ან შეცვალო შენს ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაში ასეთ მომენტებში ყველაზე მეტად ჩემი ბლოგი მახსენდება, რომელიც 2012 წელს დავიწყე, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უცხო იყო საზოგადოებისთვის. მახსენდება ის მოტივაცია და სტიმული, რომელიც მაშინ მქონდა და მიხარია, რომ ეს ყველაფერი ახლა გაასმაგებული მაქვს, რადგან ქართული გარემო ნამდვილად მზად არის Fashion Blog-ისთვის.
Monday, November 6, 2017
Weekend Max Mara-ს იტალიური საღამო თბილისში
იტალიაში გატარებული ზაფხულის შემდეგ, სწორედ Weekend Max Mara-მ შეძლო ჩემი უკან დაბრუნება რომაულ არდადაგებში, იტალიური მუსიკით, გარემოთი და ულამაზესი კოლექციით.
იტალიური საღამო, რომელზეც თბილისში დიდხანს ისაუბრებენ - ეს თბილისის მოდის კვირეულის გახსნის წვეულებაა, რომელსაც Weekend Max Mara-მ სასტუმრო რადისონში უმასპინძლა. იტალიური სამზარეულო და ლიმონელო, სალომე ბაკურაძის საოცრად შესრულებული იტალიური სიმღერები და DJ რომლის მუსიკამაც ყველა ააცეკვა.
Monday, June 5, 2017
EISENBERG PARIS - ექსკლუზიურად ლუტეციაში
EISENBERG
PARIS უკვე მეორე წელია საქართველოში ლუტეციას მაღაზიათა ქსელშია წამროდგენილი. ბრენდი ყოველთვის ანებივრებს თავის მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციით, სიახლეებით და ახლახან ქართული მედიის წარმომადგენლებს ბრენდის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი შეხვდა.
პრესკონფერენცია რესტორან-ლაუნჯ „აკადემიაში“ წარიმართა, სადაც ისინი გაეცნენ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი. EISENBERG PARIS (აიზენბერგ პარიზი) პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“-მ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2015 წელს შესთავაზა. ეს არის ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მოვლისა და პარფიუმერული საშუალებების ფართო სპექტრით.
EISENBERG PARIS-ის კანის მოვლის საშუალებები გამოირჩევა 15-წლიანი კვლევის შედეგად შემუშავებული TRIO-MOLECULAR ® ფორმულით, რომელიც შეიცავს სამ მოლეკულას. ეს აღმოჩენა არის EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივი და დაპატენტებულია მსოფლიოს მაშტაბით. იგი აღადენს, აჯერებს ჟანგბადით და ენერგიით მუხტავს კანს. სევე როგორც ქალის ასევე მამაკაცის მოვლის საშალებები გამოირჩევა ძვირადღირებული და ბუნებრივი კომპონენტებით.
ბრენდისგან საჩუქრად მივიღე ულტრა-დამატენიანებელი საშუალება სპეციალურად მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის! შესაძლებელია მისი გამოყენება ბავშვის ნაზ კანზეც კი... ბრენდის შემოსვლის დღიდან, მისი პროდუქციის მომხმარებელი ვარ. წარმოუდგენელია გქონდეს შეხება Eisenberg Paris-თან და არ გახდე მასზე დამოკიდებული.
ეს არის კრემი, რომელიც ატენიანებს, კვებავს, ამშვიდებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ანიჭებს მას ჯანსაღ იერს! ექსკლუზიური TRIO-MOLECULAR® ფორმულით გაჯერებული ულტრა-კომფორტული საცხი თქვენი კანის კომფორტისთვის! ამასთანავე, შეიცავს შიის კარაქსა და ბისაბილოლს, რომელიც ჯადოსნურ სირბილესა და სინაზეს მატებს კანს. გამოყენების შედეგად, კანი გლუვი, მოვლილი და ჯანმრთელია. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ!
Sunday, December 11, 2016
უმაღლესი პარფიუმერიის სამყარო - არომატეკა
შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის პირველი შეგრძნება, სწორედ ლუტეცია ჯგუფის დამსახურებით მივიღე. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივი პროფესიონალებით შეკრულ გუნდს, რომლებიც ყოველთვის და ყველანაირად ცდილობენ მათი ერთგული მომხმარებლები გაახარონ.
Saturday, November 12, 2016
PANDORA - პირველი კონცეპტუალური მაღაზია საქართველოში
ყველა ქალბატონი უნიკალურია - პანდორას ეს კონცეფცია ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით ექვს კონტინენტზე. ეს არის ბრენდი, რომელზეც ყველგან საუბრობენ და მათ შორის საქართველოშიც.
Tuesday, November 1, 2016
Perfume as an art - By KILIAN in Aromateque Boutique
I am happy to announce that Niche Perfume Boutique - AROMATEQUE from now is the best destination for the best scent, which is an important part of your identity. It’s one of the most delicate yet strong part of the human sensory experience, as scent can evoke certain memories and give off a certain vibe. So, if you want to become memorable, desirable, unique and elegant, then you have to visit Aromateque Boutique, where best niche perfume brands are presented.
Thursday, October 27, 2016
Wednesday, September 21, 2016
Friday, September 16, 2016
Monday, August 8, 2016
Beach Beauty - Nargis Mag Summer Issue Cover Story
Photo: David Eristavi
Style: Anano Dolaberidze (Me)
MUA: Teko Shenken
Hairstyle: Giorgi 4U, ArtHouse
Models: Ani Chikhladze ( Geomodels Agency),
Elene Makharashvili ( Lookmodels Management)
Apparel: Etam, Moa, Parfois, George Piralli
Styling Assistant: Nanuka Baghasvhili
Photo Assistants: Lasha Bakuradze, Merab Chumbruidze
Friday, June 10, 2016
„ლოპოტა დეტოქსი“ — გარდაქმენი საკუთარი თავი
ის, რომ ლოპოტას ტბის პირას დასვენება განტვირთვისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, ყველასათვის ცნობილია. კავკასიის მთებით გარშემორტყმული რეკრეაციული ზონა უკვე უამრავმა სტუმარმა აღიარა პატარა სამოთხედ, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დაძაბულობასა და სტრესს დროებით მაინც დაემშვიდობოთ და საკუთარ თავს მხოლოდ დადებითი ემოციები, უსაზღვრო სიამოვნება და სიმშვიდე უსახსოვროთ. ამის დასტურია ისიც, რომ ისედაც მრავალფეროვანი ადგილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომსახურებას გთავაზობთ. საუბარია „ლოპოტა დეტოქსზე“, რომელიც ნამდვილი მისწრებაა მათთვის, ვისაც საზაფხულოდ იდეალურ ფორმაში ყოფნა და სხეულის სრულად გაჯანსაღება სურს...
Saturday, June 4, 2016
Friday, April 15, 2016
Moroccanoil - თმის მოვლის საუკეთესო პროდუქცია ქართულ ბაზარზე
კომპანიამ „პაუერ ენდ ბიუთი“ ქართულ ბაზარზე, წარმოადგინა პროფესიონალური სილამაზის პროდუქტების ლიდერი, დამზადებული არგანის ზეთზე – Moroccanoil.
Thursday, April 7, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)




























